"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ გულწრფელად თქვა - კარგად ვიცოდი, "ლივერპულიდან" ფერნანდო ტორესის გადაბირების ყველა მცდელობა წარუმატებლად დამიმთავრდებოდაო...

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ გულწრფელად თქვა - კარგად ვიცოდი, "ლივერპულიდან" ფერნანდო ტორესის გადაბირების ყველა მცდელობა წარუმატებლად დამიმთავრდებოდაო. მოგეხსენებათ, ესპანელი ფორვარდის შესახებ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკობდნენ, როდესაც მან განაცხადა "ლივერპულის" ერთგული ვარ და კარიერა მერსისაიდზე უნდა გავაგრძელოო. ერთი სიტყვით, მანჩინის გულუხვი შეთავაზება არ დასცალდა, მაგრამ ამას, როგორც ჩანს, არც განიცდის, რადგან "ინტერისგან" მარიო ბალოტელი შეიძინა და ის ძალიან მოსწონს.

ბალოტელიმ თავი გასულ ხუთშაბათს, ევროლიგის შეხვედრაში გამოიჩინა. ის რუმინეთში, "ტიმიშოარასთან" თამაშის მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩი დამთავრდა 1:0, არადა აფრიკული წარმოშობის იტალიელს თავის გამოჩენა ჰეთ-თრიკითაც შეეძლო. სწორედ ამის შემყურე მანჩინის დაეუფლა განცდა, რომ ბალოტელი ტორესზე უკეთესი ფეხბურთელი დადგება. მას ხომ ცენტრ-ფორვარდადაც შეუძლია თამაში და გარემარბადაც. ისტლენდელთა მწვრთნელმა თქვა:

"ტორესს "ლივერპული" რასაკვირველია ვერ შეელეოდა, რადგან ესპანელი ამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მაგრამ, ეგ არაფერი. ახლა, მე უკვე მყავს ბალოტელი, რომელიც, ვფიქრობ, თუ მეტი არა, ტორესზე ნაკლები არაფრით არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტორესს მხოლოდ თავდამსხმელად შეუძლია თამაში, ბალოტელი კი თავდამსხმელიც არის და გარემარბიც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მას ტორესისგან განსხვავებული მიდგომა აქვს, მაგრამ ასეა თუ ისე, ჩვენ, რასაკვირველია, ორ დიდებულ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ.

ჩემი აზრით დღეს, მსოფლიოში რვა ან ცხრა უმაღლესი დონის ფორვარდია და მათ შორის ტორესი და ბალოტელიც არიან. კიდევ, შეიძლება დავასახელოთ რონალდო, ტევესი, მესი... რად უნდა ლაპარაკი, რომ ამ კლასის თავდამსხმელის ყიდვა უძნელესი საქმეა, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა: ერთი ვერ შევიძინეთ, მაგრამ, მეორე ვიყიდეთ".

მანჩინი იმედოვნებს, რომ ბალოტელი პრემიერლიგის ჩქაროსნულ ფეხბურთსაც მალე აუღებს ალღოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ 45 წლის მწვრთნელის ხელში ჰქონდა ახალგაზრდა თავდამსხმელს დებიუტი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მანჩინი "ინტერს" ედგა სათავეში.

"მას გოლის გასატანად საჭირო ყველა თვისება აქვს. მართალია, პრემიერლიგა იტალიური ფეხბურთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ბალოტელის არც აქაური ფეხბურთისთვის გამოსადეგი თვისებები აკლია. მას კარლოს ტევესის მსგავსად ერთ წამში შეუძლია ყველაფრის შეცვლა", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა