რვა შეკითხვა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან იგორ კოკოშკოვთან (I ნაწილი)
ევროპის ჩემპიონატი დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ირგვლივ უამრავი კითხვა დატრიალდა: მაკედონიასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე უნდა აეღო ჯარიმა? გამოწურა გუნდიდან მაქსიმუმი? აქვს ნაკრებთან ერთად ზრდის პოტენციალი?

მოკლედ, ყველაფერს ერთ კითხვამდე მივყავართ: იგორ კოკოშკოვმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს, თუ - არა? ზუსტი პასუხისთვის აუცილებელია დაისვას რვა შეკითხვა.

როგორ უნდა შეფასდეს იგორ კოკოშკოვის საქართველოში მოღვაწეობის ოთხწლიანი პერიოდი?

სერბმა სპეციალისტმა გააკეთა იმაზე მეტი, რაც მისმა წინამორბედებმა: გორდონ ჰერბერტმა, კენ შილდსმა დრაჟენ ბრაიკოვიჩმა. მათ გუნდი B დივიზიონის პლეი ოფშიც ვერ გაიყვანეს. კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 2008-09 წლებში ჯგუფში რვიდან შვიდი მატჩი მოიგო, ხოლო პლეი ოფში ბელარუსს შინაც აჯობა, გარეთაც და A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

2010 წელს ქართველთა კრებულმა შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ბელგიას ჩამორჩა. უკან მოიტოვა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის მონაწილეები პოლონეთი და ბულგარეთი, რასაც ბევრი არ მოელოდა.

ფიბა-ევროპამ ჩვენდა ბედად ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებს 2011 წელს ლიტვაში თამაშის საშუალება მიეცა. იქ იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს (რუსეთსა და სლოვენიას ჩამორჩნენ) და ტოპ-12-ში მოხვდნენ.

პასუხი: ოთხი წლის განმავლობაში მწვრთნელმა ყველა მიზანს მიაღწია, ამიტომ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრების მიხედვით მისი მოღვაწეობა დადებითად უნდა შეფასდეს.

გამოიყენა თუ არა მის ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად?

პირდაპირ გეტყვით: ბრაიკოვიჩმა, ჰერბერტმა და შილდსმა ვერ გამოიყენეს. სწორედ ამიტომ ვერ უჩვენეს ის შედეგი, რაც მათ მოეთხოვებოდათ.

ფაქტია, იგორ კოკოშკოვმა რესურსი მათზე უკეთესად გამოიყენა: თუ მანამდე გუნდი 5-6 კალათბურთელზე იყო აწყობილი, სერბი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ ფუნქციები მეტ ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ის კალათბურთელებიც კი, რომლებიც მანამდე მხოლოდ სათადარიგოთა სკამს "ამშვენებდნენ", მოედანზე გადამწყვეტ მომენტშიც ჩნდებოდნენ. 2009 წელს, როცა კოტე ტუღუშმა და ლაშა გამყრელიძემ (ლაშას ჰერბერტის გარდა არავინ ენდობოდა) ბელარუსს ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სამქულიანი ჩაუგდეს, მეტოქის მწვრთნელმა ალექსანდრ პაპკოვმა გაოცებულმა თქვა: მეგონა, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5 კალათბურთელზე იყო დამოკიდებულიო.

...მაგრამ კოკოშკოვს რესურსის მეტად გამოყენებაც შეეძლო. მაგალითად: მაკედონიასთან ზაზა ფაჩულიას არყოფნაში ნიკა ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში ცენტრად დააყენა. მანამდე, წინა ორ თამაშში ნიკას ჯამში 10 წუთი ჰქონდა მათამაშები. მაკედონიასთან 25 წუთში 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ნამდვილად შეიძლებოდა წინა ხუთ შეხვედრაში მეტოქეთათვის ნიკას უკეთესად გამოყენება, თუნდაც ცენტრად, მას ხომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში...

ბელგიასთან გიორგი ცინცაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა და გასაკვირი არ არის, რომ მეორე დღეს რუსეთთან მატჩისას ბოლო პერიოდში ჩვეული ენერგიულობით ვერ გაისარჯა. ნამდვილად შეიძლებოდა ბელგიასთან ისედაც მოგებულ მატჩში ცინცაძის ნაცვლად გამყრელიძის შეყვანა (რომელმაც მოედანზე 3 წუთი დაჰყო) და ბუს მომდევნო შეხვედრისთვის შემონახვა. ლაშამ შემდეგაც დაგვანახა, რომ მისი ნდობა გადამწყვეტ მომენტშიც თავისუფლად შეიძლება.

გიორგი შერმადინიც მეტად უნდა დატვირთულიყო და ვლადიმერ ბოისაც. წესითა და რიგით, ვოვა სათანადო ფორმაში უნდა ყოფილიყო, რადგან გუნდთან ერთად ევრობასკეტისთვის 35 დღე ემზადებოდა.

ორი დღის წინათ, მანუჩარ მარკოიშვილმა "ფენერბაჰჩე"-"კანტუს" მატჩის ოვერტაიმში პლეიმეიქერობა იკისრა, თამაში საკუთარ თავზე აიღო და სირენამდე 13 წამით სამქულიანით სხვაობა ორამდე დაიყვანა... თუნდაც ბულგარეთთან, როცა მეტოქე გუნდში როულანდის სახით ლიდერი გამოიკვეთა, ქართველებს კი არაფერი გამოსდიოდათ, ნამდვილად შეიძლებოდა მწვრთნელს მარკოიშვილისთვის სრული კარტ-ბლანში და პლეიმეიქერის "ოქროს ჯოხი" მიეცა. არ ვამბობთ, რომ ამით ბულგარეთს ვაჯობებდით, მაგრამ გუნდს ლიდერი ნამდვილად სჭირდებოდა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბოლო პერიოდში არ უთამაშია გიორგი ცინცაძეს, რომელიც წინა დღეს უკრაინასთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

პასუხი: მწვრთნელს სანაკრებო რესურსის უკეთ გამოყენება შეეძლო.

იგორ კოკოშკოვის მისამართით გაჩენილ ყველაზე ხმამაღალი კითხვა ასე ჟღერს: რატომ არ ააღებინა კალათბურთელებს ჯარიმა მაკედონიასთან მატჩის ბოლოს, როცა სირენამდე 16 წამი რჩებოდა და ბო მაკალები საქართველოს ნაკრების კალათისკენ დაიძრა?

- ჯარიმის შემთხვევაში მაკალები თავისუფალ ტყორცნებს ესროდა, მინიმუმ ერთს აუცილებლად ჩააგდებდა და საქართველოს ნაკრებს შეტევისთვის დრო დარჩებოდა. შესაძლოა ზოგიერთ სპეციალისტს მაკედონელი წესების დარღვევით შეეჩერებინა, იმ იმედით, რომ 14-15 წამში საპასუხო შეტევას შედეგიანად დააგვირგვინებდა. იგორ კოკოშკოვმა კი ივარაუდა, რომ უფრო დიდი შანსი იყო მაკალებს ჯარიმა (ან ჯარიმები) გამოეყენებინა, ვიდრე ქართველებს დარჩენილ დროში ბურთი ჩაეგდოთ. ამიტომაც გადაწყვიტა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, რისთვისაც აუცილებელი იყო მხოლოდ ერთი კალათბურთელისთვის ხელის შეშლა და ძირითადი დრო 63:63 დასრულდებოდა.

პასუხი: დამატებით დროში მწვრთნელს რისი იმედი ჰქონდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია: ვიდრე მაკალები ორქულიანს ჩააგდებდა, ზემოთ დასმულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობდა, კოკოშკოვს ვერ გავამტყუნებდით. მას შემდეგ, რაც ბომ შეტევა შედეგიანად დაასრულა (63:65), მწვრთნელის შეცდომაზე ლაპარაკიც გაიოლდა. თუმცა, იმ ეპიზოდში მოთამაშეებსაც მეტი ყურადღება მოეთხოვებოდათ.

ჰქონდა თუ არა კოკოშკოვს შეგირდებთან ნორმალური ურთიერთობები?

იგორის ჩამოსვლამდე ერთმა მწვრთნელმა ნიკა ცქიტიშვილზე თქვა უარი (კენ შილდსმა), მეორე თავისივე ასისტენტთან იყო გაბუტული (დრაჟენ ბრაიკოვიჩი)...

საქართველოს ნაკრებში ამბიციური კალათბურთელები თამაშობენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თუ სპორტსმენს ამბიცია არ აქვს, ბევრს ვერაფერს მიაღწევს. ასეთ კალათბურთელებთან მუშაობა კი გაცილებით რთულია, ვირდე ვთქვათ ფინელებთან, რომლებიც მწვრთნელის სიტყვების ბოლომდე პირნათლად შესრულების ხარჯზე აღწევენ წარმატებას.

ამა თუ იმ დღეს ბოძებული არასაკმარისი სათამაშო დრო კალათბურთელის ხასიათზე უმალ ისახებოდა. გიორგი ცინცაძემ ბულგარეთთან მატჩისას უკმაყოფილება ვერ დამალა და ალბათ, ამიტომ არ ითამაშა მეოთხე პერიოდში. თუმცა, მეორე დღეს იგი ისეთივე შემართებით ვარჯიშობდა, როგორც დანარჩენები. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგორ კოკოშკოვმა თავის ნაცად ტაქტიკას მიმართა: მატჩის შემდეგ ოთახში შეიყვანა კალათბურთელი და სიტუაცია მასთან ერთად გაანალიზა.

პასუხი: სერბ იგორ კოკოშკოვს ქართველებთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია. მოთამაშეებშიცა და ქართულ საზოგადოებაშიც, უმთავრესად საკუთარი ხასიათის გამო, პატივისცემა დაიმსახურა.

ნაკრების მწვრთნელისადმი იმდენივე კითხვა დარჩა, რამდენიც ზემოთ წაიკითხეთ. რადგანაც გაზეთის ფორმატი არ გავძლევს ერთ გვერდში ორი ამდენის ჩატევის საშუალებას (მითუმეტეს, რომ ამავე გვერდზე სუპერლიგის ქუთაისურ მატჩსაც გთავაზობთ), თხრობა გავწყვიტოთ და მომდევნო კვირას განვაგრძოთ. მეორე ნაწილის ბოლოს მოგვიგროვდება პასუხი ყველა კითხვაზე და შეგვეძლება დასკვნის გამოტანაც: რამდენად წაადგება ნაკრებს იგორ კოკოშკოვის გუნდში დარჩენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

D
ძალიან მაინტერესებს რატომ უნდა დარჩეს აუცილებლად ნაკრებში. რა ჯვარი გვაქ დაწერილი? მაინტერესებს რეალური ანალიზი თუ აქვს ვინმეს და არა "მე ვფიქრობ, მე მინდა, მე ის არ მინდა და ამიტომ ეს მინდა და ა.შ". ნეტა ვინმე რეალურად ფიქრობს გუნდის თამაშის ნაკლოვანებებზე? იქნებ წაიკითხონ ჩემი წინა ნაწერი და შემეხმიანოს. მაინტერესებს სხვების აზრი და შეცდომების ანალიზი.
archili
მე ვფიქრობ კოკოშკოვი აუცილებლად უნდა დარჩეს ნაკრებში, რატომ უნდა გაუშვან მიზეზს ვერ ვხედავ
D
დიდი ბოდიში მაგრამ არც სტატიაა დიდი ვერაფერი და კომენტარები საერთოდ არაკომპეტენტურია. კოკოშკოვთან რასაკვირველია უნდა იყოს კითხვები და თან უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სტატიაშია. მე თუ მკითხავთ სტატიაში დასმული კითხვები საერთოდ ძალიან ნაკლებად არის მნიშვნელოვანი. ახლა რასაც დავწერ შეიძლება ვინმემ იფიქროს ეს ხო ისედაც ნათელი იყოო მაგრამ როგორც ვხედავ არაა ნათელი. ფეხბურთის ნაკრებთან კალათბურთის ნაკრების შედარება საერთოდ არ შეიძლება რადგან ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი დონის კალათბურთელები ბოლო 35 წელია არ გვყოლია და სავარაუდოდ ძალიან გაგვიმართლებს ამ პლეადის მერე მომავალ 35 წელიწადში კიდევ თუ გვეყოლება (რასაც აშკარად ვერ ვიტყვით ფეხბურთელებზე მათ ქეცბაიამ კი არა კუპერმაც ვერ უშველა. იქით გაუფუჭეს კაცს კარიერა მაგრამ ეს ცალკე თემაა). აქედან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული კალათბურთელების შესაძლებლობები. თუ ვინმეს აკმაყოფილებს მხოლოდ ევრობასკეტზე თამაში კი ბატონო მაგრამ თუ გვინდა, რომ ქართული კალათბურთი წინ წავიდეს მაშინ რეალური ანალიზი უნდა ვისწავლოთ. ამის გარეშე უკან წასვლა გარანტირებულია, რადგან მხოლოდ დღევანდელმა წარმატებებმა შეიძლება მოიტანოს ის რომ ბავშვები (მომავალი თაობა) უფრო დაინტერესდნენ და ითამაშონ. ახლა რაც შეეხება კითხვებს. კითხვები, რომ დავსვათ უპირველესად უბდა განვიხილოთ გუნდის თამაში. დღევანდელი კალათბურთი უპირველესად გუნდური თამაშია და თეორიას და თეორიულად სწორ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უფრო მეტიც ვიდრე ფეხბურთში და ალბათ რეგბთან შედარებითაც კი. კალათბურთში გამართლებას ძალიან მცირე მნიშვნელობა ენიჭება რადგან რამდენიმეჯერ შეიძლება გაგიმართლოს რამაც შეიძლება ფეხბურთში თამაში მოიგოს მაგრამ კალათბურთში რამდენიმე შემთხვევით ჩაგდებული დიდი ვერაფერი ხეირია. მთავარია სწორად ითამაშო. ევრობასკეტზე კიდევ ერთხელ გამეორდა ეს თითქოს უბრალო გაკვეთილი. ჯერ ვიტყვი რამ წაგვაგებინა და რატომ არ იყო დამაკმაყოფილებელი კოკოშკოვის მუშაობა. უპირველესად იმან, რომ კალათბურთელები შეტევაში ძალიან ნაკლებად მოძრაობდნენ. მხედველობაში მაქვს უბურთოდ მოძრაობა. შედეგად: ვერ იხსნებოდენ, ამიტომ ბურთიანი მოთამაშე ვერ ახერხებდა პასის მიცემას და პასის მიცემა კი არა ამის გამო საბოლოოდ ბურთიც იკარგებოდა. ამიტომ იყო ამდენი ბურთის დაკარგვა. ბურთის დაკარგვის კატასტროფული (თუ სასაცილო არა) რიცხვი იყო. როგორ უნდა მოიგო თამაში როცა 20-ჯერ ბურთს დაკარგავ. ამ ოციდან 5-იც რომ ჩაგვეგდო სრულიად სხვა შედეგი იქნებოდა. არ არის ლაპარაკი უფრო მეტის ჩაგდებაზე. ახლა გავიხსენოთ რამდენჯერ აღმოჩნდა ჩვენი კალათბურთელი მთელი ევრობასკეტის განმავლობაში გახსნილი სასროლ პოზიციაზე მოწინააღმდეგის გარეშე. ალბათ ეს სულ რამდენიმეჯერ მოხდა ამდენ თამაშში. ეს მაშინ როცა ყველა მეორე თუ არა მეოთხე შეტევაზე მაინც მეტოქე სასროლ პოზიციაზე იყო ჩვენს ფარზე მარტო გასული რაშიდაც ალბათ ყველა გუნდზე უარესი შედეგი გვქონდა (ისევე როგორც ბურთის დაკარგვაში). ეს უპირველესად შეტევაში უბურთოდ სწორი მოძრაობის უკიდურეს ნაკლებობაზე და დაცვაში გუნდური სწორი თამაშის ნაკლებობაზე მეტყველებს. წარმოიდგინეთ 20 ტყუილად დაკარგული ბურთისა და თითქმის ამდენივეჯერ მეტოქის ჩვენ კალათთან მარტო გასვლის შემდეგ რა სისულელეა იმაზე საუბარი ვიღაც ზანგი ბოლო წუთებზე ჩაგიგდებს თუ არა. აბა გაიხსენეთ ჩვენი გუნდის რამდენი სწრაფი კონტრშეტევა ვნახეთ ჩვენს ფარზე მოგებული ბურთის მერე. ალბათ თითზე ჩამოსათვლელი. და არცერთი სწრაფი შეტევა, ვგულისხმობ ჩვენ კალათში ჩაგდებული ბურთის შემდეგ სწრაფად შეტევას სანამ მოწინააღმდეგე დაცვას დააწყობს. რასაც ესპანელები აკეთებდნენ. დილეტანტებს შეიძლება ეგონოთ, რომ სწრაფი შეტევა და კონტრშეტევა სწრაფ სირბილზე და ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული რაც მცდარი აზრია. ეს უპირველესად უბურთო კალათბურთელების სწრაფ და სწორ მოძრაობაზე და შემდეგ პასსზეა დამოკიდებული. რაც თუ რიგიანი კალათბურთელები ყავს პირველ რიგში მწვრთნელმა უნდა დაარეგულიროს ისევე როგორც ყველაფერი ზემოთქმული. მიმაჩნია რომ ტემპიც არასწორად იყო არჩეული. მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა არაფრით არ უნდა ითამაშოს ბოისას და თუნდაც ფაჩულიას ტემპში, პირიქით უბურთოდ სწრაფი თამაშისა და სწრაფი პასების ხარჯზე უნდა მოხდეს გუნდის თამაში და ამ კალათბურთელების პირველ რიგში ფაჩულიას პოტენციალი მეტად წარმოჩინდება. (შეტევაში უბურთოდ სწორი თამაშისა და შესაბამისად პასების განხორციელებისას უფრო დიდი შანსია მეტოქის დაცვის არევისა და რის შედეგადაც ფარქვეშ კარგი პასის გაკეთების შესაძლებლობა იზრდება). გვაქვს პოტენცია შედარებით სწრაფი, მობილური და ტექნიკური ცენტრების ეფექტიანად ამოქმედებისა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცქიტიშვილი არის ყველა დროის ერთერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი მაგრამ არ ვიცი მისი სიზარმაცისა თუ მწვრთნელების გამო მისი ნიჭის ძალიან მცირე ნაწილი ვლინდება. კოკოშკოვის ნაკრებში კიდევ უფრო ნაკლებად ვლინდებოდა. ტემპის გაზრდისას უნდა იყოს გამოყენებული რასაკვირველია შერმადინის შესაძლებლობებიც (მით უმეტეს როცა გუნდში გყავს ისეთი უკანახაზელები როგორიცაა სანიკიძე, შენგელია ვისთანაც შესაძლებელია ძალიან კარგად შეწყვილებულიყო ცქიტიშვილი). მაგრამ ეს ტემპის გაზრდა უპირველესად მთელი გუნდის უბურთოდ სწორი მოძრაობით უნდა მოხდეს და არა ცალკეული კალათბურთელების ხარჯზე. უფრო მეტიც მიმაჩნია, რომ თუ ბოისა და ფაჩულიაც კი ვერ აყვება ასეთ ტემპს და თამაშს, ნაკლებად უნდა ითამაშონ თუმცა არა მგონია ფაჩულია ვერ აყვეს. თუ ვინმე არ დაიჯერებს რასაც ვამბობ გაიხსენოს, რომ ჩვენი ნაკრები სწორედ მაშინ იყო მოწინააღმდეგეზე ერთი თავით მაღლა, როცა უბურთოდ მოძრაობას უჩქარებდა, მოძრაობის, პასების და შედეგად საერთოდ თამაშის ტემპს უმატებდა. რუსეთთანაც კი გამოჩნდა რომ შეგვეძლო თამაშის მოგება თუ ასე თამაშს შევძლებდით. პრობლემები იყო დაცვაში გუნდურად თამაშიც რაც პირველივე თამაშშიც გამოჩნდა, თუმცა შედარებით ძლიერ გუნდებთან უკვე პრობლემად იქცა. ყოველ მეორე თუ არა მეოთხე შეტევაში მეტოქის კალათბურთელი იყო სასროლ პოზიციაზე გასული ხელისშემშლელის გარეშე. ერთია როცა მეტოქეს ხელს უშლი და მაინც ჩააგდებს და მეორე როცა ტაქტიკურად გაუმართავი თამაშის გამო ძალიან ბევრჯერ მეტოქე კალათთან დამცველის გარეშე გაგეპარება. ეს უკვე დიდი ნაკლია. ერთიერთზე დაცვაში თამაში კიდე გამოსდიოდათ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მაგრამ როგორც კი ზონურ დაცვას აირჩევდნენ ეგრევე ჩანდა ტაქტიკური შეცდომები. ეს არის ყველაზე თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი ხარვეზები რაც უპირველეს ყოვლისა მწვრთნელმა უნდა გამოასწოროს და რის გარეშედაც ძლიერ გუნდთან თამაშს საერთოდ ვერ მოიგებ. კოკოშკოვამდე ამ მხრივ საერთოდ საშინელი მდგომარეობა იყო. საერთოდ გუნდი არ იგრძნობდა და კოკოშკოვი ყველა ადრინდელ მწვრთნელს და საერთოდ ყველა ქართველ მწვრთნელს ჯობია, თუმცა ის ხარვეზები რომელიც ზემოთ ვთქვი აშკარად მწვრთნელის ბრალია და თუ არ გამოსწორდა შედეგი არ იქნება. უპირველესად ეს კითხვები უნდა დაუსვან კოკოშკოვს და თუ არ დარწმუნდებიან რომ შეცდომებს გამოასწორებს უნდა გაუშვან. ჩვენ ვთქვით რა უნმიშვნელოვანესი ხარვეზები იყო. კითხვები, ბოლო წუთებზეე და ა.შ შემდეგი ეტაპია და ნაკლებად მნიშვნელოვანი. ახლა მომავალზეც ვთქვათ დღევანდელმა ნაკრებმა შეტევის დროს ისე და იმდენი უნდა იმოძრაოს, რომ ბურთიან კაცს ნებისმიერ მომენტში მინიმუმ ორი კაცი ყავდეს გახსნილი. (დაახლოებით ისე, როგორც ფეხბურთში ბარსელონა აკეთებს) ეს ძნელია მაგრამ ქართველ კალათბურთელებს ამის შესაძლებლობას ასაკი და ინდივიდუალური სისწრაფე შეუწყობს ხელს (უნდა ეცადონ მაინც). სწორედ მაშინ შეიძლება არამარტო რუსეთთან არამედ სხვა კალათბურთის გრანდებთან თამაში. ჩვენს კალათბურთელებს ამის შესაძლებლობა ინდივიდუალურად აქვთ. საჭიროა დაცვაში ტაქტიკურად სწორად თამაში და ზონური დაცვის დამუღამება რაც თავისთავად ასევე მთლიანად გუნდის ტაქტიკურად სწორ თამაშს მოითხოვს. თუ ვინმეს გონია, რომ ერთეულების და არა გუნდის კარგი თამაშით შეიძლება შედეგის ჩვენება, ძალიან ცდება. დირკ ნოვიცკიზე უკეთესი კალათბურთელი მართლაც შეიძლება არ იყოს მაგრამ გერმანიამ ნოვიცკის შესაფერის შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწია. ესპანეთი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი კალათბურთელები ჰყავდა უპირველესად გუნდური კარგი თამაშით იგებდა. ახლაც თვალწინ მიდგას როგორ იღებდა მონაწილეობას შეტევის ბოლო ფაზებში კალათბურთელი, რომელმაც თავის ფარზე ბურთი მოხსნა, პასი გადააწოდა უკვე გახსნილ პარტნიორს და თვითონაც გაიხსნა უკვე მეტოქის ფართან მაშინ როცა მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ არ იყო დაცვაში დამდგარი. ეს იყო არაერთხელ. პარკერი ალბათ ყველაზე ტექნიკური კალათბურთელი იყო მაგრამ მისმა თამაშმა წააგებინა ფრანგებს იმიტომ რომ მისი თამაში გუნდს არღვევდა. არავინ თქვას, რომ მაკედონიას ჩვენზე უკეთესი კალათბურთელები ჰყავდა, თუნდაც ის ზანგი. გუნდი თამაშობდა უფრო სწორად ვიდრე ჩვენი. ზემოთქმული არის ის ძირითადი რომლის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ შედარებით ძლიერ გუნდებთან და რაც მწვრთნელმა ვერ დაალაგა. მაგრამ ესეცაა სანამ კოკოშკოვს გაუშვებენ მანამდე უნდა მოუსმინონ და თუ სათანადო პასუხებს ვერ გასცემს გაუშვან, მაგრამ გაშვებამდე უკეთესი მწვრთნელი უნდა იპოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს შედეგს მივიღებთ. ქართველებში ასეთი მწვრთნელი არავინ არ არის. აქ დაუნახავობა არაფერ შუაშია უბრალოდ რაც გაკეთდა იმაზე მეტია საჭირო და აუცილებელი.
khvich100
ნუ გაატრაკეთ სასქმე!!! ქეცბაიამ ბოლოს წინზე გაიყვანა გუნდი და დატოვეს და ამ კაცს რას ერჩით??? ნეტა ასეთი შედეგი ფეხბურთში გვქონდეს და ისე ითამაშონ იმ უვარგისებმა, როგორც კალათბურთელები თამაშობენ!! ამ კაცს რა ექნა, ფაჩულიას ნაცვლად გასულიყო მოედანზე??? თუ შამანია და ფეხი მოერჩინა ზაზასთვის?? მაგ მაკკალებმა გააგდო მასპინძელი ლიტვა, მაგრამ ის მწვრთნელი არ გაუშვიათ, და ძთქვენ რას ეძებთ რაღეცებს!! ევროპის ჩემპიონი ჯეერ ვერ გავხდებით და ფინალუ ეტაპზე მაინც ვითამაშოთ, მეტი თუ არაFერი
dudu
მე ამ სტატიაში ანალიზის მცდელობა დავინახე და უმადურობა რაში გამოიხატება? რო ვარჩევთ, რაა კარგი და რაა ცუდი, ეს უმადურობაა? თუ ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით რამეს, გამოთქვით აზრი და გავარკვიოთ რაც გვინდა და რაც აქტუალურია. აბა, რა ვქნათ? არ ვიმსჯელოთ?
GIA
არ ვიცი რა ვთქვა, ქეცბაიას უნდა გაუფორმო 4 წლიანი კონტრაქტი და კოკოშკოვი უნდა გაუშვა? სადაა სამართალი?
Werner
ეს სტატია კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ჩვენზე უმადური ხალხი არ არსებობს ამ ქვეყანაზე
დევიდ აირონს
არ ვიცი, მეორე ნაწილში რის თქმას აპირებთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა დარჩეს კოკოშკოვი, ამაში ალბათ საღად მოაზროვნე გულშემატკივართა დიდი ნაწილიც დამეთანხმება-ამდენი ხნის პერიოდში, გუნდმა მხოლოდ ამ მწვრთნელის ხელში მიაღწია შედეგს და უნდა გავუშვათ? აი, ესაა ქართული "სენი"....
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?