პიტმა ტორონტოში წააგო
სახელოვანი უკრაინელი ჩოგბურთელის ანდრეი მედვედევის პრობლემების შესახებ უკვე ვწერდით. ის ეჭვმიტანილი იყო ავტოკატასტროფის მოწყობაში, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახლა მისი ბრალი უკვე დამტკიცებულია.

უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ძლიერ ნასვამმა ანდრეი მედვედევმა თავისი ჯიპით მამაკაცი გაიტანა, რომელიც მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. დაღუპული აღმოჩნდა 27 წლის ადგილობრივი მცხოვრები ანდრეი ზინკოვსკი. მომხდარის შესახებ მაშინვე შეიტყვეს პოლიციამ და ჟურნალისტებმა, თავად მედვედევი კი აცხადებს, რომ კატასტროფის მომენტში საჭესთან არ იჯდა. ამასთან, ჩოგბურთელი ვერ ასახელებს იმ ადამიანის სახელს, რომელიც მანქანა მართავდა. როგორც ჩანს, მედვედევი იმდენად ნასვამი იყო, რომ არ ახსოვს, ვის მიჰყავდა შინ. ცნობისთვის, თვითმხილველთა თქმით, ავტომობილმა, რომელმაც სასიკვდილოდ გაიტანა ადამიანი, არც კი შეანელა სვლა და მოძრაობა განაგრძო.

ანდრეი მედვედევი, რომელმაც ცხრა წლის წინ დაასრულა სპორტული კარიერა, ყველაზე წარმატებულ უკრაინელ ჩოგბურთელად მიიჩნევა. 1994 წლის 16 მაისს ის მეოთხე საფეხურზე ავიდა რეიტინგში. მედვედევი როლან გაროსის ფინალისტი (წააგო ანდრე აგასისთან) და ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობების მეოთხედფინალისტი იყო. კარიერის განმავლობაში მის ანგარიშზე 321 მოგება და 213 წაგებაა.

მედვედევს სამიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პიტმა ტორონტოში წააგო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა პიტ სამპრასმა კანადის ქალაქ ტორონტოში საჩვენებელი შეხვედრა გამართა მასპინძელ მილოშ რაონიჩთან. მატჩი Air Canada Centre-ის არენაზე ჩატარდა, სადაც საშინაო შეხვედრებს მართავს ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი "ტორონტო მეიპლ ლივზი".

თავისი საფირმო ძლიერი მოწოდებების ხარჯზე ახალგაზრდა კანადელმა ორ სეტში შეძლო "დიდი სლემის" 14-გზის ჩემპიონის დამარცხება - 7:6(4), 6:1. აღსანიშნავია, რომ სამპრასი პირველად თამაშობდა კანადაში კარიერის დასრულების შემდეგ.

"ეს მომენტი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, - აღიარა მატჩის შემდეგ რაონიჩმა. - დაუვიწყარი დღეს. ჩემი აზრით, სამპრასის მონაწილეობით რამდენიმე ათასჯერ მეტი მატჩი მაქვს ნანახი, ვიდრე მას ჩემი მონაწილეობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა