ხუთი გუნდი მონაწილეობდა ინდორ ჰოკეიში ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშებაში, რომელსაც ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა
ხუთი გუნდი მონაწილეობდა ინდორ ჰოკეიში ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშებაში, რომელსაც ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

ტურნირის ფავორიტი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისი" იყო, რომელსაც საქართველოს ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე წვრთნის. ქუთაისელმა გოგონებმა თასზე აბაშა დაამარცხეს 6:1, ნახევარფინალში კი "ლანჩხუთს" უხვგოლიან შეხვედრაში მოუგეს 7:3 და ფინალის საგზური მოიპოვეს. ქუთაისელთა მეტოქე "ჩოხატაური"-"ბათუმის" ნახევარფინალურმა მატჩმა გამოავლინა, რომელშიც გაცილებით გამოცდილმა გურულებმა ზღვისპირლები 8:3 დაამარცხეს.

თასის ფინალი საინტერესო გამოდგა. ჩოხატაურელებმა ტურნირის მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ქუთაისელთა ლიდერის თამუნა სუპატაშვილის კარგი თამაშისა და გოლების წყალობით "ქუთაისმა" მეტოქის წინააღმდეგობა დასძლია და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა.

ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი ბურთით სწორედ ფინალის გმირი თამუნა სუპატაშვილი გახდა. "ქუთაისი", როგორც საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი დაშვებულია ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც მომავალი წლის 24-26 თებერვალს უელსის დედაქალაქ კარდიფში ჩატარდება. ქუთაისური გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები იმედოვნებენ, რომ ქალაქის მერია გუნდს საზღვარგარეთული ტურნირისთვის დააფინანსებს და გუნდი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.

ბოლოს გაცნობებთ, რომ 22-23 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს თასის გათამაშება მამაკაცებს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა