პორტუგალიელი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ "ჩელსიში" სამსახურის დაკარგვა არ ემუქრება
პორტუგალიელი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ "ჩელსიში" სამსახურის დაკარგვა არ ემუქრება, არადა, რაც დასავლეთლონდონელთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩია, გუნდს სეზონი ასე ცუდად არ დაუწყია.

კვირას, "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულთან" 2:1 წაგებისა და ლიდერ "მანჩესტერ სიტისთან" 12 ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ვილაშ-ბოაში ფსიქოლოგიურ ტვირთს, რასაკვირველია, გრძნობს, მაგრამ თავს ასე იმხნევებს:

"აბრამოვიჩს ჩემი "პორტუდან" წამოსაყვანად 15 მილიონი ევრო იმიტომ კი არ გადაუხდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემს ახლა უკვე გაშვებაში გადაიხადოს დიდძალი ფული. მეპატრონის მოთმინებას არავინ ამოწმებს. დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვწამს იმის, რასაც ვაკეთებთ და ვიცით, რომ მომავალში კარგი შედეგი გვექნება. "ჩელსი" საკმაოდ ძლიერი გუნდია საიმისოდ, რომ ყველა შეჯიბრებაში იბრძოლოს და მოწინააღმდეგეებს ტოლი არ დაუდოს.

რასაკვირველია, პრემიერლიგაში რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ისეთ გუნდთან, როგორიც "მანჩესტერ სიტია" 12 ქულიანი ჩამორჩენა ბევრია. ეს სულაც არ გახლავთ ის, რასაც ველოდით, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება შეგვიძლია. დეკემბრის განრიგის დიდი იმედი გვაქვს".

საინტერესოა, რატომ აქვს ვილაშ-ბოაშს დეკემბრის იმედი? ჩავხედოთ კალენდარს. შემდეგ უქმეებზე ანუ ჯერ კიდევ ნოემბერში, "ლურჯები" მასპინძლობენ "ვულვერჰემპტონს", შემდეგ კი იწყება დეკემბერი: დასავლეთლონდონელები ჯერ სტუმრობენ კერკეტ "ნიუკასლს", მერე კი მასპინძლობენ "მანჩესტერ სიტის".

ამის მერე ზედიზედ ორი გასვლაა: მიდიან უიგანსა და ლონდონში, "ტოტენჰემთან" სათამაშოდ. და ბოლოს ორი შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" "ფულჰემთან" და "ასტონ ვილასთან". ვითომ, ეს ასეთი სახარბიელო განრიგია?

ამასობაში, გაირკვა, რომ ბოლო დროს ცოტა მივიწყებული ფრანგი ვარსკვლავის, 32 წლის ნიკოლა ანელკას შეძენას, იანვარში, ჩინური "შანხაი შენხუა" აპიებს. ანელკას კონტრაქტს ვადა ისედაც გაუდიოდა სექტემბერში.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაგრძო: "ძალიან მაწუხებს გაშვებული გოლების რაოდენობა, ამიტომ, ახლა მთავარია საკუთარი თამაში კარგად გავაანალიზოთ და მივხვდეთ, რატომ ვცდებით დაცვაში ასე ხშირად. აშკარაა, რომ დეტალებს სჭირდება ჩაკირკიტება, ვფიქრობ მიზეზს იქ ვიპოვნით".

ვილაშ-ბოაში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველ გარი ნევილზე გაბრაზდა. ნევილი, მოგეხსენებათ, ტელემიმომხილველად მუშაობს და "ჩელსისა" და "ლივერპულის" შეხვედრის გარჩევისას თქვა, "ლურჯების" ბრაზილიელი მცველი, 24 წლის დავიდ ლუიზი ისეთი შებოჭილი იყო, გეგონება "პლეისტეიშენის" ნახატი ბრძანდებოდა და მის მოძრაობას ტრიბუნიდან 10 წლის ბიჭი აკონტროლებდაო.

"გარი ნევილი ფანტასტიკური მცველი იყო, მაგრამ მისი ნათქვამის გამოკიდება ჩემი მხრიდან სისულელე იქნება" - თქვა "ჩელსის" თავკაცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა