სენიორ მოჭადრაკეთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 ტურში ნონა გაფრინდაშვილი ინდოელ სეით დიფსეის დაუზავდა

ხორვატიაში გრძელდება სენიორ მოჭადრაკეთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატი. გუშინ მე-3 ტურში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი თეთრი ფიგურებით ინდოელ სეით დიფსეის დაუპირისპირდა. ქართველმა დიდოსტატმა უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო და 31-ე სვლაზე მოწინააღმდეგეს დაუზავდა.

ნინო მელაშვილი ჩემპიონატის დებიუტანტია (გაფრინდაშვილსა და ხმიადაშვილს ოქროს მედლები აქვთ მოპოვებული). წინა ტურში მან აშკარა უპირატესობა სასურველ დასასრულამდე ვერ მიიყვანა და ყაიმს დასჯერდა, გუშინ თეთრებით ცნობილ რუს დიდოსტატ ელენა ფატალიბეკოვას შეხვდა და აქაც ქულა გაიყო.

თამარ ხმიადაშვილმა, რომელმაც წინა ორ ტურში გაიმარჯვა, მესამეში შავებით რუს საერთაშორისო ოსტატ სვეტლანა მედნიკოვას სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწია და 49-ე სვლაზე დამარცხდა. მოწინავეთა დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: ლუდმილა საუნინა-ტატიანა ბოგუმილი 1:0, ტამარა სოროკინა-გალინა სტრუტინსკაია 0:1, ვალერია დოთანი-ტატიანა ფომინა 0,5:0,5, ვალენტინა კოზლოვსკაია-მარგარიტა კომიშევა 1:0, რიმა ბილუნოვა-ირინა კაბანოვა 1:0.

მამაკაცებში ორი ტურის შემდეგ 28 მოჭადრაკე განაგრძობდა ჩემპიონატს უდანაკარგოდ. გუშინ მათი რიცხვი რვამდე შემცირდა: ბორის კატალინოვი-ნუხიმ რაშკოვსკი 1:0, კლუნოსლავ ჰულაკი-ბო იაკობსენი 1:0, მიჰაი შუბა-ევგენი ჩერნოვი 0:1. დაზავდნენ: ალექსანდრ ფილიპენკო-ვლასტიმილ იანსა, კლაუს კლუნდტი-ანატოლი ვაისერი, გენადი ტიმოშენკო-იორნ სლოტი, მიშო გებალო-ლეონ ლედერმანი.

დღეს მე-4 ტურში ითამაშებენ: ქალები. მედნიკოვა (3)-საუნინა (3),სტრუტინსკაია(2,5)-გაფრინდაშვილი (2,5), ტიფსეი (2,5)-ბილუნოვა (2,5), ფატალიბეკოვა (2)-ჩერნოვა (2), ლოპატინა(2)-კოზლოვსკაია (2), ხმიადაშვილი (2)-კუზნეცოვა (2), ფომინა (2)-მელაშვილი(2), ბოგუმილი (2)-დოთანი (2). კაცები. რაჩკოვსკი (3)-ოხოტნიკი (3), ჩერნიკოვი (3)-ჰულაკი (3), კომლიენოვიჩი (3)-ჰერმანი (3), კუინჯი (3)-ჩერნოვი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა