ქართველი ძიუდოისტები 10-11 დეკემბერს ტოკიოში გასამართ ერთ-ერთ უპრესტიჟულეს შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დღეს დაბრუნდება ამსტერდამიდან, თუმცა არასრული შემადგენლობით, რადგან მისი რამდენიმე წევრი - ამირან პაპინაშვილი (60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ლაშა გუჯეჯიანი (+100) ჰოლანდიიდან იაპონიაში გადაფრინდება, სადაც ოთხკვირიან შეკრებას გაივლიან.

მათ მწვრთნელებად ნაკრების თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი და მისი ყოფილი ასისტენტი ზურაბ ზვიადაური გაჰყვებიან. ჩვენი გუნდი მონაწილეობას მიიღებს 10-11 დეკემბერს ტოკიოშივე გასამართ ერთ-ერთ უპრესტიჟულეს შეჯიბრებაში, ძიუდოს შემქმნელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე".

ცხადია, იქ წამსვლელთა ბირთვი მწვრთნელებს უკვე გამოკვეთილი ჰყავთ, მაგრამ იაპონური შეკრების გავლამდე შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობენ, რადგან გარკვეული ცვლილებებიც შეიძლება მოხდეს. არც ისაა გამორიცხული, კანოს მემორიალიდან ერთ კვირაში ჩინურ ქინგდაოში გასამართ "დიდ პრიზზეც" წავიდნენ, რაც ასევე გამოიწვევს ცვლილებებს საიაპონე გუნდში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები ამსტერდამის "დიდ პრიზზე" არცთუ წარმატებულად გამოვიდნენ - პაპინაშვილის მიერ მოპოვებული ერთადერთი ვერცხლის ამარა დავრჩით, რასაც ტატალაშვილისა და ვალერი ლიპარტელიანის (90) მეხუთე ადგილებიც უნდა დავუმატოთ.

ჩვენთვის განსაკუთრებით წარუმატებელი მეორე დღე აღმოჩნდა, თორემ პირველში - შაბათს მედლიდან, ჭიდაობის ხარისხიდან თუ საერთო პერსპექტივიდან გამომდინარე, კარგი გამოსვლა იყო, მაგრამ კვირას ზედა წონების წარმომადგენლებმა მოსალოდნელზე ბევრად სუსტად იჭიდავეს. ამან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შექმნილი ნაკლოვანებები.

ალბათ, ბევრი ისევ გაამართლებს ამ წაგებას, მსოფლიოს პირველობის მერე სპორტსმენებს პასიური პერიოდი ჰქონდათ, ისე ინტენსიურად არ ვარჯიშობდნენ, ჯერ ფორმაში არ არიან და ახლა იწყებენ მზადებას სრული დატვირთვითო, აკლდათ ვარჯიშებიო და ამგვარები, თუმცა მიგვაჩნია, რომ მდგომარეობა სასწრაფოდაა შესაცვლელი - ასე თუ გაგრძელდა, ლონდონის ოლიმპიადაზე მარცხი გარდუვალი იქნება. სამწუხაროდ, ნაკრები ჭაობში იმ დონემდეა ჩაფლული, უკან დასახევი გზა და ლოდინის უფლება აღარ აქვს.

საწყენია, რომ სალიცენზიო ქულათა მარაგის შევსების ასეთი მშვენიერი შანსი, როგორიც "დიდი პრიზის" შეჯიბრებაა (აქ შედარებით ბევრი ქულა გაიცემა) გავანიავეთ და ვერ გამოვიყენეთ. ამ მხრივ სადაც გვიჭირდა, იმ წონებში მხოლოდ ტატალაშვილმა გაიუმჯობესა მდგომარეობა, იმანაც ცოტათი, მაგრამ 81-ში და მძიმეში ვერაფერი შევიმატეთ. თუმცა ლიცენზიაც რა დიდი ბედენაა, ჭიდაობის ხარისხი თუ არ გამოსწორდა - საგზური ოლიმპიადაში მონაწილეობის ნებას გვაძლევს და არა ოლიმპიურ მედალს, ჩვენებმა კი ამსტერდამში, რბილად რომ ვთქვათ, დამაიმედებელი კვლავაც ვერაფერი დაგვანახეს.

განსაკუთრებით - ზედა წონებში.

ბოლო შეჯიბრებებზე - ბაქოსა და სამოას მსოფლიოს თასებზე, აგრეთვე აბუ დაბის "დიდ პრიზზე" ზოგიერთი ფალავანის გამოცოცხლება მხოლოდ დროებითი მოვლენა გამოდგა, უმეტესობამ კი ჰოლანდიაში კვლავაც არაეფექტური ჭიდაობა აჩვენა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ბევრმა ისევ გაიმეორა ძველი შეცდომები. გვჯერა, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (90) ამ ხარვეზებს სამომავლოდ გამოასწორებს, იქნებ სხვებმაც გაითვალისწინონ საკუთარი მინუსები, მაგრამ ბევრში საამისო რეზერვი არ ჩანს. ჩავარდნების ამ საერთო ფონზე გამონაკლისი მხოლოდ პაპინაშვილია, რომელიც ამსტერდამულ ვერცხლამდე აბუ დაბიში მესამე იყო.

მართალია, სამოაში ტატალაშვილიც გავიდა მესამეზე, ანუ ზედიზედ ორ შეჯიბრებაში გამოვიდა ნორმალურად, მაგრამ პაპინაშვილი ბევრად მაღალი დონის ჭიდაობას აჩვენებს.

ერთი სიტყვით, გვაქვს სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნაკრების საწვრთნელ პროცესში ბევრი არაფერი შეცვლილა. ეტყობა, "ჭირვეულის (ანუ ზაიზენბახერის) მორჯულება" წარუმატებლად მიმდინარეობს - გინდ გიორგი ვაზაგაშვილი მიუჩინე მეთვალყურედ, გინდ - ბორის ფირცხელიანი ან ნებისმიერი, მაინც არაფერი შეიცვლება! თუმცა როგორ უნდა შეიცვალოს, როცა გადაწყვეტილებათა ერთპიროვნული მიმღები ისევ ზაიზენბახერია, მის საქმეებში ჩარევა კი მწვრთნელთაგან არავის შეუძლია. ზაიზენბახერიც აგრძელებს თავის უცნაურ ექსპერიმენტებს, რის დასტურადაც იაპონიაში შეკრებაზე არა მთელი გუნდის, არამედ მხოლოდ იმ ოთხი კაცის წაყვანა მიგვაჩნია.

ღმერთმა ჰქნას, გუნდის სხვა წევრები იმ დონეზე იყვნენ მომზადებულნი, მსგავსი შეკრება მართლაც არ სჭირდებოდეთ, მაგრამ ამსტერდამში გამოჩნდა, ასე რომ არაა. როცა ამხელა ხარჯს სწევს ფედერაცია, ბარემ მთელი გუნდი წასულიყო - სხვებს აწყენდათ იაპონელებთან ვარჯიში? არადა, შარშან ამას აუცილებლობად მიიჩნევდნენ და ორჯერ ხანგრძლივი შეკრებაც გაიარეს, თუმცა ამით ჩავლებაში არსებული ხარვეზები რომ ვერ აღმოფხვრეს, ფედერაციაც აღიარებს ანუ საჭიროება ისევ არის.

უცნაურია ისიც, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ დაესწრება საქართველოს ჩემპიონატსაც. როგორც იქნა, ფედერაციამ ამ ტურნირის თარიღიც დაადგინა - 3-4 დეკემბერს ყოფილ სკა-ს დარბაზში ჩატარდება, იმ დროს კი ზაიზენბახერი იაპონიაში იქნება. ცხადია, ჩემპიონატში მონაწილეობას ვერც მასთან შეკრებაზე მყოფი სპორტსმენები მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა