ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ჯად ტრამპი და რონი ო'სალივანი, რომლებმაც მთელი სატურნირო გზა პრობლემების გარეშე გაირეს
საუკეთესო სნუკერისტთა შეხვედრის მორიგი ადგილი გახდა ბელგია - ქალაქ ანტვერპენში გაიმართა PTC-ის (Players Tour Championship) სერიის რიგით მეცხრე ეტაპი.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ჯად ტრამპი და რონი ო'სალივანი, რომლებმაც მთელი სატურნირო გზა პრობლემების გარეშე გაირეს. ახალგაზრდა ტრამპს დამაჯერებლობა შესძინა მეოთხედფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ჯონ ჰიგინსის დამარცხებამ, რაც ერთგვარი რევანში იყო ამა წლის მაისში პლანეტის პირველობაზე მარცხის გამო.

ინგლისელებმა ორივე ნახევარფინალი ერთნაირი ანგარიშით მოიგეს - 4:1. "რაკეტა" (ო'სალივანის მეტსახელი) გრემ დოტს გაუსწორდა, ტრამპმა კი მარტინ გულდს მოუგო.

ფინალურმა მატჩმა სავსე ტრიბუნების ქვეშ ჩაიარა, სადაც მაყურებელი აქტიურად გამოხატავდა თავის რეაქციებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს იყო არა PTC-ის სერიის რიგითი ტურნირის ფინალი, არამედ ბრიტანეთის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი. ო'სალივანმა, რომელიც ადრე ჩიოდა იმის გამო, რომ გადაეჩვია ტურნირების მოგებას, თავიდანვე ინიციატივის აღება გადაწყვიტა და პირველივე ფრეიმის შემდეგ წაიყვანა ანგარიში, თანაც 63-ქულიანი ბრეიკის გაკეთება შეძლო.

მაგრამ, ახალგაზრდა ინგლისელი მალე გაერკვა სიტუაციაში და ანგარიში გაათანაბრა. თუ მატჩის დასაწყისში ბევრი იყო შეცდომა, მეორე პარტიის შემდეგ მაყურებელმა უფრო ხარისხიანი თამაში იხილა, თუმცა სერიები 63-69 ქულის ფარგლებში დარჩა.

ჯადმა არ მოისურვა მდევრის როლში ყოფნა, ამიტომაც მოიგო შემდეგი ორი ფრეიმი და ანგარიში 3:1 გახდა მის სასარგებლოდ (ფინალი ოთხ მოგებამდე მიდიოდა). თითქოს მეხუთე ფრეიმი ბოლო უნდა გამხდარიყო. მაგრამ არც "რაკეტამ" მოისურვა დანებება. მან მეტოქეს 118-ქულიანი "სენჩურით" უპასუხა, შემდეგ იყო 132-ქულიანი სერია და ფინალში ანგარიში გათანაბრდა.

გადამწყვეტი პარტია ო'სალივანის შეტევით დაიწყო. მან 16 ქულა დააგროვა, მაგრამ შემდეგ ბურთზე ვერ გავიდა. ტრამპს სერიის დაწყების საშუალება მიეცა. 44 ქულის დაგროვების შემდეგ ახლა ის ვერ გავიდა ბურთზე. რონიმ მოგების შესანიშნავი შანსი მიიღო და მაგრამ პირიქით მოხდა - გამოცდილმა სნუკერისტმა პრაქტიკულად მოგება აჩუქა ახალგაზრდა მეტოქეს, როცა ბურთი დაუყენა მას. ახლა ტრამპისა და ო'სალივანის ანგარიშზე ორ-ორი გამარჯვება მოდის PTC-ის წლევანდელ სერიაში.

მეცხრე ეტაპი შეფილდში გაიმართება, ერთი კვირის შემდეგ კი დაიწყება ერთ-ერთი ყველა პრესტიჟული ტურნირი - ბრიტანეთის ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა