"ბოსტონ სელტიქსის" ლიდერმა ლოკაუტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა
"ბოსტონ სელტიქსის" ლიდერი პოლ პირსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შეურიგებელი იყო ლოკაუტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს.

გუშინ, ფორვარდმა საკუთარი აზრი გამოთქვა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - სეზონი უნდა გაიმართოს. ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ და ყოველთვის ვპასუხობ: დიახ, ჩემპიონატი ჩატარდება. ის შეიძლება მხოლოდ ორი თვე გაგრძელდეს, მაგრამ სეზონი იქნება. ამას ვგრძნობ", - ამბობს ბოსტონელი კალათბურთელი.

"მჯერა, რომ მალე რაღაც მოხდება, ორივე მხარე გააცნობიერებს თავის შეცდომებს და შეთანხმებამდე მივლენ. სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან ის, რაც დღეს ხდება, საღ შეფასებას არ ექვემდებარება - ლოკაუტი ვნებს NBA-ის საერთაშორისო ავტორიტეტს, ჩვენ კი არ შეგვიძლია ან არ გვინდა შექმნილი სიტუაციის შეცვლა", - დაასრულა თავის კომენტარი პოლ პირსმა.

ამასობაში ირკვევა, რომ მილერების ოჯახმა, რომელსაც "იუტა ჯაზი" ეკუთვნის, შესაძლოა, გაყიდოს კლუბი თუ ახალი კოლექტიური ხელშეკრულება არ იქნება მომგებიანი NBA-ის კლუბების მფლობელთათვის.

ლოკაუტის პერიოდში NBA-ის კალათბურთელები ევროპის გარდა, ჩინეთშიც წავიდნენ სათამაშოდ და იქაურ ლიგაში ორი მათგანს დებიუტი ჰქონდა.

"დენვერ ნაგეტსის" წევრმა უილსონ ჩენდლერმა პირველი მატჩი ჩაატარა ჟეიანგის "ლომების" რიგებში. ამერიკელი დომინირებდა მოედანზე და საბოლოოდ 43 ქულა, 22 მოხსნა, ოთხი შედეგიანი პასი და სამი ჩაჭრა დააგროვა.

სამაგიეროდ, უიღბლო დებიუტი გამოუვიდა "დენვერის" კიდევ ერთ ყოფილ კალათბურთელს ჯეი არ სმიტს. იმავე ქალაქ ჟეიანგის მეორე კლუბის რიგებში მან მუხლის ტრავმა მიიღო და მხოლოდ პარტნიორების დახმარებით შეძლო მოედნის დატოვება. ჯერჯერობით უცნობია სმიტის ტრავმის ხარისხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე