ევრო 2012. პლეი ოფის საპასუხო მატჩების წინ: ლისაბონური შეხვედრის წინ პორტუგალია და ბოსნია ყველაფერს თავიდან იწყებენ
ხორვატია-თურქეთი 23:05 (პირველი მატჩი 3:0)

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია: პლეტიკოშა, ვიდა, შილდენფელდი, შიმუნიჩი, პრანიჩი, სრნა, ვუკოევიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, მანჯუკიჩი.

თურქეთი: ვოლქანი, გონული, ჩეთინი, კორკმაზი, კოიბაში, ჰამით ალთინთოპი, სერკანი, ინანი, ერკინი, ბულუთი, ბურაქ ილმაზი.

ჩერნოგორია-ჩეხეთი 23:15 (0:2)

სავარაუდო შემადგენლობები

ჩერნოგორია: მ. ბოჟოვიჩი, პავიჩევიჩი, სავიჩი, ძუდოვიჩი, ვ. ბოჟოვიჩი, ვუკჩევიჩი, დრინჩიჩი, ზვეროტიჩი, დამიანოვიჩი, იოვეტიჩი, ვუჩინიჩი.

ჩეხეთი: ჩეხი, გებრესელასიე, შივოკი, კადლეცი, პუდილი, რეჟეკი, პლაშილი, ჟირაჩეკი, როსიცკი, პილარი, პეხარტი.

ირლანდია-ესტონეთი 23:45 (4:0)

სავარაუდო შემადგენლობები

ირლანდია: გივენი, ოში, დანი, სტ. ლედჯერი, უორდი, მაკგიდი, უელანი, ენდრიუზი, დაფი, კინი, დოილი.

ესტონეთი: პარეიკო, სისოვი, იააგერი, ბარენგრუბი, კლავანი, ვუნკი, დმიტრიევი, კინკი, კრუგლოვი, ვასილიევი, აჰიუპერა.

პორტუგალია-ბოსნია 01:00 (0:0)

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია: რუი პატრისიო, ჟ. პერეირა, ბრუნო ალვეში, პეპე, კოენტრაო, მეირელეში, ველოზო, მოუტინიო, ნანი, რონალდო, პოშტიგა.

ბოსნია: ბეგოვიჩი, ზაჰიროვიჩი, სპაჰიჩი, პანძა, პაპაჩი, რაჰიმიჩი, მედუნიანინი, პიანიჩი, მიშიმოვიჩი, ლულიჩი, ჯეკო.

ამაღამ ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის მონაწილეთა საბოლოო სია გვეცოდინება. პლეი ოფების საპასუხო მატჩებმა ბოლო 4 საგზურის მფლობელთა ვინაობა უნდა გამოავლინოს, თუმცა ბევრიც არაფერი დარჩა გასარკვევი - ოთხიდან ორ დაპირისპირებაში ყველაფერი გარკვეულია - ირლანდიისა და ხორვატიის ნაკრებებს სასწაულიღა თუ შეუშლის ხელს მიზნის მიღწევაში.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი ტრაპატონის შეგირდებმა სტუმრად 4:0 გაანადგურეს ესტონეთის ნაკრები, ხოლო სლავენ ბილიჩის ბიჭებმა სტამბოლში თურქებს კუდით ქვა ასროლინეს - 3:0.

ამ ორ წყვილში ყველაფერი გარკვეულია, დამარცხებულები უკვე შეეგუენ, რომ ევროზე ბურთის გორება არ მოუწევთ, გამარჯვებულები კი შორსმიმავალ გეგმებს სახავენ. ასეა თუ ისე, ეს ორი თამაში მაინც უნდა გაიმართოს. ერთია, თუკი ესტონეთის ნაკრებისთვის პლეი ოფში გაღწევაც კი ისტორიული მიღწევაა, თურქებისთვის წაგება კატასტროფის ტოლფასია. ზაგრებული მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა ჰოლანდიელი თავკაცი გუუს ჰიდინკი ოფიციალურად გადადგება.

სხვა საქმეა, ორი დაპირისპირება, სადაც ჯერ არ გარკვეულა ფინალური ეტაპის საგზურების ბედი, თუმცა კი ორივეგან ფავორიტი გამოიკვეთა. ჩეხებმა შინ 2:0 მოუგეს ჩერნოგორიელებს და საპასუხო მატჩის წინ დიდებულ სიტუაციაში არიან. ლისაბონური შეხვედრის წინ პორტუგალია და ბოსნია ყველაფერს თავიდან იწყებენ, ზენიცაში მათ 0:0 ითამაშეს.

ასე რომ, ისედაც ფავორიტ იბერიელებს შინაური კედლები სულ მცირე 90 წუთის განმავლობაში დაეხმარება. სულ მცირე იმიტომ ვთქვით, რომ ეს ის მატჩია, სადაც ყველაზე მეტად მოსალოდნელია დამატებითი ორი ტაიმის დანიშვნა. არადა, შეხვედრა საქართველოს დროით დილის პირველ საათზე იწყება. მოკლედ, ბოლო საგზურის მფლობელს პორტუგალიიდან შევიტყობთ.

"ყოველგვარი წინასწარი ზეიმი დამღუპველი იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ, ხორვატიული ფეხბურთისთვისაც", - აცხადებს სლავენ ბილიჩი: "ჩვენ უკვე აღარ გვახსოვს სტამბოლური მატჩი და არც მისი შედეგი. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქმის ნახევარი გავაკეთეთ, დაგვრჩა არანაკლებ რთული მეორე ნახევარი. რა თქმა უნდა, ის სამი გოლი, რომლებიც "თურქ ტელეკომ არენაზე" გავიტანეთ, თავდაჯერებას შეგვმატებს საპასუხო მატჩის წინ", - განაცხადა ხორვატთა დამრიგებელმა.

მასპინძლებს არ ეყოლებათ მცველი ვედრან ჩორლუკა და ნახევარმცველი ტომისლავ დუიმოვიჩი. ორივე დისკვალიფიცირებულია, თუმცა ბილიჩს მარაგში ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ასარჩევად აქვს საქმე, თუ ვინ დააყენოს ჩორლუკას და დუიმოვიჩის ნაცვლად "მაქსიმირზე". მარცხენა მცველობას ალბათ დანიელ პრანიჩი ითავებს, ხოლო საყრდენ ნახევარმცველად ოგნიენ ვუკოევიჩი გამოვა.

დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი ივან პერიშიჩი უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ივიცა ოლიჩი. ამიტომ სასტარტოში პერიშიჩს ვიხილავთ.

ჰიდინკს ბევრი დანაკლისი აქვს, მცველმა ჯირაი კაჩარმა საზარდული დაიზიანა და ვერ ითამაშებს. არდა თურანი, საბრი სარიოგლუ, ემრე ბოლოზოგლუ და ჰაკან ბალთა კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ.

სხვათა შორის, "ატლეტიკოს" შემტევმა ნახევარმცველმა არდა თურანმა პირველი მატჩის შემდეგ გაზეთ "მილიეთთან" ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა ჰიდინკი. არდას აზრით, მწვრთნელის შემუშავებულმა ტაქტიკამ გამოიწვია კიდეც 0:3 მარცხი. "წინ მხოლოდ ბურაქ ილმაზი თამაშობდა და მას ძალიან უჭირდა. არადა, ბოსს შეტევაში სამი ფეხბურთელი მაინც უნდა დაეყენებინა. მეტოქე ფიფას რეიტინგში წინაა და ამან ძალიან შეაშინა ჰიდინკი. როცა მშიშარა მწვრთნელი გყავს, ბუნებრივია, თამაშს 0:1-დან იწყებ", - თქვა არდამ.

ჩერნოგორიელთა თავკაცი ბრანკო ბრნოვიჩი არ კარგავს იმედს, რომ მისი ნაკრები მცირე სასწაულს მოახდენს და ჩეხებთან 0:2 ჩამორჩენას აღმოფხვრის: "ინგლისელებს 0:2 45 წუთში გავუბათილეთ. თუკი ეს ინგლისთან შევძელით, ჩეხეთის ნაკრებთანაც გამოგვივა. ჩეხეთი ხომ ინგლისთან კლასით ახლოსაც ვერ მივა. მჯერა, რომ ბიჭები 2-3 გოლს აუცილებლად გაუტანენ მეტოქეს. მხოლოდ ის მადარდებს, რომ შეტევებში გართულებმა საკუთარ კარში არ მივიღოთ ბურთი. ამით ხომ ჩვენი ოცნება დასრულდება. შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ მჯერა რომ 3:0-ს მოვიგებთ და ევროზე ვითამაშებთ. ჩემი ბიჭების თავდადების მჯერა, ისინი თავს შეაკლავენ მეტოქეს მოედანზე.

პოდგორიცაში ჩვენი გამარჯვებისა უნდა შეისვას". როგორც ხედავთ, 44 წლის ბრნოვიჩი სუპეროპტიმისტია.

ჩერნოგორია ადრეატიკული ქვეყანაა, სულ რაღაც 650 ათასი მოსახლით. ასეთი პატარა ქვეყნის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მართლაც სასწაული იქნება. ბრნოვიჩს საკადრო პრობლემები აქვს: მარცხენა მცველი მილან იოვანოვიჩი დისკვალიფიცირებულია, მარკო ბაშას თამაში კი ძალზე საეჭვოა. მოკლედ, ჩერნოგორიელებს დაცვა თავიდან აქვთ ასაწყობი.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ცხვირგატეხილმა პეტრ ჩეხმა სპეციალური ნიღბით ითამაშა და ერთხელ სასწაულებრივ მოიგერია შიმონ ვუკჩევიჩის დარტყმა. "ჩელსის" გოლკიპერი პოდგორიცაშიც აპირებს კარი "მშრალად" შეინახოს. ჩეხებს შეიძლება არ ჰყავდეთ ტომაშ როსიცკი, რომელმაც პირველ მატჩში ტრავმა მიიღო.

72 წლის ჯოვანი ტრაპატონის თავი ქუდში აქვს და უკვე მომავლის გეგმებზე საუბრობს. მხცოვან იტალიელს კიდევ კარგა ხანს სურს ირლანდიის ნაკრებში დარჩენა. "ჩვენ შეგვიძლია ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც იგივე გავიმეოროთ ანუ ფინალურ ეტაპზე გავიდეთ", - ამბობს ტრაპატონი.

ესტონელებს, ბუნებრივია, არ ეყოლებათ ცენტრალური მცველები ანდრეი სტეპანოვი და რაიო პიროია, რომლებიც პირველ მატჩში გააძევეს. სხვათა შორის, ორივე შემთხვევაში საეჭვო იყო, იმსახურებდნენ თუ არა ისინი წითელ ბარათს. სხვათა შორის, ყველამ გაიხსენა 2 წლის წინანდელი, როცა ტიერი ანრიმ ხელით გაისწორა ბურთი და ამის წყალობით მუნდიალზე საფრანგეთი გავიდა, ირლანდია კი ჩარჩა.

ესტონეთში დუბლის შემსრულებელ რობი კინს ამაზე დაეკითხნენ, ხომ არ შეგეცოდათ ესტონეთიო: "ორი წლის წინ ვინ შეგვიცოდა", - იყო ამერიკაში მოთამაშე ვეტერანი ირლანდიელის პასუხი.

პორტუგალიელთა 42 წლის თავკაც პაულუ ბენტუს კარგად ესმის, რომ დანის პირზე გადის: "ძალიან დაძაბული მატჩი გველის, ორივე გუნდი კარგადაა მომზადებული და საგზურის დათმობას არ აპირებს. ჩვენი მიზანია ბურთის კონტროლის მოპოვება. პარასკევის ფრის შემდეგ ჩვენი შანსი კვლავ 50 %-იანია. 0:0 კარგი შედეგი იყო, თუმცა ძალიან სარისკოა, რადგან ბურთის გაშვება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, ჰყავს ბრწყინვალე ინდივიდუალისტები და ტექნიკურადაც კარგადაა მომზადებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა