ესპანეთმა შვეიცარიას 3:0 სძლია, ხორვატებმა კი ესტონელი ახალგაზრდები 4:0 გაანადგურეს და ცხრილში გადაგვისწრეს
ესპანეთი-შვეიცარია 3:0

გოლები: 1:0 მუნიაინი (8), 2:0 ალკანტარა (26. პენ.), 3:0 ბარტრა (45)

ხორვატია-ესტონეთი 4:0

გოლები: 1:0 ჩოპი (14), 2:0 ვუკუშიჩი (42), 3:0 ადემი (75), 4:0 ვუკუშიჩი (81)

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გრძელდება და თანდათან მცირდება იმ გუნდების რაოდენობა, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის ბოლო, ისიც თეორიული შანსი რამდენიმე დღის წინ შვეიცარიაში განადგურებით დაკარგა, 14 ნოემბერს კი ჩვენი ახალგაზრდული ისვენებდა და მეტოქეებმა ითამაშეს, რის შედეგადაც სოსო ჭედიას გუნდი ჯგუფის სატურნირო ცხრილში მესამედან მეოთხე საფეხურზე დაეშვა.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთისთვის დიდი წინააღმდეგობის გამწევი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი შვეიცარია იყო, მაგრამ მათმა შეხვედრამ ამ ორი გუნდის კლასს შორის სხვაობა ნათლად წარმოაჩინა.

ესპანელებმა სტუმრები უშანსოდ პირველივე ტაიმში დატოვეს, სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და მატჩის მეორე ნახევარი ფორმალობად აქციეს. მოკლედ, ეს შვეიცარია სულაც არ აღმოჩნდა იმ დონის გუნდი, მასთან ორ მატჩში თუნდაც ქულა ვერ აგვეღო.

მეორე წყვილში რა შედეგიც უნდა დაფიქსირებულიყო, ერთ-ერთი გუნდი მაინც გადაგვისწრებდა და ეს ხორვატებმა შეძლეს. ივო შუშაკის გუნდმა, რომელმაც მიმდინარე შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრებთან საშინაო მარცხით დაიწყო, ციკლში მეორედ გაიმარჯვა, ესტონელები კი, მართალია, უქულოდ არ არიან, მაგრამ ოთხ შეხვედრაში ერთხელაც არ გაუტანიათ.

იმედია, ბალტიისპირელები ნავსს მაინცდამაინც საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში არ გატეხენ. ჩვენებს უახლოესი მატჩი სწორედ ესტონეთთან უწევთ - სტუმრად, მომავალი წლის 5 ივნისს.

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 5 0 0 20-2 15

2. შვეიცარია 5 3 1 1 10-3 10

3. ხორვატია 5 2 0 3 5-7 6

4. საქართველო 5 1 0 4 3-15 3

5. ესტონეთი 4 0 1 3 0-11 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა