კულტურის სახლ "მუზაში" ქართული თეატრისა და სპორტის წარმომადგენლებმა ლეგენდარული კომენტატორი და მსახიობი გაიხსენეს
17 ნოემბერს კოტე მახარაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართა. მერაბ ბერძენიშვილის კულტურის სახლ "მუზაში" ქართული თეატრისა და სპორტის წარმომადგენლებმა ლეგენდარული კომენტატორი და მსახიობი გაიხსენეს, საღამო კი რამდენიმე საინტერესო ნაწილისგან შედგებოდა.

თავდაპირველად სტუმრებმა ფოტოგამოფენა დაათვალიერეს - წარმოდგენილი იყო კოტე მახარაძის თეატრალური როლებისა და კომენტატორობისას გადაღებული ფოტოები. ფოიეში მოეწყო მისდამი მიძღვნილი ორი წიგნის პრეზენტაციაც.

ამის შემდეგ სტუმრებმა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც კოტე მახარაძე ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს. ცნობილ სპორტსმენთაგან სიტყვა წარმოთქვეს ალექსანდრე ჩივაძემ, ოთარ გაბელიამ, ილია დათუნაშვილმა, გურამ მინაშვილმა, ლევან მოსეშვილმა, ვაჟა ჟღენტმა და სხვებმა. საღამოს ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად "მუზაში" თბილისის მერი გიგი უგულავა მივიდა.

საღამოზე დასასწრებად კოტე მახარაძის მეგობრები სომხეთიდან და ისრაელიდან ჩამოვიდნენ, სცენაზე წაიკითხეს უცხოეთიდან გამოგზავნილი მიმართვები.

მაყურებლებმა იხილეს დოკუმენტური კადრები კოტე მახარაძის თეატრალური როლებიდან და წაყვანილი მატჩებიდან, წარმოდგენილი იყო ორი დოკუმენტური ფილმი - ერთი ქართველი რეჟისორის, გოგი თორაძის მიერ შექმნილი, მეორე კი უკრაინელთა გადაღებულია.

ყველაზე დიდი ემოციები კი, ბუნებრივია, 1981 წლის 13 მაისის დაუვიწყარი მატჩის ფრაგმენტებმა გამოიწვია, როცა კოტე მახარაძის დიდოსტატობამ სრულიად საქართველოს ზეიმს დამატებითი ეშხი შესძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა