"აიასა" და "არმიას" დაპირისპირება წლეულს ნამდვილ ბეტსელერად იქცა, ეს გუნდები ჩემპიონატსა და თასზე ერთმანეთს ზედიზედ მეოთხედ შეხვდნენ
აია-არმია 12:18

აია: (15-9) ძნელაძე, გოგლიჩიძე (აბრამიძე 51), კუხიანიძე, ზვიადაძე, ფრუიძე, სინაურიძე (შარვაშიძე 68), ხამაშურიძე. (1-8) ჟვანია (ლომიძე72), მატკავა, ჩხიკვაძე (ლომიძე 27, გურეშიძე 51), შალამბერიძე, ჩიტეიშვილი, რევიშვილი, მარდალეიშვილი (დგებუაძე 51), თხელიძე.

4ს: სინაურიძე (4)

არმია: (15-9) შკინინი, ტუჩაშვილი, გაბროშვილი, გაგოშვილი, ნუცუბიძე (ნინიძე55), ელიზბარაშვილი, სამხარაძე. (1-8) ბუჯიაშვილი, თავართქილაძე, თხილაშვილი (დარასელია72), ცხადაძე (ბიწაძე 57), ჟღენტი (კალმახელიძე58), დონაძე, ბრეგვაძე, ქორიძე (70.კაკოვინი)

2ლ: ნუცუბიძე, გაგოშვილი. 1გ: ნუცუბიძე. 2ს: ელიზბარაშვილი (2)

სინბინი: კვარაცხელია

მსაჯი: მ. ჩაჩუა

"აიასა" და "არმიას" დაპირისპირება წლეულს ნამდვილ ბეტსელერად იქცა. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჩემპიონატსა და თასზე ზედიზედ მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. წინა სამი პაექრობა თბილისელების გამარჯვებით დასრულდა. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ არმიელებმა ქუთათურები სულაც ჩემპიონატის ფინალში დაამარცხეს და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვეს.

"აია" რევანშისთვის იყო განწყობილი და ამის შანსი თასის ნახევარფინალურ მატჩში ეძლეოდა. მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ ტრავმების გამო მასპინძლები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ ირაკლი გიორგაძე, ბაკურ გოშაძე, ლევან გოგია, თორნიკე ძაგნიძე, ერეკლე მეტრეველი და ირაკლი ჩხიკვაძე მოისაკლისეს. მწვრთნელები იძულებული გახდნენ მორაგბეები ახალგაზრდული გუნდიდან დაემატებინათ.

მიუხედავად ამისა, შეხვედრა საინტერესო და დრამატული გამოდგა. მატჩის სცენარი ამ გუნდების წინა დაპირისპირებების იდენტური იყო. პირველ ტაიმში უპირატესობას "აია" ფლობდა, ქუთაისელთა მორკინალები კარგად ირჯებოდნენ და მასპინძლებიც ძირითადად ძალისმიერი თამაშით ცდილობდნენ ფონს გასვლას. პირველ ტაიმში ხაზის მოთამაშეებიც არ გამოიყურებოდნენ ცუდად.

"აია" ბევრს უტევდა, რამდენჯერმე მეტოქის ჩათვლის მოედანსაც მიუახლოვდა, მაგრამ ვერ იხეირა. ხაზის გაჭრა რომ ვერ მოახერხეს, ქუთათურებმა ტაქტიკა შეცვალეს და მეტოქეს რამდენჯერმე დაჯარიმებაც აიძულეს. გაგა სინაურიძემ ზედიზედ ორი საჯარიმო ზუსტად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა - 6:0 გიორგი ელიზბარაშვილს შესვენებამდე ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ თითქმის მოედნის ცენტრიდან დარტყმულმა მისმა საჯარიმომ მიზანს არ უწია.

პირველ ტაიმში იყო ერთი სადაო ეპიზოდი, რომელმაც მასპინძლების უკმაყოფილება გამოიწვია. ქუთათურებს საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ამოჰქონდათ ბურთი, როცა მათი განივი გადაცემა ერთ-ერთმა არმიელმა წესების დარღვევით ჩაჭრა. მასპინძლები მეტოქის გასინბინებას ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა ისინი "დააიმედა" - მეორე შემთხვევაში გავაძევებო(?!).

შესვენების შემდეგ არმიელთა პირველივე შეტევას ლელო მოჰყვა. ბიძინა სამხარაძემ ფეხით წინ გადაჰკიდა ბურთი, რომელიც რატი ნუცუბიძემ დაიჭირა, ქუთათურებს დაუსხლტა და მარჯვენა უკიდურეს ხაზთან დაამიწა. ელიზბარაშვილმა მახვილი კუთხიდან ვერ გადრასახა - 6:5

"აია" კვლავ განაგრძობდა შეტევებს, ძირითათადად ისევ მორკინალების ხარჯზე. სინაურიძემ ჯარიმით ანგარიშიც გაზარდა 9:5, მაგრამ ეს იყო ქუთაისელთა ბოლო წარმატება. 50-ე წუთზე გიგა გაგოშვილმა მასპინძლებს ბურთი ჩაუჭრა, ხაზი გაარღვია და ლელომდე შეუჩერებლივ ირბინა, ამას ნუცუბიძის ზუსტი გარდასახვა დაემატა და "არმია" დაწინაურდა - 12:9.

მოულოდნელმა ლელომ ქუთათურები დააბნია, რითაც კარგად ისარგებლეს სტუმრებმა და ელიზბარაშვილის საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს - 15:9. ბოლო წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. სინაურიძემ საჯარიმო გაიტანა და მასპინძლებმა მატჩის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს. ისინი ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ თბილისელები დაცვაში კარგად იდგნენ და ქუთაისელთა მრავალფაზიან შეტევებსაც უშეცდომოდ უმკლავდებოდნენ.

ამასობაში ელიზბარაშვილმა საჯარიმოთი კვლავ გაზარდა სხვაობა - 12:18 და "აიას" მოსაგებად უკვე ლელო და გარდასახვა სჭირდებოდა. ქუთათურებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს, საჯარიმოს დარტყმაზე უარი თქვეს და ხელადეხელ შეუტიეს, მაგრამ არმიელებმა ბოლო იერიშის მოგერიებაც შეძლეს და მეორე ნახევარფინალური მატჩის წინ 6 ქულიანი უპირატესობა დაიბევეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

FIRA AER-მა "ბორჯღალოსნების" სამი შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა
"არმიას" დუბლი პირველივე ცდაზე
"არმიის" მორაგბეებმა დუბლი გაიფორმეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა