ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნეაპოლი და მანჩესტერი ყურადღების ცენტრში

ნეაპოლი და მანჩესტერი ყურადღების ცენტრში

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩების წინ
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩების წინ

A ჯგუფი

ბაიერნი-ვილიარეალი

"ბაიერნი" არც ისეთი ძლიერი და მით უმეტეს უძლეველი ყოფილა, როგორც აქამდე ჩანდა - ასეთი აზრი გასული უქმეების შემდეგ ბევრს გაუჩნდებოდა, რადგან მიუნხენურმა გრანდმა საკუთარ მოედანზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" 0:1 წააგო და უმთავრეს კონკურენტს ორქულიან დისტანციაზე მიახლოვების საშუალება მისცა.

საპირისპიროს დამტკიცება ბავარიელებს დღეს ჩემპიონთა ლიგაში შეუძლიათ - თუ ჯგუფის აუტსაიდერ "ვილიარეალს" დაამარცხებენ, "სიკვდილის ჯგუფში" მერვედფინალის საგზურს ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდებენ. რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ული ჰიონესი ამბობს, ამით სეზონის პირველი მიზანი მიღწეული იქნებაო, "დორტმუნდისგან" მიღებულ დარტყმაზე კი დიდად არ დარდობს.

წესით, "ბაიერნმა" ესპანური კლუბი იოლად უნდა დაამარცხოს, რადგან "ვილიარეალს" ოთხივე თამაში წაგებული აქვს, ამ სეზონში გასვლაზე ცხრიდან არცერთი მატჩი არ მოუგია და თანაც, უმთავრესი ფეხბურთელები, ნილმარი და როსი ტრავმირებულები არიან. მიუნხენელთა თავკაცი იუპ ჰაინკესი დისკვალიფიცირებულ ბადშტუბერს ვან ბუიტენით შეცვლის, არიენ რობენი კი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, ლამი - ტიმოშჩუკი, კროოსი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.

ვილიარეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - მარიო, გ. როდრიგესი, მუსაკიო, კატალა - ბორხა ვალერო, ბრუნო - ერნან პერესი, დე გუზმანი, ორიოლი - მარკო რუბენი.

არბიტრი: მარკუს შტრიომბერგსონი (შვედეთი)

ნაპოლი-მანჩესტერ სიტი

გაცილებით საინტერესო და მძაფრი დუელი შედგება ნეაპოლში, სადაც "მანჩესტერ სიტი" ორქულიანი უპირატესობით ჩადის. ეს არის შეხვედრა, რომელმაც მინიმუმ ნაწილობრივ მაინც უნდა გადაწყვიტოს, ვინ გადის ჯგუფიდან "ბაიერნთან" ერთად - "ნაპოლი" თუ "სიტი".

წაგება ორივე გუნდისთვის აკრძალულია - განსაკუთრებით კი იტალიური კლუბისთვის, რომელიც მარცხის შემთხვევაში მერევდფინალზე ოცნებას დაემშვიდობება. სამაგიეროდ, თუ ნეაპოლელები მოიგებენ, რობერტო მანჩინის გუნდს ერთი ქულით გაასწრებენ და ბოლო ტურში "ვილიარეალთან" ექნებათ საქმე. აღსანიშნავია, რომ თვეზე მეტია, რაც ვალტერ მაძარის გუნდს არ მოუგია, ამ უქმეებზე კი "ნაპოლიმ" "ლაციოსთან" 0:0 ითამაშა. მანჩინის შეგირდებმა კი "ნიუკასლს" უპრობლემოდ მოუგეს (3:1).

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, გარგანო, ინლერი, დოსენა - ჰამშიკი, კავანი, ლავეცი.

მანჩესტერ სიტი (): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი - დე იონგი, იაია ტურე - მილნერი, სილვა, ნასრი - ჯეკო.

არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 4 3 1 0 8-2 10

2. მანჩესტერ სიტი 4 2 1 1 6-4 7

3. ნაპოლი 4 1 2 1 6-5 5

4. ვილიარეალი 4 0 0 4 1-9 0

B ჯგუფი

ცსკა-ლილი

რუსული კლუბის საშინაო მატჩი, ტრადიციისამებრ, ყველაზე ადრე იწყება და თუ ცსკა "ლილს" დაამარცხებს, მოსკოველები მერვედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან არმიელებს იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც "ტრაბზონს", პირად დუელებში კი, რუსებს თურქებზე უპირატესობა აქვთ მოპოვებული.

ფრანგული კლუბი მხოლოდ ორი ფრე თამაშით დაიკვეხნის და მეტით ვერაფრით, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია - "ლილმა" ამ უქმეებზეც ფრე ითამაშა (0:0 "ტულუზასთან") და ეს იყო რიგით მე-7 ყაიმი ამ სეზონში ჩატარებულ 14 ოფიციალურ მატჩში.

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა (4-4-1-1): გაბულოვი - ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ნაბაბკინი, ა. ბერეზუცკი - ალდონინი, მამაევი, ჰონდა, ცაუნია - ძაგოევი - ვაგნერ ლავი.

ლილი (4-3-3): ლანდრო - დებუში, როზენალი, შეიდუ, ბონარი - ბალმონტი, მავუბა, გეიე - ჰაზარი, სოუ, პაიე.

არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

ტრაბზონი-ინტერი

"ინტერმა" შაბათს "კალიარის" 2:1 მოუგო და მიუხედავად იმისა, რომ ორიდან ერთი გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს, მაინც უნდა ვთქვათ, რომ მილანელები კრიზისიდან გამოდიან. ჩემპიონთა ლიგაში კი საქმეები ისედაც კარგად მისდით: ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, "ნერაძური" ტრაბზონში ჩადის - გახსოვთ პირველი ტური და თურქების სენსაციური გამარჯვება "სან სიროზე"? თუმცა მაშინ "ინტერის" მწვრთნელი კლაუდიო რანიერი არ იყო. ეს უკანასკნელი დღეს სნეიდერს მოისაკლისებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ტრაბზონი (4-2-3-1): თოლგა - სერქანი, გირაი, მუსტაფა, ჩელუსტკა - კოლმანი, ზოკორა - ჰალილ ალთინთოფი, ალანზინიო, მიერეჟევსკი - ბ. ილმაზი.

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - ჯონათანი, რანოკია, სამუელი, ხ. ძანეტი - ობი, მოტა, კამბიასო - სტანკოვიჩი - პაცინი, მილიტო.

არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინტერი 4 3 0 1 6-4 9

2. ცსკა 4 1 2 1 7-5 5

3. ტრაბზონი 4 1 2 1 2-4 5

4. ლილი 4 0 2 2 4-6 2

C ჯგუფი

მანჩესტერ იუნაიტედი-ბენფიკა

მატჩი, რომელმაც ჯგუფში პირველადგილოსნის ვინაობა უნდა გაარკვიოს - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. და შეიძლება არც გაარკვიოს, რადგან "ბენფიკას" ნამდვილად ხელეწიფება ის, რომ "ოლდ ტრეფორდზე" ფრეს მიაღწიოს. თუმცა ეს ძნელი იქნება, რადგან "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 34 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.

სერ ალექს ფერგიუსონი ნემანია ვიდიჩს დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისებს და კითხვის ნიშნის ქვეშაა უეინ რუნის თამაშიც, რომელსაც გუშინ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. პორტუგალიელებს კი ხავიერ სავიოლა ჰყავთ ტრავმირებული.

ეს მატჩი გვახსენებს 1968 წელსაც, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო, ფინალში კი, "უემბლიზე" სწორედ "ბენფიკა" დაამარცხა (4:1).

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ჯოუნსი, ფერდინანდი, სმოლინგი, ევრა - ვალენსია, ფლეტჩერი, ქერიკი, იანგი - ერნანდესი, რუნი.

ბენფიკა (4-2-3-1): არტური - მაქსი პერეირა, გარაი, ლუიზაო, ემერსონი - ვიტსელი, გარსია - გაიტანი, აიმარი, სესარი - კარდოსო.

არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

ოცელული-ბაზელი

"ბაზელს" ჯერ კიდევ აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი და მისი შენარჩუნებისთვის შვეიცარიელებს "ოცელულის" დამარცხება სჭირდებათ. წინა ტურის შემდეგ "ბაზელმა" უკლუბოდ დარჩენილი მცველი ფილიპ დეგენი აიყვანა და მას სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი.

სავარაუდო შემადგენლობები

ოცელული (4-2-3-1): გრაჰოვიჩი - რაპა, პერენდიხა, კოსტინი, ილიე - ფილიპი, გიურგიუ - ანტალი, იბე, ფრუნცა - პენა.

ბაზელი (4-4-2): ზომერი - შტაინჰიოფერი, აბრაამი, დრაგოვიჩი, პარკი - შაქირი, ჰუგელი, შაკა, ზოუა - ა. ფრაი, შტრელერი.

არბიტრი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. მანჩესტერ იუნაიტედი 4 2 2 0 8-4 8

2. ბენფიკა 4 2 2 0 5-2 8

3. ბაზელი 4 1 2 1 6-7 5

4. ოცელული 4 0 0 4 1-7 0

D ჯგუფი

ლიონი-აიაქსი

ამ ჯგუფში უპასუხოდ მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: ვინ გავა მერვედფინალში უკვე გასულ "რეალთან" ერთად - "ლიონი" თუ "აიაქსი"? და ამ კითხვასაც წესით ამ ტურში, კერძოდ ამ მატჩში უნდა ეპასუხოს.

ამსტერდამული კლუბი ლიონში ჩადის და ფრანგულ გრანდს სამი ქულით უსწრებს, რაც "ლიონს" გამარჯვებას ავალდებულებს. ამასთან, "აიაქსში" მნიშვნელოვანი რამ მოხდა - გუნდის სპორტულ დირექტორად ლუის ვან გაალი დაინიშნა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეილერი, კრისი, ბ. კონე, სისოხო - კალსტრიომი, გონალონსი - ბრიანი, გურკუფი, ბასტოსი - ლისანდრო ლოპესი.

აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა - ენო, ერიკსენი, იანსენი - სულეიმანი, ლოდეირო, ებესილიო.

არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

რეალი-დინამო (ზ)

ოთხი მოგება, ბურთების შეფარდება 10:0 - "რეალი" მერვედფინალშია და თანაც, ასპროცენტიანი შედეგით. ამრიგად, ჟოზე მოურინიოს შეუძლია, ზაგრების "დინამოსთან" სპორტული თვალსაზრისით უმნიშვნელო მატჩში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასვენოს. ერთი რამ ჟოზემ გუშინვე თქვა - ნური შაჰინს სასტარტოში გავამწესებო.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-2-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ხედირა, დიარა, ჩაბი ალონსო - იოზილი, რონალდო - იგუაინი.

დინამო ზ. (4-4-2): ლონკარიჩი - ვიდა, ტონელი, კუფრე, იბანიესი - ლეკო, კოვაჩიჩი, ბადელი, ალისპაჰიჩი - ბექირაი, კრსტანოვიჩი.

არბიტრი: ალან კელი (ირლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 4 4 0 0 10-0 12

2. აიაქსი 4 2 1 1 6-3 7

3. ლიონი 4 1 1 2 2-6 4

4. დინამო (ზ) 4 0 0 4 0-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა