ამ სეზონში მასტერსის სერიის ბოლო ტურნირი როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა
როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა ამ სეზონში მასტერსის სერიის ბოლო ტურნირი, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი - პარიზი მასპინძლობდა.

გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიელის მეტოქე იყო ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა.

როჯერს კარიერაში პრაქტიკულად ყველა დიდი ტურნირი აქვს მოგებული: ოქრო ოლიმპიადაზე (ოღონდ მხოლოდ წყვილთა თანრიგში), "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი, წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი, მასტერსები ინდიან უელსში, მაიამიში, ჰამბურგში, მადრიდში, ტორონტოსა და ცინცინატიში. რომში, მონრეალში, შანხაისა და მონტე კარლოში ფინალში ითამაშა. ერთადერთი დიდი ტურნირი, რომელშიც ფედერერს აქამდე ფინალში არ ჰქონდა ნათამაშები, პარიზის მასტერსი იყო. თუმცა წელს მან ეს ხარვეზიც შეავსო.

ფედერერი შესანიშნავ კონდიციებში შეხვდა ამ მასტერსს. ერთი კვირით ადრე მან მეხუთედ მოიგო ბაზელის ტურნირი და განაცხადა, რომ ფიზიკურად ასე კარგად დიდი ხანია არ უგრძვნია თავი. შვეიცარიელმა ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია.

მისი ოპონენტი გახდა ადგილობრივი პუბლიკის კერპი ჟო-ვილფრიდ ცონგა. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგები ყოველთვის კარგად თამაშობდნენ საშინაო მასტერსზე. ზედიზედ მეოთხედ ფინალში მასპინძელი ჩოგბურთელი გავიდა. 2009 და 2010 წლებში გადამწყვეტ მატჩში გაელ მონფილსმა ითამაშა, მაგრამ ორივეჯერ წააგო. 2008 წელს კი იმავე ცონგამ დავიდ ნალბანდიანი დაამარცხა და ჯერჯერობით თავის კარიერაში ყველაზე ღირებული ტიტული მოიგო.

ცონგა შეიძლება მივაკუთვნოთ ფედერერისთვის უხერხულ მეტოქეთა რიცხვს, თუმცა საერთო ანგარიში ტიტულოვანი შვეიცარიელის მხარეს იყო – 5:3. პირველად როჯერმა ფრანგთან 2009 წელს მონრეალში წააგო, არადა, გადამწყვეტ სეტში 5:1-ს იგებდა. კიდევ ორ გამარჯვებას ფრანგმა 2011 წელს მიაღწია. ერთ-ერთი იყო უიმბლდონის მეოთხედფინალში, როცა ფედერერი სეტებში 2:0 იყო დაწინაურებული. საინტერესოა, რომ წინა რვა შეხვედრიდან ფინალში ისინი არასოდეს მდგარან ერთმანეთის წინააღმდეგ.

მასპინძელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტის პირველივე გეიმში მიიღო ბრეიკის მოპოვების შანსი, მაგრამ ფედერერმა ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რის შემდეგაც ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო. როჯერმა ორი ბრეიკი გააკეთა და 5:0 წაიყვანა ანგარიში. ცონგამ მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ერთი გეიმის მოგება და სეტი ნახევარ საათში 1:6 წააგო.

მეორე სეტში ცონგამ დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე და ფედერერმა ვეღარ აიღო მეტოქის მოწოდება, თუმცა იგივეს გაკეთება ვერც ფრანგმა მოახერხა, არადა, სეტის ბოლოს ორივეს ჰქონდა თითო ბრეიკ-პოინტი. შესაბამისად, საქმე ტაიმ-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უფრო იღბლიანი ფედერერი აღმოჩნდა. შვეიცარიელმა 7:3 მოიგო "საჩოგბურთო ლატარია" და საათსა და 26 წუთში ფინალის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:1, 7:6.

ფედერერმა პირველად მოიგო პარიზის მასტერსი. მან კარიერაში 99-ე ფინალი ითამაშა და 69-ე ტიტული მოიპოვა. ამ ტრიუმფით შვეიცარიელმა 710 ქულით შეამცირა სხვაობა რეიტინგში ენდი მიურეისთან და აქვს შანსი ამ სეზონის ბოლომდე დაიბრუნოს კლასიფიკაციის მესამე ადგილი.

გარდა ამისა, როჯერის აქტივში ახლა 18 მოგებული მასტერსია, რითაც მან გაუსწრო ლეგენდარულ ამერიკელ ანდრე აგასის (17 ტიტული). შვეიცარიელზე წინ მხოლოდ რაფაელ ნადალია, რომელსაც კარიერში 19 მასტერსი აქვს მოგებული.

ახლა, ჩოგბურთელებს წინ აქვთ სეზონის შემაჯამებელი ტურნირი, რომელიც 20 ნოემბერს ლონდონში დაიწყება.

BNP Paribas Masters

პარიზი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 992 648 დოლარი

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6) 6:1, 7:6(3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის