კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველი ნახევარმცველით დაინტერესებას არ უარყოფს
უკრაინული "ოლექსანდრიას" ქართველი ლეგიონერის, დავით თარგამაძის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ქართველ გულშემატკივარს მოეხსენება, რომ ნაკრების ნახევარმცველის გადაბირების სურვილი უკვე არაერთმა კლუბმა, მათ შორის პორტუგალიურმა "პორტომაც" გამოთქვა, სულ ახლახან კი თარგამაძის აგენტმა დაინტერესება სერია A-სა და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებიდანაც დაადასტურა.

"ოლექსანდრია" უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში კიევის "დინამოს" ესტუმრა და 0:4 კი დამარცხდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელის მომავალზე სჯა-ბაასი კიდევ უფრო გაცხოველდა. დავიწყოთ იმით, რომ მატჩის შემდეგ თარგამაძეზე კითხვა კიეველთა თავკაცს, იური სიომინს დაუსვეს.

- არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ "ოლექსანდრიას" მოთამაშით, დავით თარგამაძით დაინტერესდით. ეს მართალია?

- თარგამაძე კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, მის მოქმედებებს მოედანზე ყველა გაფაციცებული უყურებს. რა იქნება მომავალში, ამის თქმა ჯერ გამიჭირდება.

- როგორ შეაფასებდით დღეს მის თამაშს?

- მან კარგად ითამაშა.

თავის მხრივ კიევის "დინამოს" გულშემატკივართა საიტმა dynamomania.com-მა მატჩის შემდეგ თარგამაძეს ინტერვიუ ჩამოართვა, რასაც წინ ასეთი დახასიათება წაუმძღვარა:

"ინტერვიუ "ოლექსანდრიის" ლიდერთან და "დინამოსთან" მატჩის შემდეგ უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოთამაშესთან".

- დავით, გეპატიჟებიან პორტუგალიაშიც და სხვა ქვეყნებშიც. ამის გამო წნეხის ქვეშ ხომ არ ხარ?

- არა, საერთოდაც არა. პორტუგალიურ ვარიანტზე მსმენია, მაგრამ ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცი. მე კონტრაქტი "ოლექსანდრიასთან" 2013 წლამდე მაკავშირებს და ამ ზამთრამდე მაინც არსად წავალ.

- ტრავმის შემდეგ სრულებით გამოჯანმრთელდი?

- ფიზიკურად გამიჭირდა. სამი კვირა გამიცდა - არც მითამაშია და არც მივარჯიშია, მხოლოდ ვისვენებდი. ვარჯიში სულ ორი კვირის წინ განვაახლე.

- რამ განაპირობა "ოლექსანდრიას" ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება?

- მე-4 წუთზე გაშვებულმა გოლმა. ამის შემდეგ რაიმეს შეცვლა უკვე ძალიან ძნელი იყო.

- "დინამოს" დაცვის გასარღვევად მწვრთნელისგან როგორი დავალება გქონდათ?

- სტანდარტულების აქტიურად გამოყენება და საერთოდაც, შემტევი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა.

- თქვენი გუნდი ხშირად უტევდა ფლანგებიდან და საჯარიმოში მიზანმიმართულად აწვდიდა. ეს თქვენი სტილია?

- მწვრთნელმა ასეთი მითითება მოგვცა: მე მარჯვნიდან უნდა შემეტია, კსენზს მარცხნიდან. სისწრაფით ორივენი გამოვირჩევით, მაგრამ დღეს არ გამოგვივიდა.

- მატჩის შემდეგ რა გითხრათ მწვრთნელმა?

- გასახდელში არ შემოსულა. ახლა ერთდღიანი დასვენება გვაქვს, შემდეგ კი ბაზაზე შევიკრიბებით.

- "ობოლონმა" "ვორსკლას" სძლია, რამაც კიდევ უფრო გაგირთულათ სატურნირო მდგომარეობა.

- დიახ, ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ვართ. "ობოლონს" კი შევაქებ - ყოჩაღ მათ!

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა