"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩში მეტოქე გუნდზე - "მანჩესტერ სიტიზე" ისაუბრა
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩში მეტოქე გუნდზე - "მანჩესტერ სიტიზე" ისაუბრა.

"ჩვენ თავს შეცდომის დაშვების უფლებას არ მივცემთ, მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტი" - მსოფლიოში დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მერე რა, რომ გუნდში კარლოს ტევესი აღარაა. ახლა მარიო ბალოტელი ათამაშდა, რომელიც ბრწყინვალეა.

"ნიუკასლთან" მატჩში მანჩინიმ ძირითადის ხუთი მოთამაშე დაასვენა. ასეთ რამეზე კი ჩვენ ვერც ვიოცნებებთ. სამაგიეროდ, "სიტისგან" უფრო მეტს ითხოვენ, ვიდრე "ნაპოლისგან", რადგან კლუბის მფლობელმა გუნდის გასაძლიერებლად ბოლო წელიწადნახევარში დაახლოებით 200 მილიონი ევრო დახარჯა.

ვფიქრობ, წილისყრის შემდეგ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ხუთი მატჩის შემდეგ პლეი ოფში გასვლის შანსს კვლავ შევინარჩუნებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, ასეა. ეს ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ თუ მაინც ევროპის ლიგაზე გადავბარგდებით, მის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ასეთია ჩვენი პრინციპი!", - განაცხადა მაცარიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა