საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 30 აგვისტოს თბილისში შეიკრიბება, ორი დღე ივარჯიშებს და 2 სექტემბერს თურქეთში გაემგზავრება...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 30 აგვისტოს თბილისში შეიკრიბება, ორი დღე ივარჯიშებს და 2 სექტემბერს თურქეთში გაემგზავრება. ოთარ გაბელიას გაწვრთნილებს 4 სექტემბერს ქალაქ საქარიას სტადიონზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით: გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მეორე შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლისა და ევროპის 2011 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოხვედრის მთავარი კანდიდატი გახდება. გასული წლის შემოდგომაზე, ზესტაფონში პირველ მატჩში ჩვენმა ახალგაზრდებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი თურქები 4:0 გაანადგურეს.

ბუნებრივია, მეზობლებისთვის გამეორებითი შეხვედრა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ უაღრესად პრინციპულია. თურქები 13 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, ქართველებს ქულით უსწრებენ და გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ადგილს ინაღდებენ.

პლუს ამას, მასპინძლები საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციასა და იმის დამტკიცებას შეეცდებიან, რომ საქართველოსთან პირველი მარცხი შემთხვევითი იყო და არა კანონზომიერება. ბუნებრივია, გაბელია და მისი გუნდი საპირისპიროს დამტკიცებას აპირებენ. ეს ფაქტორებიც რომ არა, მეზობლების მატჩი ყოველთვის დაძაბულია.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელიას შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს, მაგრამ აუცილებლობამ რამდენიმე კორექტივი უკარნახა. 11 აგვისტოს სომხეთთან ურთულესი მატჩის მოგების (3:2) მიუხედავად, გაბელია რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო დარჩა და ცვლილებებს განხორციელების საჭიროება ახსენა.

სამწუხაროდ, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ახალგაზრდულს ვერ დაეხმარება - ის თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებს.

"ზესტაფონთან" მატჩში კუნთი გაიჭიმა და ვერ ითამაშებს თბილისის "დყნამოსა" და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მათე ვაწაძე. ჩვენი ინფორმაციით, მის ნაცვლად გაბელიამ 17 წლის თემურ შარაშენიძეს უხმო, რომელიც ასაკის მიუხედავად, უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "დიორ ეტოს" ძირითად გუნდშია და საკმაოდ კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

გამოძახებულია თავდამსხმელი რეზო ბარაბაძეც, რომელმაც სომხეთთან გასვლითი მატჩი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა და გერმანიის პირველი ბუნდესლიგის "კარლსრუეში" ვარჯიშობდა.

გაბელია საბოლოო სიას ხვალ დაასახელებს. მანამდე კი საქართველოს თასის ერთ-ერთ მატჩში მისთვის საინტერესო რამდენიმე მოთამაშეს დააკვირდება.

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა