ბაშო ვერ გვახარებს, ოთხი საბრძოლო დღის შემდეგ 12 შესაძლებელიდან 2 მოგება, ასეთია სამი ქართველი სუმოისტის შედეგი
წლის უკანასკნელი ბაშო ვერ გვახარებს - ოთხი საბრძოლო დღის შემდეგ 12 შესაძლებელიდან 2 მოგება, ასეთია სამი ქართველი სუმოისტის შედეგი.

ამჯერად, კოკაის (ლევან ცაგურია) გაუმართლა. 30 წლის "შავმა ზღვამ" ღონიერი ტოიოჰიბიკის იერიშის შეჩერება უვატენაგეს ილეთით შეძლო. სულ ეს იყო, რასაც ქართველებმა გუშინ მიაღწიეს.

ჯერაც ვერ მოუგია ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე). გუშინ ჩვენებური დიდ ჩემპიონს ხვდებოდა - მონღოლმა ჰაკუჰომ აუჩქარებლად შეძლო ქართველის მავაშის ორივე ხელით მოგდება და მისი დოჰიოდან გაყვანა. როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე - ტოჩინოშინი უშანსოდ იყო.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მესამე მარცხი იწვნია, მას ზუსტად 7 ხელის კვრა დასჭირდა 136-კილოიანი იოშიკაძის დოჰიოს კიდემდე მისაყვანად, მაგრამ იაპონელი ეშმაკურად გამოეცალა მას ბოლო წამს.

ბაშოს 4-4 მოგებით 5 რიკიში ლიდერობს, მათგან ერთი იოკოძუნაა (ჰაკუჰო), ერთიც ოძეკი (კოტოშოგიკუ), 2 სეკივაკე (კისენოსატო, კაკურიუ) და ერთიც რიგითი მაეგაშირა (ტაკეკაძე).

IV დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), გოეიდო-ბარუტო (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-არანი (ვატაშიკომი), კოტოოშუ-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-ტოიონოშიმი (იორიკირი), კისენოსატო-ჰომაშო (იორიკირი), იოშიკაძე-გაგამარუ (ჰიკიოტოში), ამინიშიკი-ტოჩიოძანი (ოშიდაში), მიაბიამა-ტოჩინოვაკა (ჰიკიოტოში), კიტატაიკი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტაკეკაძე-ვაკანოსატო (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ტაკაიასუ (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-საგაცუკასა (ოშიდაში), კოკაი-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე), მიოგირიუ-ტამავაში (იორიკირი), კაისეი-დაიდო (სუკუინაგე), აოიამა-ასასეკირიუ (იორიკირი), შოჰოზანი-ტაკარაფუჯი (სუკუინაგე), მასუნოიამა-სადანოფუჯი (სუკუინაგე), ცურუგიდაკე-კიმურაიამა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), კაკურიუ (სეკივაკე), ტაკეკაძე (მაეგაშირა 7)... 1-3: გაგამარუ (მ 3), კოკაი (მ 10)... 0-4: ტოჩინოშინი (მ 2).

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო, ბარუტო-ჰომაშო, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-არანი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-გოეიდო, კაკურიუ-ტოჩინოშინი, გაგამარუ-ამინიშიკი, ტოჩინოვაკა-იოშიკაძე, ტოჩიოძანი-მიაბიამა, კოკაი-ვაკაკოიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა