ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: მადრიდის "რეალმა" ხუთგოლიანი თრილერი "მესტალიაზე" 3:2 მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა

"მესტალიაზე" თამაში სრულდებოდა, როცა მასპინძელთა ერთ-ერთ უკანასკნელ შეტევას გოლი აუცილებლად მოყვებოდა, რომ არა გონსალო იგუაინი. არგენტინელმა კარგი ჰოკეისტი მეკარესავით მოიგერია ბურთი კარის ხაზიდან კუთხურზე, თუმცა მასპინძლები მიიჩნევდნენ, რომ იგუაინმა ხელით ითამაშა. ასეა თუ ისე, მსაჯმა ხოსე ანტონიო ტეშეირა ვიტიენესმა სხვაგვარად განსაჯა - "რეალმა" ხუთგოლიანი თრილერი "მესტალიაზე" 3:2 მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" ძალზე იოლად მოიგო თავისი მატჩი.

ჟოზე მოურინიომ 50-ე მატჩი ლა ლიგაში გამარჯვებით აღნიშნა, თუმცა მისმა გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა, პირველში "რეალის" უპირატესობა აშკარა იყო, ლიდერი დამსახურებულად იგებდა, მეორეში კი "ლოს ჩემ" დაჩაგრა მეტოქე, მაგრამ უშედეგოდ.

ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა, ჩაბი ალონსომ საჯარიმო ისე ჩააწოდა, რომ ქარიმ ბენზემა დიეგო ალვეშს შეატოვა, ფრანგმაც, რომელიც გადაღლილი იგუაინის ადგილს იკავებდა სასტარტო შემადგენლობაში, ფრანგმა შესანიშნავად დაამუშავა ბურთი და მიწაზე დაუშვებლად გაიტანა.

მეორე ტაიმი "ვალენსიამ" გიჟურ ტემპში დაიწყო, პირველ ხუთ წუთში რამდენჯერმე დაემუქრა იკერ კასილიასის კარს. ნელნელა თამაშმა ტემპი დაკარგა, ხოლო ფეხბურთელებმა ერთმანეთთან კინკლაობა გააჩაღეს, მსაჯმა ბარათების დარიგებას მიჰყო ხელი, მაგრამ აშკარა იყო, რომ ვიტიენესს მატჩის სადავეები ხელიდან ეცლებოდა.

გოლთა წვიმა კი 71-ე წუთიდან დაიწყო - მესუთ იოზილმა კუთხური ჩამოაწოდა და სერხიო რამოსმა თავურით "რეალი" 2:0 დააწინაურა. ეს უკვე დიდი ფორა იყო, თუმცა მასპინძელთა ფორვარდ რობერტო სოლდადოს ვეღარ აჩერებდნენ, სამ წუთში მან ერთი გოლი გაქვითა - კასილიასი ფეხებში ჩაუვარდა პაბლო ერნანდესს, მაგრამ სოლდადოს დამატებულს აუღებელი ეთქმოდა. ამის შემდეგ ვალენსიელთა ბრაზილიელი გოლკიპერი დიეგო ალვეში შეცდა, როცა კრიშტიანო რონალდოსთან საჰაერო დუელი წააგო, პორტუგალიელმაც მახვილი კუთხიდან დალაშქრა მასპინძელთა კარი.

"ვალენსია" მაინც არ დანებდა, პაბლო ერნანდესმა კარის ხაზთან მიუსწრო ბურთს, ჩააწოდა და სოლდადოს დუბლი შეასრულებინა. ამის შემდეგ იყო ის საკამათო ეპიზოდი, რითაც ტურის ცენტრალური მატჩის შესახებ თხრობა დავიწყეთ.

უნაი ემერი (ვალენსია): "ეს თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო, თამაშის მიწურულს ჩვენ პენალტი უნდა დაგვერტყა. ეს იქნებოდა ყველაზე სამართლიანი შედეგი. მარცხმა ძალიან დაგვწყვიტა, მართალია, პირველი ტაიმი ჩავაგდეთ - თამაშს მეტოქე აკონტროლებდა, მაგრამ მას ბევრი საგოლე მომენტი არ შეუქმნია. მეორე ტაიმში ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მაინც უქულოდ დავრჩით. მაგრამ ახლა უკვე ოთხშაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ - ადრე ავდგეთ და მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის".

აიტორ კარანკა (რეალი): "ასეთი გამარჯვებები გუნდის ერთიანობას აძლიერებს. ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ "რეალს" იმ შემთხვევაშიც შეუძლია მოგება, როცა კარგად თამაშობს და მაშინაც, როცა კარგად თამაში არ გამოსდის. ბოლოსკენ ჩვენივე შეცდომების წყალობით გავირთულეთ საქმე".

სხვათა შორის, ჟოზე მოურინიომ რონალდოს გოლი საოცრად აღნიშნა - გახარებული სათადარიგო ხოსე კალეხონს შეახტა და "გააჭენა".

მანამდე ორი საათით ადრე "ბარსელონამ" მშვიდად და აუღელვებლად 4:0 მოუგო "სარაგოსას", ორივე ტაიმში 2-2 გოლი გაუტანა ფინანსურ კრიზისში მყოფ არაგონულ კლუბს. მე-18 წუთზე ჩავიმ საჯარიმო ჩააწოდა და ყველას თავით ჟერარდ პიკემ დაასწრო. მალე ჩემპიონატის ბომბარდირმა ლიონელ მესიმ გაიტანა, არგენტინელმა საჯარიმოში სესკ ფაბრეგასის პასი მიიღო და დანარჩენი ისე შეასრულა, როგორც სჩვევია - უმაღლეს დონეზე.

მეორე ტაიმში პიკეს მეწყვილემ, კარლეს პუიოლმა გაიტანა. პუიოლმა ახლო მანძილიდან ორჯერ დაარტყა "სარაგოსას" კარში, მეორედ მეკარე უძლური იყო. "სარაგოსას" განადგურება დავიდ ვილიამ დაასრულა, მას მერე, რაც სტუმართა მცველები შეცდნენ, ისააკ კვენკამ ჩააწოდა და "ელ გუახემ" თავით გაიტანა - 4:0.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "მიუხედავად იმისა, რომ ვილია სასტარტოში არ ყოფილა, მე მას ბოლომდე ვენდობი. რაც შეეხება მესის, ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც მალე შეუძლია გასაღები მოარგოს მეტოქის კარს, ამიტომ, როცა შევატყე თამაში შეეძლო, ერთი წამითაც არ მიყოყმანია".

"რეალ სოსიედადმა" და "ესპანიოლმა" უგოლო ფრე "გამოაცხვეს", ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი სტუმარი სერხიო გარსიას ტრავმა იყო პირველ ტაიმში, რის გამოც მას მოედნის დატოვება მოუწია.

"სანჩეს პისხუანზე" "ბილბაომ" მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა "სევილიაზე". გამარჯვების გოლი კი ოსკარ დე მარკოსის ანგარიშზეა.

მადრიდშიც ვიხილეთ 5-გოლიანი თრილერი - ამჯერადაც (როგორც, "ვალენსია"-"რეალის" შემთხვევაში) მადრიდულ-ვალენსიური დაპირისპირება დედაქალაქელებმა 3:2 მოიგეს - ასე დაამარცხა "ატლეტიკომ" "ლევანტე".

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური

ვილიარეალი-ბეტისი 1:0

ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, კატალა - ბ. ვალერო (89. სენა), ბრუნო - ე. პერესი (73. მარჩენა), დე გუზმანი (83. ხოსელუ), ორიოლი - მ. რუბენი.

ბეტისი (4-3-3): კასტო - ისიდორო, უსტარიცი, დორადო, ნაჩო - ბენატი (56. მონტერო), ირინეი (46. მატილია), კანიასი - რ. კასტრო (72. სანტა კრუსი), მოლინა, პოსუელო.

გოლი: 1:0 ბ. ვალერო (20)

გაფრთხილება: ბრუნო, მ. რუბენი, ბ. ვალერო, მუსაჩიო, დ. ლოპესი - ისიდორო, რ. კასტრო

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-23; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 11-14 (5-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 17 000

ბარსელონა-სარაგოსა 4:0 [იხილეთ ვიდეო]

ბარსელონა (4-2-3-1): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, პიკე, მაქსველი - ჩავი (55. ტ. ალკანტარა), კეიტა - კვენკა, ფაბრეგასი (66. ვილია), ა. სანჩესი (55. ინიესტა) - მესი.

სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, ლანსარო, მატეოსი, პარედესი (79. აბრაჰამი) - მეირა, პონსიო - ბარერა (46. ლაფიტა), ლუის გარსია (46. რუბენ მიკაელი), ხუან კარლოსი - პოშტიგა.

გოლები: 1:0 პიკე (18), 2:0 მესი (43), 3:0 პუიოლი (54), 4:0 ვილია (75)

გაფრთხილება: პიკე, დანი ალვეში - ლანსარო, ხუარესი, რუბენ მიკაელი

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 27-4 (11-0); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 80 000

ვალენსია-რეალი 2:3 [იხილეთ ვიდეო]

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, ალბა (84. ადურისი) - ალბელდა, ტ. კოსტა - ფეგული (72. პ. ერნანდესი), პარეხო (61. ჟონასი), მატიო - სოლდადო.

რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა (50. ალბიოლი), პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო, ლ. დიარა (84. გრანერო) - იოზილი, ბენზემა (72. იგუაინი), რონალდო.

გოლები: 0:1 ბენზემა (19), 0:2 სერხიო რამოსი (71), 1:2 სოლდადო (74), 1:3 რონალდო (78), 2:3 სოლდადო (83)

გაფრთხილება: ტ. კოსტა, ალბელდა, დიეგო ალვეში - არბელოა, რონალდო, მარსელო, იოზილი, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო, გრანერო

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9-9 (5-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 44 000

რეალ სოსიედადი-ესპანიოლი 0:0

რეალ სოსიედადი (4-4-2): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, მ. გონსალესი, კადამურო (65. ესტრადა) - ჩაბი პრიეტო, ილარამენდი (71. არანბურუ), მარიგა (77. რუბენ პარდო), აგირეჩე - ხ. ლორენტე, ველა.

ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - გალანი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, რომარიკი - სერხიო გარსია (16. ტიევი), ვერდიუ, ვეისი (83. რუი ფონტე) - ა. ვასკესი (74. ალფონსო).

გაფრთხილება: ლორენტე, კადამურო, ანსოტეგი, ილარამენდი - დიდაკ ვილა

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-20 (1-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 21 000

სპორტინგი-ხეტაფე 2:1

სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა (63. სანგოი), ნაჩო კასესი (84. ეგურენი) - ტრეხო (81. ნაჩო ნოვო), ადნრე კაშტრო, დე ლას კუევასი - ბარალი.

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი (43. სარაბია), კატა დიასი, რაფა, მანე - მიჩელი, ლასენი - ვალერა, აბდელი, დ. კასტრო (71. ხ. როდრიგესი) - მიკუ (86. გუისა).

გოლები: 0:1 მიკუ (34), 1:1 ტრეხო (45), 2:1 ნაჩო ნოვო (89)

გაფრთხილება: ნაჩო კასესი, ბარალი - რაფა, დიასი, ტორესი, სარაბია, როდრიგესი, ვალერა, აბდელი

გაძევება: აბდელი (61)

კუთხური: 8-1; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19-9 (8-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 20 000

ოსასუნა-რაიო ვალეკანო 0:0

ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - დამია, რუბენი, ფლანიო, რაიტალა - პუნიალი, ნეკუნამი (79. ტიმორი), რ. გარსია (66. ლამა) - სეხუდო, ნინო (84. კიკე სოლა), იბრაჰიმა.

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, არიბასი, ხორდი, კასადო - ფუეგო, მოვილია (84. რ. გარსია) - ლ. ბანგურა, მიჩუ, პიტი (67. ბოტელიო) - დელიბაშიჩი (60. ტამუდო).

გაფრთხილება: ფლანიო, რუბენი, ტიმორი - ხორდი, არიბასი, კასადო, მიჩუ

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-9 (5-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 16 000

სევილია-ბილბაო 1:2

სევილია (4-4-2): ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ესკუდე, ნავარო - ხესუს ნავასი, ფასიო, ტროხოვსკი (66. რაკიტიჩი), პეროტი (72. არმენტეროსი) - კანუტე, ნეგრედო (63. დელ მორალი).

ბილბაო (5-4-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ხ. მარტინესი, აურტენეჩე, დე მარკოსი - სუსაეტა (66. გაბილონდო), ი. პერესი (86. რამალიო), ანდერი, მუნიაინი - ფ. ლორენტე (88. ტოკერო).

გოლები: 0:1 ირაოლა (5), 1:1 ხესუს ნავასი (14), 1:2 დე მარკოსი (71)

გაფრთხილება: სპაჰიჩი, ნავარო - სან ხოსე, დე მარკოსი

კუთხური: 1-6; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 8-14 (5-5); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 28 000

ატლეტიკო-ლევანტე 3:2

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - სილვიო (57. პერეა), მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, ტიაგო (46. პიცი) - სალვიო (63. რეიესი), დიეგო, არდა - ადრიან ლოპესი.

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი (76. რ. სუარესი), ფარინოსი - ვალდო, ელ ჟარი (65. იბორა), ბარკერო (76. არანდა) - კონე.

გოლები: 1:0 პიცი (68), 1:1 ხ. ტორესი (71), 2:1 ადრიან ლოპესი (74), 3:1 დიეგო (82), 3:2 რ. სუარესი (92)

გაფრთხილება: დომინგესი, პიცი, არდა, ა. ლოპესი - ელ ჟარი

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 26-9 (13-5); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 35 000

გრანადა-მალიორკა 2:1

რასინგი-მალაგა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 12 10 1 1 42-9 31

2. ბარსელონა 12 8 4 0 38-6 28

3. ვალენსია 12 7 3 2 19-12 24

4. ლევანტე 12 7 2 3 19-12 23

5. სევილია 12 4 6 2 12-10 18

6. ბილბაო 12 4 5 3 19-15 17

7. მალაგა 11 5 2 4 12-14 17

8. ესპანიოლი 12 5 2 5 9-13 17

9. ატლეტიკო 12 4 4 4 17-16 16

10. ვალეკანო 12 4 4 4 14-13 16

11. ოსასუნა 12 3 6 3 14-24 15

12. ვილიარეალი 12 3 5 4 10-17 14

13. ბეტისი 12 4 1 7 10-16 13

14. სპორტინგი 12 3 3 6 12-17 12

15. ხეტაფე 12 2 4 6 13-19 10

16. მალიორკა 11 2 4 5 8-16 10

17. სარაგოსა 12 2 4 6 12-26 10

18. რასინგი 11 1 6 4 7-15 9

19. გრანადა 11 2 3 6 4-12 9

20. სოსიედადი 12 2 3 7 9-18 9

ბომბარდირები

15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - გონსალო იგუაინი (რეალი); 8 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 7 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).

მომდევნო ტური

26 ნოემბერი: რაიო ვალეკანო-ვალენსია, რეალი-ატლეტიკო.

27 ნოემბერი: ხეტაფე-ბარსელონა, ბეტისი-რეალ სოსიედადი, ლევანტე-სპორტინგი, მალიორკა-რასინგი, ესპანიოლი-ოსასუნა, ბილბაო-გრანადა, სარაგოსა-სევილია.

28 ნოემბერი: მალაგა-ვილიარეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...