ნიცაში ოლიმპიურ ჩემპიონ, ანრი დეგლანის ხსოვნის ტრადიციული მემორიალი გაიმართება, რომელშიც ჩვენგან მხოლოდ ბერძენ-რომაელები გამოვლენ
25-26 ნოემბერს ფრანგულ ნიცაში გაიმართება ოლიმპიურ ჩემპიონ, ანრი დეგლანის ხსოვნის ტრადიციული მემორიალი, რომელიც ჭიდაობის სამივე ოლიმპიურ დისციპლინაში - ქალებში, ბერძნულ-რომაულ და "თავისუფლად" მოჭიდავე ვაჟებში გაიმართება, თუმცა ჩვენგან მხოლოდ ბერძენ-რომაელები გამოვლენ.

ბეგი დარჩიამ დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენიმე მოჭიდავის საკითხი. მათ შორის - ევროპის ორგზის, მსოფლიოს ჩემპიონისა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან რამაზ ნოზაძისაც (96).

გადაწყვეტილია, რომ ნიცაში ჩვენგან ნამდვილად გამოვლენ ჯემალ ხარაბაძე (60), მუხრან მაჭუტაძე (66), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), რევაზ ნადარეიშვილი (84) და სანდრო დიხამინჯია (96). ნოზაძის გარდა, ჯერჯერობით განხილვის პროცესშია ირაკლი საჯაიასა (96) და შოთა გოგისვანიძის (120) წაყვანა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ გოგისვანიძეს წელი აწუხებს და მისი საკითხი საეჭვო ამიტომ გახდა, საჯაია ჯანმრთელად კია, წლეულს საკმაოდ კარგი სეზონიც ჩაატარა და მსოფლიოს სადებიუტო ჩემპიონატზე წაგების მიუხედავად მის გამოცდაზე უარზე არ არიან, მაგრამ აქ საქმეში ფინანსები ჩაერია - თანხა 7 კაცზეა გამოყოფილი.

გასაგებია, რომ მწვრთნელებს ნოზაძის გამოცდაც აინტერესებთ და ამიტომაც ელოდებიან მოვლენათა განვითარებას - დაინახავენ თუ არა მასში ლიცენზიისთვის საბრძოლველად საჭირო პოტენციალს, ექნება თუ არა წარმატებით ჭიდაობის შანსი... თუ ნოზაძემ მწვრთნელთა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და ვერც გოგისვანიძემ მოირჩინა ტრავმა, მაშინ საჯაიას წაიყვანენ. ეს ამბავი უახლოეს დღეებშივე უნდა გადაწყდეს, რადგან 16 ნოემბერს ბილეთები უნდა აიღონ.

როგორც ვხედავთ, დარჩიამ ახალგაზრდებისა და ძირითადი ნაკრების სათადარიგოთაგან სინთეზური ნაკრები შეარჩია, რაც ახალგაზრდებისთვის გამოცდილების მიღების ჩინებული შანსია. მით უფრო, ნიცას ტურნირი ერთ-ერთი პრესტიჟულია ჭიდაობის სამყაროში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდებიდან ნადარეიშვილი და დიხამინჯია თავიანთ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონები არიან, დათუნაშვილმა და დიხამინჯიამ კი ახალგაზრდულში ზუსტად ერთნაირი შედეგი აჩვენეს - მსოფლიოზე ვერცხლი მოიპოვეს, ევროპაზე - ბრინჯაო.

იმ დროს, როცა ეს ახალგაზრდები ნიცაში იჭიდავებენ, ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი მინსკში იასპარეზებს ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალზე. იქ ჩვენები ასეთი შემადგენლობით გამოვლენ: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), არჩილ თურმანიძე (66), მანუჩარ ცხადაია, მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), სერგო გოგისვანიძე (120). დარჩიას ორი სათადარიგო მონაწილის წაყვანა შეუძლია, თუმცა მხოლოდ ერთი მიჰყავს - კვირკველია, რომელსაც საჭიროებისამებრ იქ გამოიყენებს, სადაც დასჭირდება - 74-ში, 84... ეს გუნდური ტურნირია, რომელიც ერთ დღეში ტარდება - 26 ნოემბერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა