ხორვატიაში სენიორ მოჭადრაკეთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენებურმა სვეტლანა მედნიკოვა დაამარცხა და 4 ქულა მოაგროვა
ხორვატიაში სენიორ მოჭადრაკეთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე შაბათს მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა სვეტლანა მედნიკოვა (რუსეთი) დაამარცხა და 4 ქულა მოაგროვა, თუმცა მე-2 ადგილს მაინც ვერ ასცდა, რადგან ლუდმილა საუნინამ (რუსეთი) სეით ტიფსეის (ინდოეთი) სძლია და 4,5 ქულას მოუყარა თავი.

გაფრინდაშვილთან ქულებით გათანაბრება შეეძლოთ ნინო მელაშვილს ან თამარ ხმიადაშვილს, მაგრამ მათი დაპირისპირება მშვიდობიანად დამთავრდა. ასევე, დაზავდნენ ვალენტინა კოზლოვსკაია - ელენა ფატალიბეკოვა, რიმა ბილენოვა-გალინა სტრუტინსკაია (ყველა - რუსეთი), ვალერია დოთანი (ისრაელი) - ნატალია ტიტორენკო (რუსეთი). ხოლო რუსმა ტატიანა ბოგუმილმა თანამემამულე ნატალია ჩირეიკინა დაამარცხა.

მამაკაცებში ხუთი ტურის შემდეგ 4,5-4,5 ქულით პირველ-მეექვსე ადგილებს ნუხიმ რაჩკოვსკი (რუსეთი), დავორინ კომლიენოვიჩი, კრუნოსლავ ჰულაკი (ორივე - ხორვატია), ანატოლი ვაისერი (საფრანგეთი), ვლასტიმილ იანსა (ჩეხეთი) და იოზეფ რუკავინა (ხორვატია) ინაწილებენ.

მოჭადრაკეები გუშინ ისვენებდნენ. დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: ქალები. გაფრინდაშვილი - საუნინა, ფატალიბეკოვა - მედნიკოვა, ხმიადაშვილი - კოზლოვასკია, სტრუტინსკაია - ბოგუმილი, ტეფსეი - მელაშვილი. კაცები. რუკავინა - ვაისერი, რაჩკოვსკი - ჰულაკი, იანსა - კომლიენოვიჩი, ჟელანინი - ტიმოშენკო, კოვაჩევიჩი - ვანი, პუშკოვი - შუბა, ჩერნოვი - ცებალო, კუინჯი - კლუნდტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა