ინგლისის ნაკრების 30 წლის კაპიტანი, ჯონ ტერი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდს კვლავ თვითონ გაუძღვება
ინგლისის ნაკრების 30 წლის კაპიტანი, ჯონ ტერი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდს კვლავ თვითონ გაუძღვება. ამ უკომპრომისო ბუნების ადამიანს შვედეთთან გამარჯვება მორიგ ფსიქოლოგიურ სტიმულად მიაჩნია და აცხადებს, რომ ამიერიდან ინგლისელთა გუნდს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია თანაბრად თამაში.

მართლაც შესანიშნავი შედეგია: სამდღიან მონაკვეთში ჯერ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ესპანეთის, შემდეგ კი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე კერკეტი გუნდის, შვედეთის დამარცხება, რითაც მთავრდება 2011 წელი, რომლის განმავლობაში ინგლისის ნაკრებს ერთი თამაშიც არ წაუგია.

შვედებთან შეხვედრაში ტერიმ „უემბლიზე“ გუნდს 34-ედ უკაპიტნა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ჩელსის“ ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მოედანსმიღმა პრობლემების მიუხედავად სამკლავურს მას ვერავინ ჩამოართმევს. მან თქვა:

„უკან არასდროს დავიხევ. ნაკრების კაპიტნობაზე ოთხი-ხუთი წლის ბიჭი რომ ვიყავი და თამაშებს ტელევიზიით ვუყურებდი, იმ დროიდან ვოცნებობ. ამ სიმაღლეზე ამოსასვლელად ძალიან ბევრი ვიშრომე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კაპიტანი მე ვიქნები. ეროვნული გუნდის სამკლავურის ტარება საოცრად მეამაყება.

ფანები მთელი გულითა და სულით გვიჭერენ მხარს როგორც მე, ასევე სხვა ფეხბურთელებს. ჩვენ, მოთამაშეებიც ფრთაშესხმულები ვართ. ყველანი საუკეთესო შედეგებს ველით, რადგან ბოლო დროს საქმე ძალიან კარგად მიდის. მიხარია ამ დღეებში ორი შეხვედრიდან ორივე რომ მოვიგეთ.

განსაკუთრებით სასიხარულო ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვება იყო. აღმავლობა და ჩავარდნა ადრეც მინახავს. დღეს აღმავლობის პერიოდია და თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს განწყობა და ფორმა კიდევ ნახევარი წლით შევინარჩუნით, შესაძლოა ძალიან კარგი რამ მოხდეს. გულწრფელად გეტყვით, გუნდის წევრებს არასდროს შეგვრყევია რწმენა, რომ უძლიერესებს ტოლს არ ვუდებთ. ესპანეთთან თამაშმა, ვფიქრობ, ამაში ხალხიც დაარწმუნა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა