ჯამში 9 შესაძლებელიდან ქართველმა სუმოისტებმა ერთადერთი ორთაბრძოლის მოგება შეძლეს, ეს კიუშუს ბაშოს მეორე დღეს თეიმურაზ ჯუღელმა მოახერხა
ცუდი, ძალიან ცუდი დასაწყისი - ჯამში 9 შესაძლებელიდან ქართველმა სუმოისტებმა ერთადერთი ორთაბრძოლის მოგება შეძლეს, ეს კიუშუს ბაშოს მეორე დღეს თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მოახერხა. გუშინ სამივე ჩვენებური დამარცხდა.

ქართველთაგან ყველაზე მაღალი რანგის რიკიში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ გასაჭირშია - მას სულ დარჩეულ რიკიშებთან უწევს ასპარეზობა, მაგრამ თავისი უდისციპლინობით და კლუბის ხელმძღვანელის მეტისმეტად მკაცრი განაჩენის გამო, უვარჯიშებელია.

გუშინ მან ზედიზედ მესამე ოძეკისთან წააგო ბულგარელ გოლიათ კოტოოშუსთან. დღეს კი სუმოს სამყაროში ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ელის - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელსაც ფორმის პიკზე მყოფიც კი ვერასდროს უგებდა.

გაგამარუმ სეკივაკე კაკურიუსთან წააგო. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება 199-კილოიანმა სუმოისტმა ოშიდაშით წააგოს (პირდაპირი, რიტმული მიწოლით), მაგრამ ფაქტია - ქართველმა ზუსტად ასე დათმო ორთაბრძოლა. დღეს გაგამარუ მე-5 მაეგაშირა იოშიკაძეს გაეჯიბრება.

სამივე ბრძოლა წააგო კოკაიმ (ლევან ცაგურია). "შავი ზღვა" დღეს მე-11 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის გაეჯიბრება.

III დღე: ჰაკუჰო-გოეიდო (უვატენაგე), კოტოოშუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (ცუკიოტოში), ოკინოუმი-ბარუტო (იორიკირი), კიოკუტენჰო-ჰარუმაფუჯი (კიმეტაოში), კისენოსატო-ტოიონოშიმა (ცუკიდაში), კაკურიუ-გაგამარუ (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-არანი (იორიკირი), ტოჩიოძანი-იოშიკაძე (ოშიდაში), ამინიშიკი-კიტატაიკი (ჰიკიოტოში), ტაკეკაძე-მიაბიამა (ოკურიტაოში), ტაკაიასუ-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ვაკანოსატო-კოკაი (უვატენაგე), ვაკაკოიუ-ფუჯიაზუმა (ჰიკიოტოში), ტამავაში-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), მიოგირიუ-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), დაიდო-ასასეკირიუ (კატასუკაში), საგაცუკასა-კაისეი (ოშიდაში), შოჰოზანი-ცურუგიდაკე (ცუკიდაში), სადანოფუჯი-კიმურაიამა (ცუკიდაში), ბუშუიამა-აოიამა (ჰიკიოტოში).

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-კიოკუტენჰო, ბარუტო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-არანი, კოტოოშუ-ოკინოუმი, კაკურიუ-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ჰომაშო, გაგამარუ-იოშიკაძე, ტოჩიოძანი-ამინიშიკი, ტოჩინოვაკა-მიაბიამა, კოკაი-ტოიოჰიბიკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა