უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა უორენ გეთლენდმა გუნდის გაფართოებული 28-კაციანი სია დაასახელა
უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა უორენ გეთლენდმა გუნდის გაფართოებული 28-კაციანი სია დაასახელა.

უელსელები 3 დეკემბერს "მილენიუმზე" ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელთანაც მსოფლიოს თასის გათამაშებაში მესამე ადგილისთვის მატჩში დამარცხდნენ.

კარდიფში გასამართი ეს მატჩი ბოლო იქნება ეროვნულ ნაკრებში ლეგენდარული გარემარბ შეინ ვილიამსისთვის. ასევე ბოლო შეიძლება გამხდარიყო ეს შეხვედრა 33 წლის სტივენ ჯოუნზისთვის, თუმცა ის გეთლენდის რაზმში ვერ მოხვდა.

მეთიუ რისი, რომელიც ახალ ზელანდიაში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა, ნაკრებში დაბრუნდა. მასთან ერთად ეროვნული გუნდის კვართის მორგების შანსი ეძლევათ შერკინების ბურჯ სკოტ ენდრიუს და ფლანკერ ჯასტინ ტიპურიჩს.

გეთლენდმა ნაკრებში სამი დებიუტანტი მიიწვია, ესენია ფლანკერი ლუის ევანსი, გარემარბი ალექს კატბერტი და ფულბეკი ლიამ ვილიამსი.

"მსფლიოს თასის დასრულების შემდეგ ვცდილობთ მემკვიდრეობითობა შევინარჩუნოთ. კაპიტანი ისევ სემ ვერბარტონი იქნება. გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეთიუ რისის დაბრუნება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ შერკინების კვაჭის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა.

მის გარდა ამ პოზიციაზე თამაშის პრეტენზია ჰიუ ბენეტს და ლოიდ ბარნსს აქვთ.

ქომაგებს შესაძლებლობა ეძლევათ, გვანახონ, როგორ ამაყობენ ისინი თავიანთი სათაყვანებელი გუნდით, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიოს თასზე. გულდასაწყვეტი ისაა, რომ შეინ ვილიამსი გვტოვებს. ისღა დაგვრჩენია, დავსხდეთ და მისი ბოლო, დიდოსტატური თამაში ვნახოთ.

ამასთან ერთად, ავსტრალიის ნაკრებთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. მესამე ადგილისთვის მატჩში მარცხისთვის რევანში აუცილებლად უნდა ავიღოთ. ამ გამარჯვებით კი შეტყობინება უნდა გავუგზავნოთ ევროპის ექვის ერის გათამაშებაში მოასპარეზე გუნდებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ახალ ზელანდიაში მიღწეული წარმატება წამიერი გაელვება არ იყო. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის, მათ შორის 2015 წლის მსოფლიო თასზეც" - თქვა უორენ გეთლენდმა.

უელსის ნაკრები:

შერკინება: სკოტ ენდრიუ, ჰიუ ბენეტი, რაიან ბევინგტონი, ლოიდ ბარნსი, ლუკ ჩარტერისი. ბრედლი დევისი, იან ევანსი, ლუის ევანსი, ტობი ფალეტაუ, გეთინ ჯენკინსი, ადამ ჯოუნზი, რაიან ჯოუნზი, დენი ლაიდიატი, მეთიუ რისი, ჯასტინ ტიპურიჩი, სემ ვერბარტონი,

უკანა ხაზი: დენ ბიგარი, ალექს კათბერტი, ჯონათან დევისი, ლეიგ ჰალპფენი, ტევის კნოლი, ჯორჯ ნორსი, რის პრისტლენდი, ჯიმი რობერტსი, ლიამ ვილიამსი, ლოიდ ვილიამსი, სკოტ ვილიამსი, შეინ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა