ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უეფას მიერ ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა
უეფამ ინგლისის ნაკრების თავდამსხმელ უეინ რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ კი საჩივარი შეიტანა. საქმეს 9 დეკემბერს განიხილავენ.

ინგლისელები მოწადინებულები არიან თავიანთი 26 წლის ვარსკვლავისთვის სასჯელი შეამცირებინონ. თუ ეს ვერ მოხერხდა, რუნი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფურ ეტაპს მთლიანად გამოსტოვებს.

9 დეკემბერი საინტერესო თარიღია, რადგან მანამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდება კენჭისყრა, რომელიც ევრო 2012-ის ჯგუფებს დაასახელებს. სხვა სიტყვებით, ამ დღეს უკვე ცნობილი იქნება რამდენად შეძლებს ინგლისი პლეი-ოფში მოხვედრას რუნის დახმარების გარეშე. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მოედნიდან ჩერნოგორიასთან შეხვედრაში მიოდრაგ ძუდოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისათვის გააძევეს და ასე სასტიკად სწორედ ამისათვის სჯიან. უეფას განცხადებაში წერია:

„ჩვენი ორგანიზაციის საჩივრების განყოფილება ინგლისელი თავდამსხმელის, უეინ რუნის საკითხს 9 დეკემბერს ნიონში განიხილავს. ეს იქნება გამოხმაურება 4 ნოემბერს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ შემოტანილ საჩივარზე. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია უეფას მიერ 13 ოქტომბერს გამოტანილ ვერდიქტს, სამმატჩიან დისკვალიფიკაციას აპროტესტებს“.

თავად ფეხბურთელმა ინგლისელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრობლემა, რომელშიც მან თავი გაჰყო, მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია:

„რასაკვირველია, რაც ხდება ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, მაგრამ ფაქტია, რომ დამნაშავე თავად ვარ და ვერავისთან ვიჩივლებ. ძუდოვიჩის წინააღმდეგ უხეშობას ვაღიარებ და ვნანობ. ცუდად რომ მოვიქეცი იმწუთასვე მივხვდი და ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ მკაცრ დასჯას არ ვიმსახურებდი. გული მწყდება სამი თამაში რომ უნდა გამოვტოვო. დისკვალიფიკაცია ერთი თამაშითაც რომ შემიმცირონ, ჩემთვის დიდი შეღავათი იქნება“.

ცნობისათვის: ასეთი განხილვა უეფას, ბუნებრივია, პირველად არ უწევს და ყოფილა შემთხვევები, როდესაც სააპელაციო კომისიას სწორედ ერთი თამაშით შეუმცირებია დისკვალიფიკაცია. მსგავს შემთხვევებში ფეხბურთელს მომავალში კარგად მოქცევას ავალებენ და აფრთხილებენ, რომ თუ ისევ იუხეშებს, ძალიან მკაცრად დასჯიან.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში კი რუსი ვარსკვლავი ანდრეი არშავინი გააძევეს მოედნიდან. ეს ანდორასთან მატჩის დროს მოხდა. მიზეზი არშავინის შემთხვევაშიც უხეშობა იყო. უეფამ მაშინ ფეხბურთელის ორი შეხვედრით დასჯა იკმარა და სწორედაც მოიქცა, რადგან მოედანზე დაბრუნებულმა არშავინმა ტურნირზე გაიბრწყინა და რუსეთის ნაკრები ნახევარფინალამდე მიიყვანა. ის რომ არა, ევრო 2008-ს ერთი ვარსკვლავი დააკლდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის