“გერმანელებმა მხოლოდ სამი გოლი გაიტანეს, მაგრამ ძალიან რომ მოენდომებინათ, მეტსაც შეძლებდნენ. ჰოლანდიამ უბრალოდ დეკლასირებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა"
ჰამბურგის “იმტეხ არენაზე” (ამ სტადიონს სახელი უკვე მეოთხედ შეეცვალა, იქამდე რიგრიგობით “ფოლკსპარკშტადიონი”, “აოლ არენა” და “ნორდბანკ არენა” ერქვა) გერმანიის ნაკრების მიერ ჰოლანდიის განადგურებას ლამის მთელმა მსოფლიომ უყურა. ტრიბუნებზე რუუდ გულიტი და მარკო ვან ბასტენი ერთად ისხდნენ. ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის პოზიცია მატჩის შემდეგ იოლად გამოსაცნობი იქნებოდა, მაგრამ ჟურნალისტებმა მას მაინც მიმართეს და შემდეგი მოისმინეს:

“გერმანელებმა მხოლოდ სამი გოლი გაიტანეს, მაგრამ ძალიან რომ მოენდომებინათ, მეტსაც შეძლებდნენ. ჰოლანდიამ უბრალოდ დეკლასირებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. თამაშის საორგანიზაციო მხარე აბსოლუტურად მოშლილი იყო. ეს კი განგაშის ატეხის საფუძველია. მწვრთნელს ამაზე ფიქრი დიდხანს მოუწევს. დაცვაშიც წარმოუდგენლად სუსტად გამოვიყურებოდით. კარგია, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს. საერთოდ მომეჩვენა, რომ ვან მარვიიკის ამ ფორმაციის გუნდის საუკეთესო დრო უკვე წარსულში დარჩა. მადლობა გერმანელებს, რომელთაც გამოგვაფხიზლეს და დაფიქრების საშუალება მოგვცეს”.

თავისი მოსაზრება დააფიქსირა გულიტმაც: “ბოლო მატჩებში უკვე აშკარა იყო, რომ საქმე ცუდი მიმართულებით ვითარდებოდა. ამის მიუხედავად მაინც უნდა ვთქვა, რომ დღეს ნანახით შოკში ვარ. თამაშის ორგანიზაცია და დაცვაში თამაში ნულზე იყო. მესამე გოლის დროს ფეხბურთელებს ბევრად კომპაქტურად გარჯა მართებდათ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა