კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2011 წელს ჩატარებული ეროვნული გუნდის ყველა მატჩი - ამხანაგურიც და ოფიციალურიც
მოლდოვასთან საშინაო გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა "საფეხბურთო წელიწადი" დაასრულა. მომდევნო ოფიციალურ მატჩებამდე თითქმის წელიწადია დარჩენილი - 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს მომავალი წლის სექტემბერში ვიწყებთ ორი საშინაო შეხვედრით (ბელარუსთან და ესპანეთთან).

თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩვენ ეროვნულ ნაკრებს სპარინგპარტნიორების გარეშე არ დატოვებს - 2012 წლის სექტემბრამდე, სულ მცირე, სამი-ოთხი ამხანაგური მატჩი რომ აუცილებელია, ვფიქრობთ, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამხანაგურ შეხვედრებში უნდა მიეცეს შანსი ყველა იმ პოტენციურ კანდიდატს, ვისაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია გააჩნია;

სწორედ ისე, როგორც მოლდოვასთან ახლახან ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში იყო: საქართველოს ნაკრები ხომ, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა და ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ თემურ ქეცბაიას მიერ ბოძებული შანსი ყველა ფეხბურთელმა ერთნაირად როდი გამოიყენა.

ისევ გასულ "საფეხბურთო წელიწადს" დავუბრუნდეთ, ჩვენმა ნაკრებმა უარყოფითი ბალანსით რომ დაამთავრა: ჩავატარეთ 9 მატჩი, 3 მოვიგეთ, 1 ფრედ დავასრულეთ და 5 წავაგეთ (ბურთების სხვაობა: 8-9). რა თქმა უნდა, წინა წელთან შედარებით მცირე კი არა, საგრძნობი რეგრესი გვქონდა: შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად შეძლო და არც ერთი მატჩი არ წააგო (8 მატჩი, 3 მოგება და 5 ფრე, ბურთების სხვაობა: 6-4). მთლიანობაში კი, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე ნაკრებს მაინც დადებითი ბალანსი აქვს: 2010 წლის 3 მარტიდან დღემდე ჩვენმა უპირველესმა გუნდმა 17 მატჩი ჩაატარა და აქედან 6 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 5 წააგო (ბურთების შეფარდებაც დადებითი გვაქვს: 14-13).

ამ მხრივ შედარებაც კი არ შეიძლება თემურ ქეცბაიასა და მის წინამორბედს შორის: არგენტინელი სპეციალისტის, ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი გამარჯვება (ისიც, ამხანაგურ შეხვედრაში) მოიპოვა!

მოკლედ, მართლაც კარგია, რომ ბოლო ორი წელიწადი გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაგრამ გულიც გვწყდება ზოგიერთი წლევანდელი მატჩის გახსენებისას (რა თქმა უნდა, ოფიციალურ შეხვედრებს ვგულისხმობთ): შესარჩევი ციკლის ნახევარი ხომ ისე ჩავატარეთ, ლამის ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ვიქეცით. სამწუხაროდ, მომდევნო ხუთი მატჩი მართლაც კოშმარად გვექცა და საბოლოოდ, ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დავიკავეთ.

ახლა კი, 2011 წელს ჩატარებული საქართველოს ნაკრების ყველა მატჩიც (ამხანაგური და ოფიციალურიც) გავიხსენოთ.

წლეულს პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა კვიპროსზე, სომხების წინააღმდეგ ჩაატარა. ეს მატჩი თემურ ქეცბაიას გუნდისათვის იმითაც უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, რომ მომდევნო დაპირისპირება (თვენახევარში რომ უნდა ჩატარებულიყო), უკვე ოფიციალური იყო და თბილისში ხორვატებისათვის უნდა გვემასპინძლა.

სწორედ ამის გამოც იყო, რომ სომხეთთან ამხანაგურ მატჩში ჩვენი ნაკრების თავკაცმა, იმ დროისათვის, ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა. ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ მალხაზ ასათიანი გახლდათ - ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი იმ დროსაც უკლუბოდ იყო და მართლაც ძალზედ საწყენია, რომ მისი უქმობა დღესდღეობითაც გრძელდება.

ოპტიმალურ შემადგენლობაზე ყურადღებას კი შეგნებულად ვამახვილებთ: სომხეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ბოლო ამხანაგური მატჩი სლოვენიასთან ჰქონდა ჩატარებული (2010 წლის 17 ნოემბერს), სადაც ნახევრად-ექსპერიმენტული შემადგენლობით ვიასპარეზეთ. თუმცა, ისევ სომხეთთან დაპირისპირებას დავუბრუნდეთ, რომლის შედეგმა ქართველი გულშემატკივარი კი გაახარა (წაუგებელი სერია ცხრამდე "ავიდა"), მაგრამ ჩვენი ნაკრების ასპარეზობამ მაინც გაორებული შთაბეჭდილება დატოვა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლიმასოლში ჩვენმა გუნდმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა: შეხვედრის პირველმა ნახევარმა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით ჩაიარა, მეორეში კი მეტოქემ პირწმინდად დაგვჯაბნა! თუმცა, ჯობს თანმიმდევრულად მივყვეთ და, უპირველეს ყოვლისა, ის გვინდა აღვნიშნოთ, თუ როგორ აჯობეს ქართველმა ფეხბურთელებმა პრინციპულ მოწინააღმდეგეს.

ოსტატობასა თუ კლასში! ოღონდ, ეს ყველაფერი მხოლოდ პირველ ტაიმში ვნახეთ, როცა მეტოქის კარში ორივე გოლი ჩვენი ფეხბურთელების მიერ შესრულებული ეფექტური კომბინაციების შედეგად გავიდა.

ჯერ იყო დ ნაკრების "სტაჟიანმა წევრებმა" გაილაღეს და "ვეტერანთა გოლიც" ვიხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილმა მოედნის ცენტრში ოსტატური პაუზა გააკეთა, მერე კი დროულად გახსნილ ლევან კობიაშვილსაც არ დაუგვიანია ზუსტი გადაცემა; ამას კი "კობის" არანაკლებ ზუსტი და ოსტატური პასი მოჰყვა და მეტოქის მეკარესთან ხისტი ორთაბრძოლის მიუხედავად, ალექსანდრე იაშვილმა მაინც შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა.

ამ გოლიდან 12 წუთი იყო გასული, ჩვენების მორიგი მრავალსვლიანი კომბინაცია კვლავაც ზუსტი დარტყმით რომ დამთავრდა: შეტევა იაშვილმა წამოიწყო, მერე ჯანო ანანიძემ გააგრძელა და მისგან ყველა რომ კარის გასწვრივ გამჭოლ გადაცემას ელოდა, ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში მყოფ კობიაშვილს გადააწოდა; ეს უკანასკნელი მეტოქის კარისკენ ბურთს "ერთი შეხებით" გზავნიდა, მაგრამ თავდაპირველად სომხეთის ნაკრების მცველმა სიტუაცია, თითქოსდა, განმუხტა, მაგრამ დავით სირაძემ მერამდენედ დაამტკიცა, რომ "დროული" და "საჭირო" გოლების დიდოსტატია!.. (იხილეთ ვიდეო)

პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობის შემდეგ, ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოვიდგენდით მოვლენების ისეთ განვითარებას, როცა მეტოქემ თამაშის ყველა კომპონენტში პირწმინდად დაგვჩაგრა! ამის მიზეზი, შესაძლოა, პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ მე-80 წუთამდე სომხები, რასაც და როგორც უნდოდათ, მოედანზე იმას აკეთებდნენ.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრების სათამაშო დისციპლინა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, რგოლებს შორის ყველანაირი კავშირიც გაწყვეტილი იყო და კიდევ კარგი, სომხებიც სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და შეცვლაზე შემოსული ნუკრი რევიშვილიც თამაშობდა უშეცდომოდ, თორემ ორბურთიან უპირატესობას ვერ შევინარჩუნებდით!

ყველაზე "უცნაური" კი ის იყო, რომ შეცვლაზე შემოსულმა ზოგიერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენის შანსი ვერ გამოიყენა, არადა, ველოდით, რომ სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ საკმარისზე მეტად მოტივირებულნი, მაგრამ...

მხოლოდ მატჩის ბოლო ათი წუთი იყო, ჩვენები გააქტიურდნენ და ესეც ჯანო ანანიძის დამსახურებით, ორჯერ რომ თამაში გაამწვავა; ჰოდა, ჯერ კიდევ მაშინ, სომხეთთან მატჩის მერე ვწერდით, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგისა და წაუგებელი სერიის გაგრძელების მიუხედავად, იმ შეხვედრამ არაერთი "კითხვის ნიშანი" დაგვიტოვა;

უპირველეს ყოვლისა კი იმას აღვნიშნავდით, რომ სომხეთთან მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვაყენა მწარე რეალობის წინაშე: ქართულ ფეხბურთში კვალიფიციური შემსრულებლების და საერთოდ, ადამიანური რესურსის დეფიციტს ვგულისხმობდით. თანაც, თვენახევარში ხომ ხორვატებთან სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდა...

(გაგრძელება იქნება)

ამხანაგური მატჩი

09. 02. ლიმასოლი. "ცირიონი". 300 მაყურებელი

სომხეთი-საქართველო 1:2

0:1 იაშვილი (22, კობიაშვილის პასით), 0:2 სირაძე (34), 1:2 მანუჩარიანი (67, პენალტით).

სომხეთი: კასპაროვი (46. ს. კაზარიანი) - ოვსეფიანი, მკოიანი, არაქელიანი (46. იუზბაშიანი), აირაპეტიანი - არტაკ ედიგარიანი, მხითარიანი - მალაქიანი, პიზელი, გ. კაზარიანი - მანუჩარიანი (84. ალექსანიანი)

სათადარიგო: არტურ ედიგარიანი

საქართველო: ლორია (46. რევიშვილი) - სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე (46. ამისულაშვილი), კობიაშვილი (46. კვირკველია) - დაუშვილი, ხიზანიშვილი (57. კაკუბავა) - იაშვილი (50. მერებაშვილი), ანანიძე, გოგუა (46. ვაწაძე) - სირაძე

სათადარიგოები: კანკავა, გ. კაშია

გაფრთხილება: ხუბუტია (31), კვირკველია (62), მანუჩარიანი (80), რევიშვილი (80), მხითარიანი (86)

არბიტრი: ი. ანასტასიუ (კვიპროსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tokia
messi kiara jer iseti chempionati da stadionebi gvaq saqoneli ar sheva (alaxi arari da....)meore kide icodet ro messi da maradonebi da ronaldinioebi yanashi ar izrdebian stadioni unda sheuqmna da pirobebi momindomes ra messi vin messi axalgazrdulma yvelam icis rogor waago da sul patarebma 9:0 ra messi
daviti
Jigaro,რა ქნას ქეცბაიამ,არ ყავს ფეხბურთელები და როგორ მოუგოს ისეთ "ბობოლა" საფეხბურთო ქვეყნებს როგორიც-სომხეთი,მალტა და ლატვიაა.ესენი რომ დაამარცხო 3-4 მესი ხომ მაინც უნდა ყავდეს მწვრთნელს.მეორე ტაიმებში რას ერჩი ჩვენს გუნდს,ხომ მოუგეს სახლში მალტას ბოლო წამებზე გატანილი გოლით?ან ხორვატიასთან განა ბოლო წუთებზე არ დავარტყით ერთადერთხელ და შედეგიანად?ან რა უნდა უთხრას შესვენებაზე ბიჭებს,ტაქტიკის გაგებაში ეგ არ ყოფილა,ერთი დედის გინება და ყვირილი ცოდნია და შესვენებაზე რო აგინოს ფეხბურთელებს და მერე ამათმა რომ მოიგონ შეიძლება მოთხოვონ რატო გვაგინებდიო და არი ალბათ ჩუმად შესვენებაზე:DDD ბატონო გია გთხოვთ მოიძიოთ და გვითხრად რამდენი ხნის დარჩენილი იყო ასათიანი უკლუბოთ სათამაშო პრაკტიკის გარეშე,ქეცბაიამ,უთამაშებლობის საბაბით რომ არ მოიწვია ნაკრებში და რამდენი ხანია არ თამაშობს დაუშვილი კლუბში(არც ვარჯიშობს ძირითად გუნდთან ერთად)ყველა თამაშში რომ იწვევს და რაა ამის მიზეზი იქნებ კითხოთ მის აღმატებულესობა ქეცბაიას.იმედს ვიტოვებ გვიპასუხებს და არ გაგვიბრაზდება:DDD
Jigaro
ისევ ფეხბურთელება დაბრალდა მეორე ტაიმიში ცუდი თამაში...ეგება გაგვახსენოთ,მალტის გარდა რომელ თამაშში მოიგო გუნდმა მერე ტაიმი. მწვრთნელის ხელი გუნდს ზუსტად მეორე ტაიმში უნდა დაეტყოს, რომ მოგებული არ წააგოს და წაგებული შემოატრიალო. სად მოახერხა ეს ქეცბაიამ?
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!