"პარი სენ-ჟერმენმა" ვეტერან თავდამსხმელს პეგი ლუინდულას ურჩობისთვის განუსაზღვრელი ვადით დისკვალიფიკაცია მიუსაჯა
"პარი სენ-ჟერმენმა" ვეტერან თავდამსხმელს პეგი ლუინდულას ურჩობისთვის განუსაზღვრელი ვადით დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, - გვამცნობს პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

აი, რა წერია ამ განცხადებაში: "მისმა ქმედებებმა კლუბი აიძულა, რომ მკვეთრ ნაბიჯებზე წასულიყო და მის წინააღმდეგ დისციპლინური ტიპის სანქციებისთვის მიემართა. ლუინდულას უკვე ეცნობა, რომ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება აღარ ექნება.

მის შემდგომ ბედს სპეციალურად მოწვეული კრება გადაწყვეტს". კონკრეტულად რა სახის ქმედებებზეა ლაპარაკი, ამას პსჟ არ იუწყება.

ლუინდულას კონტრაქტს ვადა 201012 წლის ივნისში ეწურება, მაგრამ ფეხბურთელს იქამდე უქმად ჯდომა არ სურს. ის ლეონარდოსგან "ევიანში" ტრანსფერს ითხოვს. ლიგა 1-ის აუტსაიდერს გამოცდილი ფეხბურთელის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

ლეონარდომ უარყო ხმები, თითქოს დევიდ ბექჰემს პსჟ-ში გადასვლის სანაცვლოდ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ჰპირდებიან: "თამაში ყველას უნდა, მაგრამ მინდორზე გავა მხოლოდ ის, რომ ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთეს ფორმაში იქნება. ეს ფეხბურთში დიდი ხნის დაწერილი წესია და ის ბექჰემსაც სხვებივით ეხება. დევიდი თხემით ტერფამდე პროფესიონალია და კონტრაქტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ ასეთ პირობას არასოდეს წამოგვიყენებდა. და საერთოდ ფეხბურთში რა გარანტიებზეა ლაპარაკი?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე