ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანიკიძე: სათანადო პირობების შემთხვევაში, "არმიაში" ვითამაშებ

სანიკიძე: სათანადო პირობების შემთხვევაში, "არმიაში" ვითამაშებ

გთავაზობთ ინტერვიუს "ვირტუსის" ქართველ ფორვარდთან, რომელიც ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ბოლონიური "კანადიან სოლარის" ქართველმა ფორვარდმა "მონტეგრანაროსთან" გასვლით მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და თანაგუნდელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

სანიკიძემ წინა ტურშიც ბრწყინვალედ ითამაშა: მისმა ორმაგმა დუბლმა ბოლონიელებს სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "ვარეზე" დაამარცხებინა. სანიკიძის გააქტიურებას ხელი გარკვეულწილად ჯარედ ჰომანის გუნდიდან გაშვებამაც შეუწყო.

ამერიკელი კალათბურთელი ბოლონიურ გუნდში ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა და შეტევების დაგვირგვინების ამბიცია ჰქონდა. ის არ იყო გუნდური მოთამაშე და ვარჯიშისას მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტი არ აპატიეს. ჰომანის გუნდიდან გაძევების შემდეგ ქართველი ფორვარდი 2 მატჩია მოედნიდან ორმაგი დუბლით გამოდის.

სანიკიძეს დღეს ბოლონიაში დავუკავშირდით და იტალიურ ამბებთან ერთად სხვა საინტერესო საკითხებზეც ვესაუბრეთ.

- გასული 2 მატჩია, ძალიან შედეგიანად თამაშობ. ამის მიზეზი სათამაშო დროის გაზრდაა, რაც გუნდიდან ჯარედ ჰომანის გაშვებას მოჰყვა?

- არც ჰომანის გაგდებამდე ვთამაშობდი ცოტას. მისი წასვლის შემდეგ მხოლოდ 4 წუთი მომემატა. ვფიქრობ ჩემი გააქტიურების მიზეზი გუნდში სათამაშო სქემის შეცვლაა.

- აქამდე რატო არ თამაშობდით ასეთი სქემით, მით უფრო, რომ შენს წარმატებულ თამაშს ორჯერვე მატჩში გამარჯვება მოჰყვა?

- ჯარედ ჰომანის მოედანზე ყოფნისას ასე ვერ ვითამაშებდით, რადგან ამ კალათბურთელს ყველა შეტევების დაგვირგვინება თავად სურდა. თუკი პასს არ მისცემდი, ხასიათი უფუჭდებოდა. მისი წასვლის შემდეგ უფრო მეტი გასაქანი მომეცა და ეს შედეგებზეც აისახა.

- თუკი ეგრე თამაშობდა, ისედაც გასაგდები ყოფილა გუნდიდან.

- არა, ბომბარდირობა რომ უნდოდა ამის გამო გუნდიდან არავინ გაუშვებდა. ის საკმაოდ მაღალი შედეგიანობით გამოირჩეოდა, მაგრამ ხასიათი ჰქონდა რთული. ერთ-ერთ ვარჯიშზე კი მას ნერვებმა უმტყუნა და მწვრთნელს ეჩხუბა.

- როგორც პრესაში ეწერა, ჰომანმა ალესანდრო ფინელს სახეში გაარტყა და მწვრთნელს ცხვირიდან სისხლი წასკდა.

- ხელით შეხებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, რასაც წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა. მოთამაშემ არ მოუთმინა მწვრთნელს შენიშვნა და ყველაფერი აქედან დაიწყო. ამ ინციდენტის შემდეგ ჰომანი დაუყოვნებლივ გაუშვეს გუნდიდან.

- მისი წასვლის შემდეგ სათამაშო ამპლუა ხომ არ შეგეცვალა?

- ჰომანი ცენტრი იყო და ფარქვეშ ბრძოლისას ერთმანეთს ვეშველებოდით. ახლა სამწამიანში გაცილებით მეტი ძალისხმევა მმართებს და მიხარია, რომ ამოცანას თავს კარგად ვართმევ. ახლა უფრო იმაზეა ჩემი პოზიცია დამოკიდებული, თუ როგორ წამივა თამაში. შემიძლია პიკენროლი ვითამაშო, ან სამწამიანიდან შევუტიო, პერიმეტრზე ავიდე და ასე შემდეგ. სადაც უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს შეტევაში, იქ ვთამაშობ. აქამდე ესე არ ვიყავი. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ გუნდი იგებს და ჩემს შედეგიანობას ფასი ემატება.

- ბოლო მატჩებში გამარჯვებით ცხრილშიც საკმაოდ დაწინაურდით.

- ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ ბოლოსწინა ტურში, როცა ბოლონიაში საკმაოდ ძლიერი "ვარეზე" დავამარცხეთ. ამ გუნდს ბოლო 4 თამაში მოგებული ჰქონდა და ბოლონიაშიც დიდი ამბიციით ჩამოვიდა, თუმცა ვერაფერს გახდა. გასულ ტურში კი "მონტეგრანაროს" სტუმრად მოვუგეთ. მართალია, ეს გუნდი გასულ ტურებში საკმაოდ სუსტად თამაშობდა, მაგრამ მაინც სახიფათო იყო. ხელმძღვანელობამ რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ჩვენთან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს. საბედნიეროდ, გამარჯვებას მაინც მივაღწიეთ.

- ასეთი წარმატებული თამაშით იტალიის ლიგის ოლ სტარში სავარაუდოდ პირდაპირ მოხვდები. გასულ სეზონში ხომ მასში მოსახვედრად სხვისი ტრავმა შეგეშველა.

- მაგაზე არ ვფიქრობ. არც კი ვიცი, როდის და თუ საერთოდ გაიმართება იტალიაში ყველა ვარსკვლავის მატჩი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ფორმის შენარჩუნება და გუნდის გამარჯვებაა.

- მომავალზე რას ფიქრობ, ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს გიმთავრდება.

- ამაზე ჩემი მენეჯერი მუშაობს. ვიცი, რომ თუ ასე გავაგრძელებ, მსურველები აუცილებლად გამომიჩნდება. ამ საკითხზე უფრო სეზონის მეორე ნახევრიდან ვიფიქრებ, არაა გამორიცხული, რომელიმე გუნდთან წინასწარი, არაოფიციალური კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე გავაფორმო.

- იყო საუბრები, რომ შესაძლებელია, სანიკიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდ "არმიაში" გადმოვიდესო.

- როგორც ვთქვი, მე მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს "კანადიან სოლართან" და თუკი რომელიმე გუნდს ჩემი შემატება უნდა, ბოლონიელებთან ჩემი კონტრაქტი უნდა გამოისყიდოს. თუ ამას "არმია" გააკეთებს, სიამოვნებით ვითამაშებ ამ კლუბში.

- მოგეხსენება, "არმია" ევროჩელენჯზე თამაშობს და შენი დახმარება ძალიან წაადგება.

- ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართული კლუბი ევროპულ ასპარეზსს დაუბრუნდა და საკმაოდ წარმატბულადაც. არმიელების თამაშებს თვალს ვადევნებ და კოტე ტუღუშსაც მივულოცე სადებიუტო მატჩში გამარჯვება. დღესაც ვაპირებ ჰოლანდიურ "ლეიდენთან" არმიელების მატჩის ყურებას. ეს შეხვედრა იტალიის დროით 3 საათზე იწყება და ამ დროს სახლში ვიქნები.

- ამ სეზონის დასრულების შემდეგ "არმიაში" გადასვლის ვარიანტს თუ განიხილავ?

- თუ სათანადო პირობებს შემომთავაზებენ, "არმიაში" აუცილებლად ვითამაშებ. თანაც, თუკი ამ სეზონში ევროჩელენჯზე წარმატებულად გამოვლენ, არმიელები მომავლისთვის ევროთასის ლიცენზიას მოიპოვებენ და ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

- თავად ბოლონიური კლუბი არ გელაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?

- როგორც ვიცი, სურთ რომ გუნდში დავრჩე, მაგრამ ჯერ კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა