ჟან-ერიკ ვერნს მიაჩნია, რომ სიჩქარე, რომელიც მან აბუ-დაბიში ახალგაზრდული ტესტებისას აჩვენა, "სამეფო რბოლებში" მისი დებიუტის საწინდარი უნდა გახდეს
ფორმულა 1-ის ამომავალ ვარსკვლავს ჟან-ერიკ ვერნს მიაჩნია, რომ სიჩქარე, რომელიც მან აბუ-დაბიში ახალგაზრდული ტესტებისას აჩვენა, "სამეფო რბოლებში" მისი დებიუტის საწინდარი უნდა გახდეს.

ამ სეზონში ფრანგი პილოტი ორ გრანპრიზე, პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების დროს "ტორო როსოს" ბოლიდით გავიდა ტრასაზე, ახლა კი იას-მარინას ტრეკზე სამი დღის განავლობაში ყველაზე კარგ დროს აჩვენებდა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტესტის დროს ვერნმა 0,4 წამით უარესი დრო აჩვენა იმაზე, რაც აბუ დაბის გრანპრის კვალფიკაციისას "რედ ბულის" პილოტს, მსოფლიოს ჩემპიონ სებასტიან ფეტელს ჰქონდა.

ვერნი "ტორო როსოში" მოხვედრის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია: მას შეიძლება შესთავაზონ ძირითადი პილოტის კონტრაქტი ან სარეზერვო პილოტის ადგილი. გარდა ამისა, კომპანია "რედ ბულის" ავტოსპორტის პროგრამის ხელმძღვანელებმა, შესაძლოა, ფრანგისთვის სხვა გუნდში მონახონ ადგილი. ასე მოხდა წელს, მაგალითად, დანიელ რიკარდოს შემთხვევაში - ავსტრალიელმა სეზონის ნახევარი HRT-ის რიგებში გაატარა.

"ტესტებმა აჩვენეს, რომ საკმარისად სწრაფი ვარ და შემიძლია ფორმულა 1-ში დებიუტი, - ამბობს ვერნი "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - მაგრამ ეს გადაწყვეტილება "რედ ბულმა" უნდა მიიღოს.

ამ კომპანიის მხარდაჭერის წყალობით შევძელი ტესტების ჩატარება RB7-ის ბოლიდით და გავიარე გზა კარტინგიდან ფორმულა 1-ის მანქანამდე. ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემს ძალებშია და ახლა "რედ ბული" გადაწყვეტს ჩემი კარიერისთვის რომელი ვარიანტი იქნება მიზანშეწონილი. ბრაზილიაში მომიწევს ტესტების გავლა და იქ გამოჩნდება ყველაფერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე