"ბაიერნის" ქომაგებისთვის სასიხარულო ის არის, რომ არიენ რობენმა სრული დატვირთვით ვარჯიში ისევ განაახლა
ჰოლანდიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, მთელი საფეხბურთო გერმანია შაბათს გასამართ შეხვედრაზე გადაერთო, რომელიც ბუნდესლიგის წლის მატჩადაა მონათლული: როგორც იცით, გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ბაიერნი" მიუნხენში დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

"გასულ სეზონში დორტმუნდელებმა მიუნხენში მოიგეს და დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც ძალიან კარგად ითამაშებენ. ოღონდ არ ვიცი, იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ "ბორუსიამ" იდეალურ ფორმაში მყოფი რეკორდმაისტერი ისევ გაამწაროს.

ფაქტია, რომ დორტმუნდელები აგრესიულები იქნებიან და მე მხოლოდ იმის წინასწარმეტყველება შემიძლია, რომ ძალიან საინტერესო მატჩი გველის," - თქვა გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა ჰოლანდიასთან 3:0-ზე მოგებული თამაშის შემდეგ.

"ბაიერნის" ქომაგებისთვის სასიხარულო ის არის, რომ არიენ რობენმა სრული დატვირთვით ვარჯიში ისევ განაახლა და თუ კვლავ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შაბათს რეკორდმაისტერის განაცხადში აუცილებლად იქნება. ჩვენი გერმანელი კოლეგები ახლა იმაზე მსჯელობენ, გაამწესებს თუ არა "ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი ჰოლანდიელ დრიბლიორს ძირითად შემადგენლობაში და იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ალბათ არა, რადგან რობენისთვის ეს სარისკოა.

სამაგიეროდ, "ბაიერნს" ნაღდად ვერ დაეხმარება ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელსაც ტრავმა აწუხებს. "გული მტკივა, რომ დორტმუნდთან ვერ ვითამაშებ, მაგრამ მჯერა, რომ "ბაიერნს" "ბორუსიას" დამარცხება უჩემოდაც შეუძლია," - ეს ბასტიანის სიტყვებია.

ლოგიკურად, "დორტმუნდს" "შალკეც" უნდა ქომაგობდეს, რადგან გელზენკირხენული კლუბიც "ბაიერნის" მდევარია, მაგრამ "ბორუსიას"

კაპიტან სებასტიან კელს ამაში ეჭვი ეპარება: "არა მგონია, რომ შალკელებმა ჩვენ გვიქომაგონ. ზოგადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან შარშანაც დავამტკიცეთ, "ბაიერნის" დამარცხება რომ შეგვიძლია," - აცხადებს BVB-ს 31 წლის კაპიტანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დორტმუნდის "ბორუსიასთვის" მნიშვნელოვანი მატჩები "ბაიერნთან" დაპირისპირებით არ მთავრდება - შაბათის შემდეგ, გერმანიის მოქმედ ჩემპიონს ჯერ გადამწყვეტი მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგაში (ლონდონში, არსენალთან), რომელშიც იურგენ კლოპის გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, მერე კი რურის დიდი დერბია, "შალკესთან"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა