ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გია გუგავა: შავდათუაშვილსაც უნდა მოეგო და ღვინიაშვილსაც

გია გუგავა: შავდათუაშვილსაც უნდა მოეგო და ღვინიაშვილსაც

გთავაზობთ ინტერვიუს ძიუდოში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ კეიპტაუნში ჩატარებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა 3 ბრინჯაო მოიპოვა - გიორგი მესაბლიშვილმა (55), ლაშა შავდათუაშვილმა (66) და ბექა ღვინიაშვილმა (81).

გიორგი გუგავას ხელში ეს გუნდი პირველად დარჩა ოქროს მედლის გარეშე, თუმცა შედეგი მაინც არაა ცუდი. ამ ჩემპიონატზე ჭაბუკთა ნაკრების წევრების - ღვინიაშვილისა და გურამ თუშიშვილის (100) დებიუტიც შედგა.

იყო სხვა საინტერესო მომენტებიც, თუმცა რაც მთავარია, ნაკრებმა კვლავაც დამაიმედებელი ჭიდაობა აჩვენა. მათი ნაწილი გაისად უკვე ეროვნულ გუნდში გადავა, თუმცა უმეტესობა კვლავაც რჩება და გაიასადაც წარმატებით გამოსვლას გვპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიებზე გია გუგავა გვესაუბრება.

- აფრიკაში წასვლამდეც ვამბობდი, რომ გუნდში ისეთი გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავდა, როგორიც შარშან ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო, ან ცოტა უფრო ადრე - ვალერი ლიპარტელიანი. მართალია, ლაპარაკდნენ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილზე, მაგრამ მათსავით გამოკვეთილი არავინ გვყავდა. ამის მიუხედავად, ოქროს მოპოვების შანსი მაინც გვქონდა. თანაც ერთის კი არა, ორისაც!

შავდათუაშვილსაც უნდა მოეგო და ბექა ღვინიაშვილსაც. ის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, ისე სულელურად რომ არ წაეგო გერმანელ მაქს მუნსტერბერგთან. ამ წონაში ყველაზე ძლიერი ის გერმანელი იყო, რომელიც ნახევარფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით იაპონელთან დამარცხდა. ღვინიაშვილს მისთვის იოლად უნდა მოეგო თავისი საჭიდაო სტილიდან გამომდინარე. მეორე ფინალისტი ალბერტ კოსტოევი ისეთი არაფერი მოჭიდავეა და ღვინიაშვილს ჩემპიონობაც შეეძლო, ფინალში თუ გავიდოდა.

შეიძლება ითქვას, ოქროს მედლები ხელიდან გაგვივარდა. შავდათუაშვილთან ცოტა სხვანაირი მსაჯობა რომ ყოფილიყო, არ წააგებდა, მაგრამ მსაჯია და გააფრთხილა.

- ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო. თუ ელაპარაკეთ იმ არბიტრს, რითი ახსნა გადაწყვეტილება?

- არა, არც მივსულვარ და არც მილაპარაკია. უფრო მეტად პირველ გაფრთხილებაზე მწყდება გული, რასაც ლაშა არ იმსახურებდა. ბოლოს ორივე რომ გაეფრთხილებინა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ მხოლოდ ჩვენსას მისცა შიდო. არადა, ვერ ვიტყვით, რომ იმ ეპიზოდში კორეელი აქტიურობდა და ეს პასიურობდა.

მიმაჩნია, რომ მსაჯმა ერთხელ მაინც დაუმსახურებლად გააფრთხილა. საწყენია, შავდათუაშვილი ისე გამოვიდა შეხვედრიდან, დაღლილიც არ იყო, ბოლომდე ვერც დაიხარჯა. თუმცა მსაჯობაზე საყვედურს მაინც არ ვამბობ, ვინაიდან ამ შეხვედრის გარდა სხვებზე მათთან პრეტენზია არ მაქვს. არც ლერი ჭელიძის მოხსნაზე, რადგან მართლაც მოჰკიდა ხელი.

შეიძლებოდა, იმაზეც დაეხუჭათ თვალი და ორმა არბიტრმა კიდეც არ ამოიღო ხმა, მაგრამ მესამემ ფირი გადაახვევინა და მოხსნეს. ამაზე არც მიკამათია, თუმცა მჩატე წონებიდან ყველაზე კარგი წილისყრა ჭელიძეს ჰქონდა. მეგონა, ფინალში გავიდოდა, ამასაც სულელურად რომ არ წაეგო.

- სხვებს როგორ შეაფასებთ?

60-ში მარგველაშვილმა და გიუნაშვილმა მაქსიმუმი აჩვენეს - ფსიქოლოგიურად ვერ არიან მზად საჩემპიონოდ. ამხელა შედეგს მხოლოდ კარგი ფიზიკური მომზადება არ ჰყოფნის. მარგველაშვილს ევროპაზეც იგივე დაემართა, რაც ახლა - ვერ ეწყობა საჩემპიონოდ, "იხარშება" ემოციისგან.

73-ში მიხეილ ჩოხელმა ისეთი შეხვედრა წააგო, შეგეცოდებოდათ. ებრაელ საგი მუკისთან ბოლო 6 წამში ორი გაფრთხილება მიიღო და საბოლოოდ მოხსნეს, რადგან მანამდეც ჰქონდა შიდოები. საკამათო არც ამ შემთხვევაზე მაქვს რამე - მართლაც ჩაუხტა და ეკუთვნოდა ის გაფრთხილებები. უბრალოდ, რატომ იქცეოდა ასე, თვითონაც ვერ გვიხსნის. ეტყობა, მასაც იმდენად უნდოდა ნახევარფინალში გასვლა, ემოციისგან გაითიშა, ვეღარ აზროვნებდა.

81-ში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბექა ღვინიაშვილი. ის აშკარად გამორჩეულია, ასე თუ გააგრძელა, ძალიან ბევრს მიაღწევს. გერმანელთან ბოლო 10 წამში გაუშვა გდება, რაც მთლიანად მისი შეცდომის გამო მოხდა, მსაჯებთან საპრეტენზიო არც ამ ეპიზოდზეა რამე. თვითონ დღე და ღამე ნახერხმოყრილ არენაზეა, ქართულს ჭიდაობს და ბრუნზე როგორ გადააგდო მეტოქემ, არ ვიცი, სხვა ილეთით მაინც წაეგო.

გიორგი მერმანიშვილი უპასუხისმგებლო ბიჭია. გუნდში მას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს და შეეძლო, ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ პასუხისმგებლობა აკლია. მოიმკო კიდეც შედეგი, რაშიც არის გარკვეული სამართალი. ვარჯიშებისადმი თავისი დამოკიდებულებით მან დაიმსახურა ეს წაგება. თავისებური ბიჭია, რაც, ალბათ, ყველა ტალანტს ახასიათებს - შეუძლიათ ჭიდაობა, მაგრამ ხასიათი მათი დიდი მინუსია.

ვფიქრობ, არც ლევან მატიაშვილი უნდა დარჩენილიყო უმედლოდ. მეოთხედფინალში რუს ანტონ კრივოკოვთან იმდენად დიდი ენერგია დახარჯა, რომ გამოვიდა, შუბლზე ცივი წყალი დავასხი, ცუდად იყო, ხოლო მალე ჩაეძინა კიდეც. რუსი ფიზიკურად ზორბაა, ეს მთელი შემართებით მიასკდა, მაგრამ იმხელა მასასთან ჯაჯგურში იმდენად გადაიღალა და გადაიწვა, რომ გამოფიტულს ჩაეძინა. მერე დამამშვიდებელში ვერ განეწყო გერმანელ სვენ ჰაინლესთან.

- მგონი, მატიაშვილი ამ წონაში ფიზიკურად სხვებთანაც დაიჩაგრა - ცოტა დაბალია და არც მასა უნდა ჰყოფნიდეს.

- ვერ ვიტყვი, რომ ან ის, ან რომელიმე ჩვენი მოჭიდავე დაიღალა და ამიტომ წააგო. თუმცა მატიაშვილს ფიზიკურად ჯერ კიდევ ბევრი რომ აკლია, ყველაზე კარგად მე ვიცი - ის სერიოზულად მხოლოდ წელიწადნახევარია ვარჯიშობს. სხვანაირი სტილის მოჭიდავეა - ფეთქებადი და მოძრავი. რუსთან მას დავავალეთ, რომ თავიდანვე აქტიურად შეეტია და დაეღალა.

ვფიქრობდით, რომ იმხელა მასის პატრონი ბოლოს გატყდებოდა, ვერ გაუძლებდა ამის შეტევებს, მაგრამ იმ დონეზე არ დაიღალა, როგორც ველოდით. ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული და მეტად გაძლო, თუმცა დაიღალა და ძალიან კი გაუჭირდა. კონკრეტულად კრივოკოვზე არ ვამბობ, მაგრამ რუსებს ბევრი გადაზრდილი ჰყავთ, ამ ასაკში 2-3 წელიწადი კი ბევრს ნიშნავს.

- ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონ გურამ თუშიშვილზე რას იტყვით, როგორ გამოვიდა, რამდენად არის მზად ჯერ ახალგაზრდებში საჭიდაოდ?

- მას წონაც აკლდა და ასაკითაც პატარაა. თან ევროპის ჩემპიონს შეხვდა - იტალიელ დომენიკო დე გუიდას, თუმცა არაფერი დაუთმო. მეტოქემ ჩოქბჯენში დაიჭირა და ისე მოუგო, თორემ თანაბარი შეხვედრა იყო. შევხედავთ მასაც, ვფიქრობთ, რამდენიმე წელიწადში 100 კილოგრამში კიდევ ერთი კარგი ფალავანი გვეყოლება.

- ალბათ, თაობათა ცვლის პროცესი მოხდება. ვინ დატოვებს გაისად გუნდს?

- მესაბლიშვილი, შავდათუაშვილი, ჩოხელი და მერმანიშვილი გადადიან უფროსებში, დანარჩენები კი, დაახლოებით 70 პროცენტი რჩება.

- ესე იგი, გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ხართ?

- მიმაჩნია, რომ გუნდი ნორმალურად იყო მომზადებული. ამათ ყველაზე მეტად საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება აკლიათ. ამიტომ ფსიქოლოგიური ზეწოლაც დიდი იყო. ალბათ, იმანაც იქონია გავლენა, რომ მსოფლიოს პირველობა ევროპის შემდეგ მალევე გაიმართა. ადრეც მითქვამს და ვიმეორებ - სპორტსმენი პიკში წელიწადში ერთხელ უნდა შევიდეს.

ევროპის ჩემპიონებიდან კეიპტაუნში მედალი მხოლოდ სამმა მოიპოვა და მათ შორის ერთ-ერთი შავდათუაშვილია, სხვები კი მედალოსანთა შორის ვერ შევიდნენ. ვინც ევროპა იჭიდავა კარგად, მსოფლიოზე გაუჭირდა და პირიქით. თვენახევარში ამხელა დატვირთვებს ყველა ვერ უძლებს, მხოლოდ განსაკუთრებით გამორჩეულები უმკლავდებიან.

- მომავალი სეზონისთვის როგორი გეგმით მოემზადებით?

- წლევანდელი კალანდარი ამოწურულია, იანვრიდან კი ახალი გუნდის შექმნას დავიწყებ. ჯერ ჩატარდება 2-3 შიდა ტურნირი საქართველოს ჩემპიონატამდე, მერე კი დაგეგმილია ერთობლივი შეკრების გავლა რომელიმე აზიურ ქვეყანაში. აზია იმიტომ ავარჩიეთ, რომ ევროპელებთან ასე თუ ისე ჭიდაობენ.

ბევრს იქაური რეალურად არც უნახავს ცხოვრებაში, რაღაც გაზვიადებული წარმოდგენა აქვთ მათ საჭიდაო შესაძლებლობებზე და როცა ტატამზე ხვდებიან, ფსიქოლოგიურად იტვირთებიან, ზედმეტად იძაბებიან, ერთობლივი შეკრება კი ამ პრობლემას მოხსნის - ეცოდინებათ, რომ ისინიც მათსავით ჩვეულებრივი ადამიანები არიან. თან იქაურ სტილსაც შეეჩვევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ogama

რა ხვითოებიც იყვნენ თქვენს მიერ ნაქები მერმანიშვილი,მათიაშვილი და თუშიშვილი ბატონო გიორგი ქე გამოჩნდა,სულ მცირე ხუთი მოჭიდავე დატოვეთ ნაკრებს მიღმა რომლებიც შედეგს აჩვენებდნენ,მაგრამრა მოჭიდავეც იყავი ის მჭვრთნელიც ხარ!!!!!!!!

• paata

ბატონო გიორგი! გილოცავტ ბიჭების წარმატებას . თქვენს გულწრფელ ინტერვიუში კარგად ჩანს ,რომ საჩემპიონო გუნდი ,პოტენციურად რომელსაც თითქმის ყველა მეტოქის დამარცხება შეეძლო არც თუ ისე სახარბიელო შედეგეს დასჯრდა.თქვენ მიზეზიც იცით ამ პრობლემის მაგრამ მისი გამოსწორების გზა სპეციალური ფსიქოლოგიის საქმეა და ამ მომზადებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. შედეგები იქნება 30% უფრო მაღალი...პატივისცემით პაატა ხიზანაშვილი

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!