ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველები იტალიაში ჭიდაობის გაკვეთილებს სხვებს ჩაუტარებენ

ქართველები იტალიაში ჭიდაობის გაკვეთილებს სხვებს ჩაუტარებენ

ინტერვიუ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავასთან
ამ დღეებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა ირანში უნდა წასულიყო, სადაც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ თავისუფალ ჭიდაობაში ორგანიზებულ სემინარზე იყო მიწვეული, როგორც - ინსტრუქტორი. გაირკვა, რომ სემინარი ჩაიშალა და დეკემბრისთვის იტალიაში გადაიტანეს. შესაბამისად, გალდავა ახლა იქ ჩაატარებს სწავლებას.

იტალიაში ბერძენ-რომაელთა ანალოგიური სწავლება მანამდეც იყო დაგეგმილი, სადაც ინსტრუქტორად ჩვენი ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩიაა მიწვეული.

ინსტრუქტორთა გარდა, იტალიაში მსნელებიც გვეყოლებიან რამდენიმე მწვრთნელის სახით. გალდავას ირანული სემინარის ჩაშლის მიზეზებსა და იტალიურ სემინარზე, აგრეთვე, ჭიდაობისთვის რამდენიმე აქტუალურ საკითხზეც ვესაუბრეთ.

- დავიწყოთ იმით, თუ რატომ გამოირიცხა ირანის ვარიანტი და საერთოდ, რა ტიპის სემინარია ეს?

- რამდენადაც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებისგან ვიცი, ირანის ვიზების მიღება ბევრ ქვეყანას გაუჭირდა და ამიტომ გადაიტანეს იტალიაში. 1-4 დეკემბერს ბერძენ-რომაელთა სემინარი გაიმართება, 6-7-ში - "თავისუფლებისა".

ბერძენ-რომაელებთან ბეგი დარჩია ინსტრუქტორადაა მიწვეული, როგორც პრაქტიკულ მეცადინეობაში, ასევე - თეორიაში. წაიკითხავს ლექციას წონის კლებაზე. დარჩიასთან ერთად ბერძენ-რომაელთა სწავლებაზე აჭარის მხარის დაფინანსებით ორი მწვრთნელი მიემგზავრება - გელა ჯანელიძე და ზაზა ჯიბლაძე, ხოლო საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ოთარ ტატიშვილს აგზავნის.

"თავისუფლებში" ჩემს გარდა აჭარიდან იქაური დაფინანსებით ჯემალ კილაძე მოდის. მე ჩართული ვარ პრაქტიკულ მეცადინეობაშიც და თეორიულშიც.

სემინარის შემდეგ ტარდება გამოცდები, რომლის მიხედვითაც მონაწილეებს ენიჭებათ კატეგორიები. უმაღლესია მეოთხე კატეგორია. ჩვენ ბევრი გვყავს საერთაშორისო დონის მწვრთნელი, მაგრამ კატეგორია ყველას არ აქვს. საქართველოდან უმაღლესი დონე მინიჭებული აქვთ ზაზა თურმანიძეს, დავით ხურციას, იმავე ტატიშვილს, მაგრამ ის ამჯერად მაინც მიდის - იქ ბევრი საჭირო პროცესის მონაწილე ხდები, იმართება დიდი შიდა დისკუსიები, არიან ძლიერი სპეციალისტები და მათთან კონტაქტი საჭიროა.

ცხადია, დამწყები ქვეყნებისთვის საჭიდაო ანა-ბანის სწავლებაზეცაა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო თემებიც ბევრია. მეცადინეობებს ატარებენ ისეთი ცნობილი მოჭიდავეები თუ სპეციალისტები, როგორიცაა, მაგალითად, გერმანელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრ ლეიპოლდი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა, თუმცა დოპინგის გამო ეს ტიტული ჩამოართვეს. აგრეთვე - სამგზის ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ექვს-ექვსგზის ჩემპიონი ბუვაისა საიტიევი რუსეთიდან. სემინარის ხელმძღვანელი სტეფან კაზარიანია, საერთო კოორდინატორი კი - იური შახმურადოვი, რომელიც აკადემიკოსია და ბრწყინვალედ ერკვევა ყველა ასპექტში. მონაწილეობს აგრეთვე გერმანელი ტუნეიმანი, რომელიც ადრე ყოფილი გდრ-ის სპორტის მინისტრი იყო, ახლა კი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის - FILA-ს მთავარი ანალიტიკოსია. ის ვიდეოფირზე იღებს ტურნირებს და მერე ანალიზს უკეთებს ყველაფერს - სად რა იყო სიახლე, სად იყო მრავალფეროვნება სპორტსმენებში და სად - ერთფეროვნება ანუ ვინ ცვლიდა ტაქტიკას და ვინ - ვერა. თუმცა იქნებ ფალავანმა არც შეცვალოს სტილი, მაგრამ მაინც მიაღწიოს წარმატებას.

არიან მოჭიდავეები, რომლებზეც ყველამ იცის, რა ილეთს აკეთებს, მაგრამ მაინც ვერ უხერხებენ ვერაფერს, რადგან იმ თავიანთ კოზირს ბრწყინვალედ იყენებენ. ასევე აკეთებს მწვრთნელების, მსაჯების გადაწყვეტილებათა ანალიზს, რისი განხილვაც მერე მსაჯთა სემინარზე ხდება. თან ის მუშაობს ყველა მიმართულებით - ბერძნულ-რომაულში, თავისუფალში, ქალთა ჭიდაობაში... წონების მიხედვით აჯამებს სტატისტიკურ მონაცემებს. მაგალითად, მჩატე წონებში უფრო მეტი გდება გაკეთდა ფეხში შესვლით თუ - მძიმეებში, როგორი ტენდენცია იყო ერთგან და როგორი - მეორეგან. ერთი სიტყვით, ბრწყინვალე ანალიტიკოსია, რომელიც უზარმაზარ ინფორმაციას ამუშავებს. ცხადია, მიმართულებებსაც აძლევს მსაჯებსაც, მწვრთნელებსაც და თავად FILA-საც.

ამ დაკვირვების საფუძველზე საერთაშორისო ფედერაციას რეკომენდაციებსაც უწევს ჭიდაობის განვითარებაზე. წესების ცვლილებები მარტო ჭიდაობის ეფექტურობაზე არაა გათვლილი - ამან გეოგრაფიის ზრდაც გამოიწვია და ამის დამსახურებაა, უკვე ერთი შეხედვით, შემთხვევითი ქვეყნებიც რომ იგებენ მედლებს: ვენესუელა, პუერტო რიკო, ქალებში კოლუმბიამაც მოიპოვა ჯილდო, ხოლო ინდოეთზე უკვე აღარც ღირს ლაპარაკი, იმხელა წარმატებებს მიაღწიეს. ასეთი ქვეყნები მედლებს რომ დაეუფლებიან, მერე იწყება მათი დაფინანსება და ასე იზრდება გეოგრაფია. FILA ასეთ განვითარებად ქვეყნებს ფინანსურად საკმაოდ ხვავრიელად ეხმარება - აძლევს ოფისის შენახვის ხარჯებს, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო-სამივლინებო თანხებს, უხდის ხელფასს, ეხმარება ინვენტარით...

FILA ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირად კონტაქტებს. იტალიაში სემინარზე ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც მოდის, რომლის მიზანიც FILA-სთან კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებაა. FILA-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი ჩვენს ფედერაციას ისედაც თავისიანად მიიჩნევს და ამიტომ ჩამოვიდა, ვთქვათ, პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბათუმში. ის ამ რანგის ტურნირებზე არ დადის, თუმცა მაშინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც იაქტიურა ამ საქმეში - სპეციალურად სთხოვა აქ ჩამოსვლა. საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჭიდაობისთვის და უფლება არ მქონდა, ასეთ ქვეყანას არ ვწვეოდიო, თქვა მაშინდელი სტუმრობისას. ჩვენი მიზანიც ესაა

- ურთიერთობების გაღრმავება, რომ შეჯიბრებებზე თანაბარ პირობებში ვიყოთ, თორემ პრივილეგიებს არ ვითხოვთ.

- ბოლოდროინდელ ფაქტებს თუ გავიხსენებთ, თანაბარ პირობებში ნამდვილად არ ვართ და FILA მაინც თავისიანად გვთვლის? თუნდაც მანუჩარ ცხადაიას ფინალი გავიხსენოთ, ასეთი კი, სამწუხაროდ, ბევრია... რუსეთი ხომ ტრადიციულად რჩება ლიდერის პოზიციაზე, ბოლო ხანებში აზერბაიჯანიც გამოვიდა წინა პლანზე და საჭიდაო ცენტრის ვექტორი აშკარად იქით გადაიხარა.

- აზერბაიჯანს სულ სხვა, ჩვენგან განსხვავებული სტრატეგია აქვს აღებული. ჩვენი ბაზარი შიდა რესურსზეა გათვლილი, მათთვის კი მთავარი მედალია, რისთვისაც არ ერიდებიან სხვა ქვეყნებიდან მონაწილეთა გადაყვანას. ეს მხოლოდ ჭიდაობებში არ ხდება, სპორტის ყველა სახეობაში ბლომად ჰყავთ ნატურალიზებულები. ამასთან, აქვთ ძალიან დიდი ფული, რითაც აფინანსებენ ბევრ საერთაშორისო ფედერაციას, შეაღწიეს მათ მმართველ სტრუქტურებში, გადაამზადეს საკუთარი მსაჯები და ამ მნიშვნელოვანი კუთხითაც წამყვანი ადგილი დაიკავეს საერთაშორისო არენაზე...

ჩვენ გვინდა, ადგილობრივი სპორტსმენებით განვავითაროთ აქაური სპორტი და არ გვინდა, ჩამოყვანილების გამო გვერდით გავწიოთ ჩვენები. ლეგიონერები საკლუბო სპორტში დასაშვებია, მაგრამ ნაკრებებში არ მივესალმებით ამას - ეს დააკნინებს იმ ძველ, დიდ ტრადიციებს ტრადიციულ სახეობებში.

ცხადაიას კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ის უსამართლობა მსაჯმა გააკეთა და არა - FILA-მ. ის მსაჯი დაღესტნელი იყო, რომელსაც რამდენიმე შეგირდი ჰყავდა აზერბაიჯანის ნაკრებში. დღეს უკვე აღარც მსაჯობს, რადგან სხვა დროსაც დაუშვა ისეთივე მიუტევებელი შეცდომები. თან, ფინალის ასე ხელაღებით წართმევაც არაა უმნიშვნელო ფაქტი, ასე დახუჭონ თვალი.

სამწუხაროდ, FILA ყველა წყალქვეშა დინებას ვერ ერევა და ბევრი გარიგება კულისებში ხდება, უშუალოდ გუნდებს შორის, ზემდგომთა თვალთახედვის მიღმა. ცხადაიას შემთხვევაც ასეთი იყო.

- სულ მალე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ლიდერები არ გამოვლენ. ახლანდელი შემთხვევა კიდევ გასაგებია - ოლიმპიადისთვის ამზადებენ, მაგრამ წარმატებულ მოჭიდავეებს ადრეც ხშირად აურიდებიათ თავი შიდა პირველობისთვის. თქვენ როგორ აფასებთ ასეთ მიდგომას?

- განსაკუთრებული შემთხვევა თუ არაა, საქართველოს ჩემპიონატიდან უკვე არავინ თავისუფლდება. რამდენადაც მე ვიცი, ბერძნულ-რომაულში ყველა ლიდერი იჭიდავებს იმავე ცხადაიას და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას ჩათვლით. იქ უფრო ბევრია საფიქრალი - მხოლოდ ერთი ლიცენზია მოიპოვეს და საძიებელიც მეტია. მწვრთნელიც დაუკმაყოფილებელია ასეთი რეალობით.

ვფიქრობ, ზაზა თურმანიძემ ამჯერად სწორი სტრატეგია აირჩია. აქ წონების საკითხია პრობლემური და შეიძლება, ფალავნებს გარკვეული შეღავათები მიეცეთ. განსაკუთრებით, 20-21 წლის ბიჭებს, რომლებმაც დაიმკვიდრეს ადგილი ნაკრებში. უკვე ლიცენზირებულმა სპორტსმენებმა მთლიანად ციკლი კარგად გაიარეს. თან დავით ხუციშვილთან მიმართებაში ტრავმებიც იყო. ვფიქრობ, მათ საშეჯიბრო რესურსი ამოწურეს - რაც სჭირდებოდათ, იმდენი უკვე იჭიდავეს და ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატი, როგორც სტარტი, არ სჭირდებათ.

ცხადია, ძალიან ცუდია, თუ სპორტსმენი თავს არიდებს ქვეყნის პირველობაში გამოსვლას, მაგრამ თუ მას სატურნირო პრაქტიკის დასახული გეგმა შესრულებული აქვს, შეიძლება გათავისუფლება. უბრალოდ, ეს ინიციატივა თვითონ ფალავანისგან არ უნდა მოდიოდეს.

- ეს ზედმეტი წონის პრობლემაც მუდმივად დგას ჩვენი ფალავნების წინაშე. საერთაშორისო ტურნირებზე უცხოელებიც გამოდიან ზედა წონებში, მაგრამ - იშვიათად, ჩვენთან კი ეს სისტემატურად ხდება. მგონი, აჯობებს, სპორტსმენები წონის შენარჩუნებაზე მთელი სეზონის განმავლობაში თუ იზრუნებენ და არა კონკრეტული ტურნირის წინ.

- ვფიქრობ, ჩვენთან ყველა წონაში მაღალი დონის კონკურენცია რომ იყოს, ეს პრობლემა მოიხსნებოდა. კონკურენცია არის, მაგრამ მე ვგულისხმობ მაღალი დონისას.

ჩემი აზრით, მაღალი კლასის სპორტსმენისთვის 6-7 სტარტი საკმარისია. ცხადია, ყველა შეჯიბრებაზე წონას ვერ დააკლებინებ, რადგან ასე დატანჯავ და გააწვალებ. სამში მაინც თუ არ დააკლებინებ, ეს ძალიან კარგი იქნება. მთავარია, სტარტეგიულებზე დაიკლოს. ოღონდ ტურნირი არ უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ მედლის მოპოვების საშუალება, არამედ ის მომდევნო, უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მზადების ეტაპიცაა. ასეთ დროს მსგავსი შეღავათი, ანუ ზედა წონაში გამოსვლა დასაშვებია, რადგან ამით იმ უფრო მნიშვნელოვანისთვის ვემზადებით, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს, ეს ძალიან ცუდია.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ზედა წონაში წაგება სულაც არ ათავისუფლებს პასუხისგებლობისგან - იმ ტურნირს თავისი დანიშნულება აქვს და დასახული გეგმა უნდა შეასრულო, თორემ უცხოეთში სასეირნოდ არავინ გაგიშვებს. ერთი სიტყვით, მსგავსი შეღავათი გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ წონის დაკლების თვალსაზრისით და არა სხვა მხრივ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია