საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი მიიჩნევს, რომ მის მეგობარ ზინედინ ზიდანს შეუძლია კარგი მწვრთნელი დადგეს
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი მიიჩნევს, რომ მის მეგობარ ზინედინ ზიდანს შეუძლია კარგი მწვრთნელი დადგეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ზიდანს ეს საქმე მშვენივრად გამოუვა. მაგრამ მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ როცა ზიდანი ჰქვია, ის ყველა კლუბში ვერ იმუშავებს. საჭიროა, რომ გამოუცდელობის მიუხედავად ენდონ და გუნდი ჩააბარონ. როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო "ბორდოში," - განუცხადა ბლანმა "ეკიპს". შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზიზუ "რეალის" სპორტული დირექტორია, თუმცა ოქტომბრიდან მოყოლებული პარალელურად ლიმოჟში მოქმედ მწვრთნელთა აკადემიაში სწავლობს.

ლორან ბლანმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა კალათებში განაწილების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფრანგებთან ერთად ჯგუფში მოხვედრა არავის არ უნდა. "სამფეროვნები" მე-4 კალათაში მოხვდნენ (სანაკრებო კოეფიციენტების მიხედვით) და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ისინი ესპანეთთან (1-ლი კალათა), გერმანიასა (მე-2) და პორტუგალიასთან (მე-3) ერთად მოხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე.

კენჭისყრა 2 დეკემბერს კიევში გაიმართება. "ჩემს გუნდზე ერთადერთს ვიტყვი: ვალდებულნი ვართ, ტექნიკურად ცოტა უკეთესად ვითამაშოთ. რაც შეეხება განთესვას, რა თქმა უნდა არ ვიცი ვინ შეგვხვდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენთან ერთად მოხვედრა არავის გაუხარდება. მაგალითად გერმანელთა დელეგაციას ველაპარაკე, მათ გულწრფელად მითხრეს, რომ არ სურთ მოვლენათა ამგვარი განვითარება," - ამბობს ბლანი.

ფრანგებს უახლოესი თამაში 29 თებერვალს სწორედ გერმანელებთან აქვთ. შეხვედრას ბრემენი უმასპინძლებს. გამოცემა "ეკიპმა" გერმანია-ჰოლანდიის შეხვედრის (3:0) შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელს ურჩია, ამ თამაშამდე თავის ტკივილი წამალი მოიმარაგე, რადგან მეტოქე არ დაგინდობსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა