“აიაქსის” ფანკლუბის 30 ათასი წევრის გამოკითხვამ ლუის ვან გაალისთვის შოკისმომგვრელი რეალობა დააფიქსირა - გულშემატკივარს ის არ უყვარს
“აიაქსის” ფანკლუბის 30 ათასი წევრის გამოკითხვამ ლუის ვან გაალისთვის შოკისმომგვრელი რეალობა დააფიქსირა - გულშემატკივარს ის არ უყვარს.

ამსტერდამულ კლუბში მის ტექნიკურ დირექტორად დაბრუნებას გამოკითხულთა 67% ეწინააღმდეგება. არადა, მათ ვან გაალთან შეგუება თავიდან მოუწევთ, რადგან კლუბის დირექტორთა საბჭომ ლეგენდარულ მწვრთნელს ხელშეკრულება უკვე გაუფორმა, რომელიც 2012 წლის 1-ელ ივლისს შედის ძალაში. მოწინააღმდეგეთა მოტივაცია განსხვავებულია.

“მე შემიძლია წარმოვიდგინო ლუისი მწვრთნელად. მას ჩვენთან 90-იანებში ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორი მმართველი შეიძლება გამოვიდეს მისგან,” - აცხადებს ერთი.

“მისი მოსვლა იმიტომ არ მინდა, რომ ეს ვინ იონკისა და დენის ბერგკამპის გუნდიდან გაშვებას გამოიწვევს, რაც ძალიან არ მინდა, რომ მოხდეს,” - ასე ფიქრობს მეორე. ახლა კი ვან გაალის მომხრეთა მოსაზრებაც მოვისმინოთ: “მშვენიერია, თუკი ლუი დირექტორად იმუშავებს. ის შეძლებს კლუბში იერარქიის დამყარებას, რაც ევროპაში წარმატების მეტ შანსს მოგვცემს. რატომაც არ შეიძლება, რომ მან, იონკმა, ბლინდმა და ბერგკამპმა ერთად იმუშაონ? მათგან დიდებული მმართველი გუნდი დადგებოდა”.

“აიაქსის” გულშემატკივრებს რატომღაც ძალიან ეშინიათ, რომ ვან გაალის გუნდში მოსვლა სწორედ ბერგკამპისა და იონკის დუეტს შეავიწროებს და ახალგაზრდა ფუნქციონერები გუნდში მუშაობას აღარ მოისურვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იოჰან კრუიფის ფავორიტებად მიიჩნევიან. ეს დუეტი “აიაქსში” ცოტა ხანია, რაც მუშაობს. მათ “აიაქსთან” ხანგრძლივი კონტრაქტები აკავშირებთ. იონკი და ბერგკამპი ძირითად აქცენტს ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობაზე აკეთებენ. დაუთმობს თუ არა ვან გაალი მათ მისთვის ეგრე რიგად საყვარელ სამუშაოს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა