ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრების საფეხბურთო წელიწადი: კარგიც, ცუდიც... (დასასრული)

საქართველოს ნაკრების საფეხბურთო წელიწადი: კარგიც, ცუდიც... (დასასრული)

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2011 წელს ჩატარებული ეროვნული გუნდის ყველა მატჩი - ამხანაგურიც და ოფიციალურიც
...როცა შეტევას შედეგი არ მოაქვს

ჩვენ შესარჩევ ჯგუფში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, საქართველოს ნაკრებს სამივე დარჩენილი მატჩის მოგება ხომ ესაჭიროებოდა, ამას გარდა, მეტოქეთა ურთიერთშეხვედრებშიც ჩვენთვის "სასურველი" ანგარიშ(ებ)ი უნდა დაფიქსირებულიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: ვიდრე, საქართველო-ლატვიის მატჩი დაიწყებოდა, უკვე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთმა სტუმრად ისრაელს აჯობა (არადა, ჩვენ ფრე გვაწყობდა) და თუნდაც პლეი ოფში მოხვედრის ყველანაირი შანსიც დავკარგეთ.

რა თქმა უნდა, ძნელია ასეთი არასასიამოვნო ინფორმაციის მიღების შემდეგ სათანადოდ განეწყო ისეთი შეხვედრისათვის, უკვე აღარანაირი სატურნირო მნიშვნელობა რომ აღარ აქვს; თუმცა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისული ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისაგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ელოდა; ჯერ ერთი, ზედიზედ სამი მარცხის მერე საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებს ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტა მართებდათ; აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც უცნაურ ფაქტზე, რასაც ნავსის გატეხვა ჰქვია: ორ სექტემბრამდე ლატვიელებთან არც ერთი საშინაო მატჩი არ გვქონდა მოგებული.

სამწუხაროდ, ლატვიას ვერც ამჯერად ვაჯობეთ, ზედიზედ მეოთხე მატჩიც წავაგეთ (თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით პირველი საშინაო მარცხი) და უკვე იმ საშიშროების წინაშეც დავდექით, ჯგუფში... ბოლოსწინა ადგილი დაგვეკავებინა.

ისე, ლატვიელებთან მართლაც უცნაური მატჩი იყო: საწყის ნახევარ საათში უფრო მეტი მომენტი შევქმენით მეტოქის კართან, ვიდრე საერთოდ, მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში! თუმცა, რად გინდა - სახიფათო მომენტის შექმნას "შესაბამისი" დაბოლოებაც უნდა, ამ კომპონენტში კი, სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები კვლავაც მოიკოჭლებდნენ.

ჯანო ანანიძის მშვენიერი რეიდი, ოთარ მარცვალაძის მიერ ძელს გარტყმული ბურთი, გურამ კაშიას სახიფათო თავური დარტყმა, დავით თარგამაძის მშვენიერი მომენტი (ბურთი კვლავაც ძელს მოხვდა), - ეს ყველაფერი პირველი ტაიმის დასაწყისში იყო და, აქედან გამომდინარე, ვერაფრით წარმოვიდგენდით, ის შეხვედრა ჩვენთვის აშკარად არასასურველი შედეგით თუ დამთავრდებოდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ერთი-ორჯერ კი შევუტიეთ (კვლავაც თარგამაძის აქტიურობასა და შეცვლაზე შემოსული შოთა გრიგალაშვილის შორეულ დარტყმას ვგულისხმობთ), მაგრამ ადრე რომ გვქონდა, იმ უპირატესობიდან აღარაფერი იყო დარჩენილი. მერე კი ჩვენ კარში გატანილი ის მართლაც კურიოზული გოლი ვიხილეთ: სტუმართა შემადგენლობაში ერთადერთმა "შემოქმედმა" ფეხბურთელმა ალექსანდრ ცაუნიამ აუტის ხაზის სიახლოვესთან დანიშნული საჯარიმოდან ბურთი ჩვენ კარში დაარტყა და სტუმრებიც დაწინაურდნენ.

გასაგებია, რომ ამ ეპიზოდში ჩვენი მეკარე აშკარად შეცდა, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე ხომ საკმარისზე მეტი დრო იყო დარჩენილი? თუმცა, თამაშის "შემობრუნებას" ვინ ჩივის, - შეხვედრის ბოლომდე ვეღარც გააზრებულ კომბინაციებს ვაკეთებდით და დაცვაში ორგანიზებულად მოასპარეზე მეტოქესაც საფრთხეს ვეღარ ვუქმნიდით.

ამის მიუხედავად, ორი არცთუ ურიგო მომენტი მაინც გვქონდა: ლადო დვალიშვილმა უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან გაარტყა, ჯაბა კანკავას შორეული დარტყმა კი ლატვიელთა მეკარემ ვანინსმა კუთხურზე მოიგერია.

აი, ასე წავაგეთ მატჩი, სადაც საქართველოს ნაკრებმა აშკარად შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი უჩვენა; არადა, მანამდე ხანგრძლივი და მართლაც ჩინებული წაუგებელი სერიით რომ ვამაყობდით, ჩვენს ნაკრებს მაინც სათამაშო სტილს ვუწუნებდით, - ზედმეტად ფრთხილი და დაცვაზე ორიენტირებულიაო.

ლატვიასთან მარცხის მერე ორი ოფიციალური მატჩი გვქონდა: სტუმრად მალტასთან ფრედ ვითამაშეთ (მეტოქემ შესარჩევ ციკლში ერთადერთი ქულა სწორედ ჩვენთან აიღო!), შემდეგ კი თბილისში ბერძნებთან დავმარცხდით.

კიდევ კარგი, წელიწადი მოგებით მაინც დავასრულეთ: სულ ახლახანს ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვას მოვუგეთ. თუმცა, ამ ბოლო სამ შეხვედრაზე ვრცლად აღარ ვისაუბრებთ და ისღა დაგვრჩენია, კვლავაც მომდევნო შესარჩევი ციკლ(ებ)ის იმედად დავრჩეთ!..

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

საქართველო-ლატვია 0:1

02. 09. თბილისი. "მიხეილ მესხი". 15400 მაყურებელი

0:1 ცაუნია (64)

საქართველო: ლორია - კაშია, ამისულაშვილი (72. დვალიშვილი), ხიზანიშვილი, კალაძე - კანკავა, კობიაშვილი - თარგამაძე, ანანიძე (54. გრიგალაშვილი), მარცვალაძე - იაშვილი (54. სირაძე)

სათადარიგოები: რევიშვილი, გრიგალავა, კობახიძე, კვირკველია

ლატვია: ვანინსი - კლავა, ივანოვსი, გორკსი, კრიაუკლისი - ფერტოვსი, ლაჟდინსი (88. ლაიზანსი) - ვიშნიაკოვსკისი, ცაუნია, ლუკიანოვსი, - ვერპაკოვსკისი (77. კოზლოვსი).

სათადარიგოები: დოროშევსი, სმირნოვსი, პერეპლიოტკინსი, რუგინსი, კოზლოვსი

გაფრთხილება: კანკავა (11), ფერტოვსი (21), ვერპაკოვსკისი (39), გორკსი (50), კრიაუკლისი (86)

არბიტრი: ლ. ტრატოსი (კვიპროსი)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

მალტა-საქართველო 1:1

06. 09. ლა-ვალეტა. "ტაქალი". 5000 მაყურებელი

0:1 კანკავა (15, თარგამაძის პასით), 1:1 მიფსუდი (25)

მალტა: ჰოგი - კარუანა, აგიუსი, შკიბერასი, ფაილა - ჰათჩისონი, ბრიფა, რ. ფენეჩი (60. ბოგდანოვიჩი), კოენი (90. ვუდსი) - მიფსუდი - შკემბრი (76. პეისი).

სათადარიგოები: გაუჩი, მამო, მუსკატი, პ. ფენეჩი

საქართველო: რევიშვილი - კაშია, ხიზანიშვილი, კალაძე, გრიგალავა - კანკავა, კობიაშვილი - იაშვილი (61. დვალიშვილი), ანანიძე (77. კობახიძე), თარგამაძე - მარცვალაძე (66. გრიგალაშვილი)

სათადარიგოები: ლორია, კვირკველია, გურული, სირაძე

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (11), კაშია (58), ჰოგი (90)

არბიტრი: პ. ვან ბოეკელი (ჰოლანდია)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

საქართველო-საბერძნეთი 1:2

11. 10. თბილისი. "მიხეილ მესხი". 7 900 მაყურებელი

1:0 თარგამაძე (18), 1:1 ფოტაკისი (79), 1:2 ხარისტეასი (85)

საქართველო: რევიშვილი კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, კალაძე - კანკავა (42. ლობჟანიძე), კობიაშვილი - თარგამაძე, გრიგალაშვილი (51. იაშვილი), მარცვალაძე - მჭედლიძე (65. გურული)

სათადარიგოები: კვასხვაძე, ხუბუტია, გრიგალავა, დვალიშვილი

საბერძნეთი: ცორვასი - ვინტრა, ციოლისი (56. ფოტაკისი), პაპასტატოპულოსი, სპიროპულოსი - პაპადოპულოსი, კაცურანისი, კარაგუნისი - სალპინგიდისი (68. ათანასიადისი), გეკასი (90. კონე), ხარისტეასი

სათადარიგოები: ხიოტისი, პეცოსი, მაკოსი, მალეზასი

გაფრთხილება: კანკავა (16), მჭედლიძე (22), სპიროპულოსი (43), თარგამაძე (61), ათანასიადისი (74)

არბიტრი: დ. ორსატო (იტალია)

ამხანაგური მატჩი

საქართველო-მოლდოვა 2:0

11. 11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 4000 მაყურებელი

1:0 კობახიძე (36. გელაშვილის პასით), 2:0 ანანიძე (39, პენალტით)

88-ე წუთზე გრიგალაშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი

საქართველო: ლორია - კაშია, ხუბუტია (86. გრიგალაშვილი), ამისულაშვილი, გრიგალავა - ხიზანიშვილი (86. ჯანელიძე), მაისურაძე (53. განუგრავა) - გელაშვილი (64. გურული), ანანიძე (58. გორგიაშვილი), კობახიძე - დვალიშვილი (56. მოდებაძე)

სათადარიგოები: რევიშვილი, კვახაძე, ალადაშვილი, დაუშვილი

მოლდოვა: გაიდუკევიჩი - გოლოვატენკო, არმაში, ბულგარუ (85. პოტირნიკე), ბოლოჰანი (85. კაშკავალი) - ეპურეანუ, ივანოვი - სუვოროვი (46. ბუგაევი), ჩებოტარი (78. პისლა), ზმეუ (30. დოროში) - ოვსიანიკოვი (67. კატანი)

გაფრთხილება: ბოლოჰანი (39), კატანი (70), კაშკავალი (87)

გაძევება: კობახიძე (76), არმაში (76)

არბიტრი: ვ. ალიევი (აზერბაიჯანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Jigaro

ბატონო გია!საინტერესოა სტატიების ამ ციკლისათვის გაზეთის რედაქციამ ჰონორარი თუ გადაგიხადათ? ამ სტატისტიკური მონაცემების მაგივრად ციკლის ანალიზი გაგეკეთებინათ თუ გაქვთ მაგის თავი,საფეხბურთო-ანალიტიკური ცოდნა და ჟურნალისტური სიმამაცე გაგაჩნიათ.მსგავსი შემაჯამებელი არაფრისმთქმელი მონაჩმახისათვის მთავარი რედაქტორის ადგილზე სამსახურიდან დაგითხოვდით, მაგრამ ვაი რომ ვეჭვობ მსგავსი ხასიათის სტატია თვითონ მისი დაკვეთილი არ იყვეს...სირცხვილი თქვენ...ქართული ფეხბურთის დასამარებაში თქვენ და თქვენს კოლეგებს უდიდესი წილი მიგიძღვით.

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე