ბრაზილიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე ქუთაისელმა მოჭადრაკემ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
ბრაზილიაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა ქუთაისელმა მერი არაბიძემ - 18-წლიანთა მეოთხე ტურში მან ირანელი საერთაშორისო ოსტატი მიტრა ნეჯაზიპური დაამარცხა.

ასევე, წარმატებას მიაღწია ტურნირის რუსმა რეიტინგფავორიტმა ალინა კაშლინსკაიამ, რომელმაც აზერბაიჯანელ ხაიალა აბდულას სძლია.

სამქულიან ნარმინ კაიმოვას (აზერბაიჯანი) და ალტანულზიი ენხტუულის (მონგოლეთი) დაპირისპირება მშვიდობიანად დასრულდა. ამდენად, 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ არაბიძე და კაშლინსკაია დაწინაურდნენ. მე-5 ტურში სწორედ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს.

ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით კაზიმოვა, ენხტუული და ანი კრუმოვას (ბულგარეთი) მძლეველი პეტრა პაპი (უნგრეთი) ჩამორჩებიან.

14-წლიანებში ზედიზედ მეორედ დამარცხდა ნინო ხომერიკი - ამჯერად მან პოლონელ ალექსანდრა დადელოსთან წააგო, არადა, ჩვენებურს რეიტინგში 104 პუნქტით უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ამ ასაკშიც 4-4 ქულით რუსი ალექსანდრე გორიაჩკინა და ირანელი სარასადათ ხადემალშარიჰი ლიდერობენ. მე-5 ტურში ხომერიკი ლაურა ჰაიბლერს (ავსტრია) ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე