ადამ ჯონსონი და „მანჩესტერ სიტი“ ახალ კონტრაქტს აწერენ ხელს, კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება და 24 წლის ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგდება
ადამ ჯონსონი და „მანჩესტერ სიტი“ ახალ კონტრაქტს აწერენ ხელს. კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება და 24 წლის ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგდება — ამიერიდან კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს. ამრიგად, ჯონსონის უახლოესი მომავალი გარკვეულია, არადა არცთუ დიდი ხნის წინ ის ისტლენდელთა მწვრთნელ რობერტო მანჩინიზე ნაწყენი იყო. გეხსომებათ, ერთ-ერთ ინტერვიუში მანჩინიმ ინგლისელის შრომისმოყვარეობა კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა.

ახლა კი მანჩინიმ ასე თქვა: „კარგი ფეხბურთელი რომ არ იყოს, მასზე საერთოდ არ ვილაპარაკებდი. ამაზე, უბრალოდ, დროს არ დავხარჯავდი. არადა, როგორც ხედავთ, მე მის შესახებ ვლაპარაკობ, რადგან ჯონსონს ყველა თვისება აქვს საიმისოდ, ჩინებული ფეხბურთელი რომ გამოვიდეს. არ მინდა მისი ნიჭი ტყუილუბრალოდ გაიფლანგოს და როგორც ფეხბურთელი ერთსა და იმავე დონეზე დარჩეს. მსურს ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს, შემდეგ კი კიდევ გადადგას ნაბიჯი პროგრესისკენ. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: თუ ის მუშაობას არ

დაიზარებს, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰაფბეკი გახსება“.

ცნობისათვის: 2010 წლის იანვარში ჯონსონი მანჩინის პირველი შენაძენი გახლდათ. მასში „სიტიმ“ „მიდლსბროს“ 7 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ისტლენდზე გადაბარგების შემდეგ ფეხბურთელმა 72 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

ადამ ჯონსონზე კარგი აზრისაა „სიტის“ ლეგენდა, 68 წლის მაიკ სამერბი: „ამ ბიჭის მსგავსად სხვა ვერავინ თამაშობს. ის თავისი ცრუმოძრაობებით ხალხს აღაფრთოვანებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა