ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანდრო კობახიძე: ვნანობ, ზედმეტად ავენთე, მაგრამ ამაზე ინგლისში არ აძევებენ

სანდრო კობახიძე: ვნანობ, ზედმეტად ავენთე, მაგრამ ამაზე ინგლისში არ აძევებენ

24 წლის ნახევარმცველმა კიევის "არსენალზე", ტრავმაზე, საკლუბო მომავალსა და ნაკრებზე ისაუბრა
მოლდოველებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ თქვა: "დღევანდელ მატჩში საუკეთესო სანდრო კობახიძე იყო, თუმცა კარგად დაწყებული ცუდად დაასრულა და მეტოქის პროვოკაციას წამოეგო. პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ასეთი არასერიოზულობა არ შეიძლება".

24 წლის კობახიძე მართლაც საუკეთესო იყო, გოლიც გაიტანა და მოლდოველებს გამუდმებით თავსატეხს უჩენდა, ვიდრე არბიტრმა მოედნიდან არ გააძევა.

კიევის "არსენალი", ტრავმა, საკლუბო მომავალი და ნაკრები - სანდროს ამ თემებზე ველაპარაკეთ.

- ნაკრებში ბევრი მატჩი არ დაგეთვლება, მოლდოვასთან კი გამოცდილი წევრივით იყავი, ქეცბაიამ საუკეთესოდაც დაგასახელა.

- მე უფრო ჩემს თანაგუნდელებს გამოვყოფ, რომლებიც პასებით დროულად მამარაგებდნენ. რა თქმა უნდა, გოლი გასახარი იყო, რადგან ნაკრებში თამაში სხვა გრძნობაა.

- ყველაფერი კარგი იყო, გაძევების გარდა. არადა, შეიძლებოდა, თამაში უპრობლემოდ დაგესრულებინა.

- ემოციებს ავყევი და ისეთი უსიამოვნების მონაწილე გავხდი, მოთამაშეს რომ არ ეპატიება. ვწუხვარ და ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს.

- როგორც ვიცი, ეს წითელი ბარათი ოფიციალურ შეხვედრებზე არ იმოქმედებს.

- ეგრეა და ეს მახარებს. ისე, ინგლისის პრემიერლიგაში, შესაძლოა, მსაჯს ყვითელი ბარათიც კი არ ეჩვენებინა. მაგრამ, ვიმეორებ, დამნაშავე მე ვარ და არა მსაჯი, ნაკრებში თამაში დიდი პატივია და თავშეკავება, ემოციების მოთოკვა მმართებდა, მაგრამ...

- უკრაინაში თავიდან არ გწყალობდნენ, მაგრამ კიევის "არსენალში" გენდობიან და გათამაშებენ. აშკარაა, უფრო თავდაჯერებული ხარ, რაც ნაკრებშიც დაგეტყო და კლუბშიც.

- "არსენალში" ლეონიდ კუჩუკი დაგვინიშნეს, რომელიც ტირასპოლის "შერიფს" ავარჯიშებდა. სერიოზული სპეციალისტია და ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა. პირველად მომიხდა უკრაინაში იმ მწვრთნელთან მუშაობა, რომელიც მენდობა. ემოციური ვარ და მწვრთნელის დამოკიდებულება ჩემზე განსაკუთრებულად მოქმედებს. კუჩუკი კარგი ფსიქოლოგია, მისმა ნდობამ და სათამაშო პრაქტიკამ კი მართლაც თავდაჯერებული გამხადა. ცხადია, საკუთარ თავზეც ვმუშაობდი.

ეგაა, საქართველო-საბერძნეთის მატჩამდე ერთი კვირით ადრე კუნთი დამეჭიმა და ამ შეხვედრასთან ერთად უკრაინის ჩემპიონატის ერთი ტურიც გამიცდა. სანამ ტრავმა მოვირჩინე და ფორმა აღვიდგინე, ძირითადში პოზიციები შემერყა. თუმცა ბოლო ოთხი ტურიდან ორში ძირითადში მათამაშეს, ორჯერაც შეცვლაზე და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი საუკეთესო უკრაინული სეზონი. ასე მგონია, რომ ჩემი გუნდი და ადგილი ვიპოვე.

- "არსენალთან" იჯარა როდის გიმთავრდება?

- იანვარში, მაგრამ წასვლა არ მინდა.

- კლუბის მხარდაჭერას რომ არ გრძნობდე, ამას არ იტყოდი.

- ასეც არის, ჯერჯერობით შეთანხმება იჯარაზეა, მერე კი ვნახოთ. "არსენალში" თავს მშვენივრად ვგრძნობ და მწვრთნელიც დაინტერესებულია, საიჯარო ვადის შემდეგ "არსენალის" საკუთრება გავხდე, მათი სურვილი კი ჩემსას ემთხვევა. მაგრამ ეს ამბავი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

- ქართველებს უკრაინაში ისე არსად გაუხარიათ, როგორც "არსენალში" - შალვა აფხაზავა, გელა შეყილაძე, ლაშა ჯაკობია, ჯაბა კანკავა და გიორგი დემეტრაძე მისი ლიდერები იყვნენ.

- შეიძლება ითქვას, იღბლიანი, საჩვენო კლუბია. უკრაინელებისგან განსხვავებულ და ჩვენთვის უფრო მისაღები სტილის ფეხბურთსაც თამაშობენ.

- რა არის წლეულს "არსენალის" მიზანი?

- ევროპის ლიგაზე თამაში, რისთვისაც ოთხეულში მოხვედრაა საჭირო. კარგი გუნდი გვყავს და ეს შესაძლებელი მგონია, თუმცა ძლიერი კონკურენტები გვყავს.

- "არსენალშიც", ისე, როგორც ნაკრებში, მარცხენა შემტევ ნახევარმცველად გათამაშებენ?

- ხან მარცხენა ფლანგზე მაყენებენ, ხანაც - მარჯვნივ. გუნდი 4-3-3 სქემით თამაშობს და სადაც მწვრთნელს ვჭირდები, იქ მათამაშებს.

- რა ხეირია ცაციას მარჯვენა ფლანგზე დაყენებაში, ასე ხომ ბურთის ჩაწოდების თუ მარცხენა ფეხზე გადატანისას შეტევა ყოვნდება?

- დღეს ასე ბევრ გუნდშია და ამას თავისი პლუსები აქვს. მაგალითად, ამ დროს შუაში ხშირად შედიხარ და უფრო მოხერხებულად უტევ. მაგრამ მაინც მარცხნივ მირჩევნია, რადგან ბავშვობიდან სულ ამ პოზიციაზე ვთამაშობ.

- უკრაინაში მოთამაშე ქართველებზე რას იტყვი?

- უმრავლესობა თავისი კლუბის ლიდერია, რაც დასაფასებელი ამბავია, რადგან უკრაინაში სამი წელია, ვთამაშობ და ჩემპიონატის დონე ძალიან ამაღლდა. შეუძლებელია, იქ ფეხბურთელი არ გაიზრადოს, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ მინიმუმს მაინც დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, პრემიერლიგაში არც ისე ბევრი ქართველია, მაგრამ მათ პატივს სცემენ. მაგალითად, კანკავა და ლობჟანიძე "კრივბასს" კარგად შეეწყვნენ და მათ გარეშე ეს გუნდი წარმოუდგენელია. თარგამაძე კი "ოლექსანდრიას" ლიდერი და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა. წლებია, "ტავრიაში" თამაშობს გიგიაძე, რომელიც ამ კლუბის სიმბოლო გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• levani

მომეწონა ნამდვილად სანდრო შენი თამაში მაგრამ ის რაც გააკეთე არ გეკადრება არც შენ და არც ერთ ვაჟკაცს... თითქოს და დიდი არაფერი მაგრამ ეს ნაკრებია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს... ამიტომ ჯობს ცოტა თავი შეიკავო... კარგი ხარ მიაწექი

• gionat

არც შენ ხარ სანდრო ინგლისში:)

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა