თუკი "ტარგუ მურეში" "დიორი ეტოს" აჯობებს, ქართველებს "სპორტინგის" ნებისმიერი ანგარიშით ძლევა დააკმაყოფილებთ
მართალია, მცირე, მაგრამ "იბერია სტარს" მაინც შერჩა ევროპის ფუტსალის თასის ელიტრაუნდის დაძლევისა და ტურნირის ფინალურ ოთხეულში მოხვედრის შანსი. ოღონდ, იმისთვის, რომ ჯგუფში გაიმარჯვოს, საქართველოს ჩემპიონი მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "იბერია სტარი" ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ მასპინძელ ლისაბონის "სპორტინგს" მინიმუმ 12-ბურთიანი სხვაობით დაამარცხებს. ეს კი ფანტასტიკის სფეროდანაა.

არსებობს მეორე გზა, სადაც სხვების, უფრო ზუსტად კი, რუმინელების იმედად უნდა ვიყოთ - ჯგუფის აუტსაიდერმა "ტარგუ მურეშმა" "იბერიას" გამანადგურებელ უნგრულ "დიორი ეტოსთან" არ უნდა წააგოს და, თუ ასე მოხდა, ქართველებს ჯგუფიდან გასასვლელად "სპორტინგთან" ნებისმიერი ანგარიშით მოგება ეყოფათ.

დღეს "იბერია"-"სპორტინგამდე" მოედანზე "ტარგუ მურეში" და "დიორი ეტო" გავლენ და სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს, ექნება თუ არა ფასი და მნიშვნელობა ჯგუფის ბოლო მატჩს.

წუხელ "სპორტინგისა" და "დიორის" მატჩი გვიან დასრულდა და მის შედეგს ახლა გაუწყებთ - პორტუგალიელებმა 3:1 გაიმარჯვეს და სწორედ ამის წყალობით შეინარჩუნა შანსი "იბერია სტარმა". საქართველოს ჩემპიონებმა კი, შეგახსენებთ, "დიორისთან" 2:9 მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია "ტარგუ მურეშთან" დაპირისპირებაში შეძლეს - 7:3.

ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა:

1. სპორტინგი 2 2 0 0 8-4 6

2. დიორი ეტო 2 1 0 1 10-5 3

3. იბერია სტარი 2 1 0 1 9-12 3

4. ტარგუ მურეში 2 0 0 2 6-12 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა