ჰოლანდიის ნაკრები. გერმანიასთან ტესტ-მატჩის წინ: ერტ ვან მარვიიკის შეგირდები დღევანდელ შეხვედრას დაწნეხილები ხვდებიან
ისევე, როგორც გერმანიამ, პარასკევს ვერც ჰოლანდიამ მოიგო, თუმცა ბუნდესგუნდისგან განსხვავებით, "ნარინჯისფრებს" კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ, რადგან ამსტერდამში შვეიცარიასთან 0:0 სერიოზულ წარუმატებლობად ჩაითვალა. მეტიც: "ამსტერდამ არენას" პუბლიკამ ჰოლანდიის ნაკრებს უსტვინა კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერტ ვან მარვიიკის შეგირდები დღევანდელ შეხვედრას დაწნეხილები ხვდებიან.

ჰოლანდიელი გუშემატკივრები განსაკუთრებით იმის გამო განრისხდნენ, რომ ცოტა მეტი გამართლება და შვეიცარიის ნაკრები ამსტერდამში მოიგებდა კიდეც.

"სტვენა ნამდვილად დავიმსახურეთ, რადგან ქომაგები ჩვენგან, მით უმეტეს საშინაო შეხვედრაში ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ. მეტიც, უმეტესად მხოლოდ შედეგითაც არ კმაყოფილდებიან ხოლმე და უნდათ, რომ ჰოლანდიის ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთით მოიგოს," - ეს ჰოლანდიის ნაკრების მცველის, იორის მატიისენის სიტყვებია. ვან მარვიიკმა კი "ამსტერდამ არენას" პუბლიკის საქციელს ტიპურ-ჰოლანდიური უწოდა.

ბერტი იძულებულია, დღევანდელ მატჩში ექსპერიმენტები განახორციელოს, რადგან ჰამბურგში ჰოლანდიას რაფაელ ვან დერ ვაარტისა და რობინ ვან პერსის სახით ორი წამყვანი ფიგურა დააკლდება. სამაგიეროდ, ბრუნდება კლაას-იან ჰუნტელაარი, რომელიც სპეციალური ნიღბით ითამაშებს. "შალკეს" გოლეადორმა განაცხადა, უკვე ნორმალურად ვსუნთავ და გერმანიასთან თავიდან ბოლომდე თამაში შემიძლიაო.

ნახევარდაცვაში ჰოლანდიას ვან დერ ვაარტთან ერთად, ნაიჯელ დე იონგიც აკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვან მარვიიკი ნახევარდაცვის ცენტრში სავარაუდოდ კევინ სტროოტმანს (ეინდჰოვენი) და გამოცდილ მარკ ვან ბომელს (მილანი) მიენდობა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელებმა გერმანელების დამარცხება ბოლოს 2002 წელს შეძლეს, როცა გელზენკირხენში 3:1 მოიგეს. გერმანიას კი, ევროპის 1988 წლის ჩემპიონი 1996 წლის (1:0 როტერდამში) აღარ დაუმარცხებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა