"ოლექსანდრიას" პრეზიდენტი ნიკოლაი ლავრენკო: "თარგამაძე ჩვენი კომერციული პროექტი არაა და ის გუნდს სჭირდება!"
რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "ოლექსანდრიას" შემტევი ფლანგელის დავით თარგამაძის "პორტოში" შესაძლო გადასვლის შესახებ ცნობები ვრცელდება. საუბარია ფეხბურთელსა და კლუბს შორის დადებულ წინასწარ კონტრაქტზე, რომლის თანახმად 22 წლის ქართველი პორტუგალიურ გრანდში მომავალი წლიდან, ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, გადაბარგდება.

და აი, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ალექსანდრიული კლუბის პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და გუნდს ის ძალიან სჭირდება.

"არ უარვყოფ, რომ დავითის მიმართ არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი ღირსეულად იქცევა და კლუბს გარეთ კონტაქტისთანავე უმალ საქმის კურსში მაყენებს. სწორედ აქედან ვიცი, რომ მისი გადაბირება "კარპატისა" და თბილისის "დინამოსაც" სურდათ.

რაც შეეხება დანარჩენ კლუბებს, რომლებსაც თითქოს თარგამაძის შეძენა სურთ, მათთან საქმე ფეხბურთელის აგენტებს აქვთ და ერთ-ერთი ასეთია "პორტოც". ზოგიერთი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, მე პირადად ძალიან მაკვირვებს.

მინდა აღვნიშნო, რომ თარგამაძე - საფეხბურთ კლუბ "ოლექსანდრიას" კომერციული პროექტი არაა. ჩვენ გვსურს, რომ დავითი სწორედ ჩვენ გუნდში თამაშობდეს და მას უკრაინის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

ყველა ეს ხმა, შესაძლოა, მაშინ გაჩნდა, როდესაც თარგამაძე ტრავმის გამო თამაშგარეთ აღმოჩნდა. თუმცა, ქართველი ლეგიონერი ამჟამად ჯანსაღადაა და მხოლოდ უკრაინის ჩემპიოანტში მოახლოებულ მატჩებზე ფიქრობს", - განაცხადა ნიკოლაი ლავრენკომ.

მომზადებულია ua-football.com-ის მიხედვით

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა