"უილიამსის" აქციონერმა ტოტო თოლფმა განაცხადა, რომ მისი გუნდის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ ბრაზილიის გრანპრიმდე გახდება ცნობილი
გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანული საჯინიბოს - "უილიამსის" აქციონერმა ტოტო თოლფმა განაცხადა, რომ მისი გუნდის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ ბრაზილიის გრანპრიმდე გახდება ცნობილი.

"ვიცით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უნდა მივიღოთ, თუმცა არჩევანის გაკეთება რთული იქნება. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ იცოდეს ძალთა თანაფარდობის შესახებ", - ამბობს ვულფი.

ფორმალურად, 2012 წელს პასტორ მალდონადოს პარტნიორობაზე პრეტენზიას ოთხი პილოტი აცხადებს - რუბენს ბარიკელო, კიმი რაიკონენი, ადრიან სუტილი და ვალტერი ბოტასი. გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს.

მთავარი ფაქტორი კი პოტენციურ კატარელ სპონსორებთან მოლაპარაკებები იქნება. თუ გუნდი მათთან კონტრაქტის გაფორმებას მოახერხებს, მაშინ "უილიამსის" ბოლიდის საჭესთან მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს კიმი რაიკონენს ვიხილავთ, თუ არა - მაშინ იმ კანდიდატს გაუმართლებს, რომელიც გუნდს ყველაზე უკეთეს ფინანსურ პირობებს შესთავაზებს. ჭორების მიხედვით, რუბენს ბარიკელო მოლაპარაკებები აწარმოებს სპონსორებთან, რომლებმაც მისი გამოსვლა უნდა დააფინანსოს 2012 და 2013 წლების სეზონში.

ამასობაში, ბრიტანულ F1Racing-ს ინტერვიუ მისცა კიმი რაიკონენმა.

"სანამ ყველა დოკუმენტი არ გაფორმდება, ასი პროცენტით დარწმუნებული ვერ ვიქნები იმაში, რომ ფორმულა 1-ში დავბრუნდები. ასე რომ, ახლა ამ საკითხის განხილვა უაზრობაა. ჭორები ყოველთვის არსებობდა - ეს ჩვენი სამყაროს ნაწილია. ჟურნალისტები წერენ იმას, რასაც თავად თვლიან საჭიროდ, მაგრამ მე ეს არ მაღელვებს, რადგან მაინც არაფრის შეცვლა არ შემიძლია. თუ მაინც ეცდებით რაიმეს შეცვლას და იტყვით: "არა, სინამდვილეში ასე არ არის", კიდევ უფრო არევთ სიტუაციას და ახალი ჭორების საფუძველს მისცემთ მათ. ფორმულა 1-ში შეიძლება თქვა ერთი და ჟურნალისტებმა დაწერონ მეორე.

ვარიანტი მართლაც ბევრია, ასე რომ, ჭორები - სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა უმეტეს მათგანს ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მე შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ ნასკარის სერიაში გამოსვლას, თქვენ ამის შესახებ საზოგადოებას ამცნობთ, მაგრამ თუ მსგავსი არაფერი მოხდება, მაშინ ინფორმაცია მცდარი ყოფილა. სანამ რაიმე ცნობა დასაბუთებული არ იქნება, აზრი არ აქვს მის კომენტირებას.

ყოველთვის მომწონდა ახალი გამოწვევის მიღება. ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ არ მსურს ჯერ მასზე ლაპარაკი, რადგან არ ვიცი - ახდება თუ არა ის", - თავის სტილში ლაპარაკობს ფინელი პილოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა