ფაბიო კაპელომ გადახალისებულ ინგლისის ნაკრებს უთხრა, შვედებსაც მოუგეთ და ჰორიზონტზე კარგი მომავალი გამოჩნდებაო
ფაბიო კაპელომ გადახალისებულ ინგლისის ნაკრებს უთხრა, შვედებსაც მოუგეთ და ჰორიზონტზე კარგი მომავალი გამოჩნდებაო.

მწვრთნელის აზრით ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ფილ ჯონსმა, ჯეკ როდუელმა, დენი უელბეკმა და კაილი უოქერმა, რომელთაც ის ესპანელებთან შეხვედრაში ენდო, დაამტკიცეს, რომ უძლიერეს მეტოქეებთან ბრძოლისა არ ეშინიათ და საერთაშორისო დონეზე თავის დამკვიდრება შეუძლიათ.

ამასთან, იტალიელი სპეციალსტი შეგირდებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და ეუბნება, რომ შვედეთთან დღევანდელ შეხვედრას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მან თქვა:

"როდესაც ფიქრობ, რომ მოწინააღმდეგე გჯობია, ინდომებ და საუკეთესო ფეხბურთს თამაშობ. ასეთ დროს, მთელი მატჩის განმავლობაში მოტივირებული ხარ. გაცილებით ძნელია, როდესაც ფიქრობ, რომ შენ ჯობნი მოწინააღმდეგეს. აი, როდის უნდა შეძლო უმაღლეს დონეზე თამაში. ჩვენ შვედეთის წინააღმდეგ სწორედ ამას ვაპირებთ".

ფიფა-კოკა კოლას რეიტინგში ინგლისის ნაკრები მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო შვედეთს მე-14 ადგილი უკავია და უხერხული მოწინააღმდეგის სახელი აქვს დაგდებული. ინგლისელებმა "ლურჯ-ყვითლები" ბოლოს 1968 წელს დაამარცხეს, მას მერე გამართული 10 შეხვედრიდან კი 7 ფრედ დამთავრდა და 3 შვედებმა მოიგეს.

კაპელო იმედოვნებს, რომ მისი ბიჭები დღეს ისევე კარგად ითამაშებენ, როგორც შაბათს, ესპანეთთან ითამაშეს.

"ესპანეთთან შეხვედრა ინგლისის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მახსოვს, "რომას" რომ ვწვრთნიდი გუნდში ახალგაზრდები დავაწინაურე. მათ შორის იყო დანიელე დე როსი. სწორედ პირველ შეხვედრაში გამოჩნდა ვინ რისი შემძლე ბრძანდებოდა და რამდენად გახლდათ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ვიცოდი, რომ მათ აკადემიაში კარგი შედეგები ჰქონდათ, მაგრამ დიდ გუნდში გამოსვლა მაინც სხვანაირი გამოცდა იყო. პირველი თამაში ბევრს ნიშნავს.

დაახლოებით იგივე მოხდა შაბათს, ესპანეთთან შეხვედრაში. ყველა დებიუტანტი ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც თავის კლუბშია დაჩვეული. თამაშის დროს ვაკვირდებოდი მათ და ვფიქრობ, უკვე მზად არიან სანაკრებო დონეზე რეგულარულად გამოვიდნენ. თან, ამ ბიჭებიდან ზოგი, მაგალითად, როდუელი, მეტისმეტად ახალგაზრდაა, მაგრამ ასაკმა მის რწმენასა და შემართებაზე უარყოფითად ვერ იმოქმედა.

უელბეკი ყოველ შეხვედრაში უკეთ და უკეთ თამაშობს, ჯონსმა კი ნახევარდაცვაში იტრიალა და ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. მისი პოზიციიდან დაკარგული ბურთის დაბრუნება ძნელი იყო, თუმცა უბურთოდ ისე ჭკვიანურად გადაადგილდებოდა და რამდენჯერმე ისე ჭკვიანურად შევიდა ორთაბრძოლაში, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა