ქართველი მწვრთნელები ჰოლანდიიდან დაბრუნდენ, სადაც 7-11 ნოემბერს უეფას Study Group-ის ეგიდით მორიგი სემინარი გაიმართა
ქართველი მწვრთნელები ჰოლანდიიდან დაბრუნდენ, სადაც 7-11 ნოემბერს უეფას Study Group -ის ეგიდით მორიგი სემინარი გაიმართა.

საქართველოდან ჰოლანდიაში ათი სპეციალისტი მიავლენეს, საიდანაც ცხრა ჩვენი უმაღლესი ლიგის კლუბებს წარმოადგენდა (ზოგ კლუბს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავდა გაგზავნილი), ერთი მათგანი კი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გელა შეყილაძე იყო. ქართულ დელეგაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილების მენეჯერი ვარლამ დარსაძე ხელმძღვანელობდა.

დროის სიმცირის მიუხედავად, ქართველმა მწვრთნელებმა საკმაოდ ინტენსიური პროგრამა გაიარეს. ისინი ამსტერდამის მახლობლად ცხოვრობდნენ და ყოველდღიურად ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობდნენ. სემინარზე დრო ძირითადად თეორიულ მეცადინეობებს დაეთმო, მაგრამ საკმაო ყურადღება ექცეოდა პრაქტიკასაც.

ქართველი მწვრთნელები ჰოლანდიელი კოლეგების ვარჯიშებს დაესწრნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ისინი "უტრეხტისა" და "ვოლენდამის" ბაზებზე იმყოფებოდნენ და იქაური კოლეგების სამწვრთნელო მეთოდებს დააკვირდნენ. ქართველებთან ერთად, Study Group-ის ამ ნაკადში რუსი და ბულგარელი მწვრთნელები მოხვდნენ.

Study Group-ის ამ ნაკადში ქართველებთან ერთად რუსი და ბულგარელი მწვრთნელებიც იყვნენ.

რაც მთავარია, ქართული დელეგაცია გაეცნო A და PRO ლიცენზიის მასალებს - ბუნებრივია, იმ დოზით, რისი ათვისებაც დროის ამ მცირე მონაკვეთში იყო შესაძლებელი.

"ამ ვიზიტით ყველანი კმაყოფილები ვართ. ქართველი მწვრთნელები საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას მომავალშიც გააგრძელებენ და ეს პროცესი ჩვენი სპეციალისტების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს", - გვითხრა ვაკო დარსაძემ.

მისგანვე შევიტყვეთ ისიც, რომ სავარაუდოდ, იანვარში ქართველ მწვრთნელთა ახალი დელეგაცია უკვე ესპანეთში გაემგზავრება, სადაც სემინარის მთავარი თემა მასობრივი ფეხბურთი იქნება.

საქართველოში A ლიცენზიის კურსები მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება, რასაც მალევე მოჰყვება PRO ლიცენზიის სემინარებიც, რაც საქართველოში პირველად მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა