ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნოზაძის ნაკრებში დაბრუნება ჯერჯერობით გამოირიცხა

ნოზაძის ნაკრებში დაბრუნება ჯერჯერობით გამოირიცხა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 25-26 ნოემბერს ნიცაში, ანრი დეგლანის მემორიალში იასპარეზებს
რამაზ ნოზაძის (96) ნიცაში წასვლა საბოლოოდ გამოირიცხა! შეგახსენებთ, რომ ჩვენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 25-26 ნოემბერს სამხრეთ საფრანგეთის უპრესტიჟულეს საზღვაო კურორტზე ოლიმპიურ ჩემპიონ ანრი დეგლანის მემორიალში უნდა გამოვიდეს, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ნოზაძის ნაკრებში დაბრუნებაც იგეგმებოდა.

მწვრთნელები ხანგრძლივად აკვირდებოდნენ გუნდის ყოფილ ლიდერს, თუმცა ამ ეტაპზე მასზე საბოლოოდ მაინც უარი თქვეს, რადგან არაა სათანადო ფორმაში. ნოზაძე აგრძელებს ვარჯიშს და დეკემბრის ბოლოს გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ის შეჯიბრება მას ისევ მისცემს ოლიმპიადის ლიცენზიისა და ოლიმპიურ გუნდში დამკვიდრების საშუალებას, ოღონდ თუ წარმატებას მიაღწევს.

სადღეისოდ ტრავმის გამო ნიცაში ვერც ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი, მძიმეწონოსანი შოთა გოგისვანიძე მიდის, ანუ გუნდის მეშვიდე მონაწილედ ისევ 96 კილოგრამის ფალავანი ირაკლი ქაჯაია დარჩა. საფრანგეთში წამსვლელ ექვსეულს, რომელიც ადრევე იყო გაცხადებული, ჯემალ ხარაბაძე (60), მუხრან მაჭუტაძე (66), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), რევაზ ნადარეიშვილი (84) და სანდრო დიხამინჯია (96) შეადგენენ.

ნაკრების მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ აქცენტი ძირითადად ახალგაზრდების გამოცდაზე გააკეთა - ხარაბაძე, დათუნაშვილი, ნადარეიშვილი, დიხამინჯია წლეულს ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდნენ, მათივე თანატოლი ქაჯაია კი იქ კონკურენციის გამო ვერ მოხვდა, თუმცა უფროსებში მსოფლიოს პირველობაზე იჭიდავა. მათთვის ისეთ ძლიერ ტურნირში მონაწილეობა, როგორიც ნიცაში გაიმართება (ის ყოველთვის გამოირჩევა მონაწილეთა სიძლიერით), დიდი სკოლა იქნება - ახალგაზრდულ ნაკრებში მოპოვებული ტიტულების მიუხედავად (ნადარეიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ხარაბაძე - მსოფლიოს მესამე პრიზიორი, დათუნაშვილმა და დიხამინჯიამ ევროპაზე ბრინჯაო, მსოფლიოზე კი ვერცხლი მოიპოვეს), უფროსებთან ჭიდაობა მაინც სულ სხვა დატვირთვაა. მწვრთნელმა მათ ნაკრების სათადარიგოებიც გაურია, რომლებსაც სტარტი აკლიათ.

ზუსტად იმავე დროს, როცა ესენი ნიცაში იჭიდავებენ - 26 ნოემბერს, გუნდის ძირითადი ბირთვი მინსკში ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალზე გამოვა. იქ ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), არჩილ თურმანიძე (66), მანუჩარ ცხადაია, მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), სერგო გოგისვანიძე (120). შეგახსენებთ, რომ ეს გუნდური ტურნირია.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა