ესპანელმა პედრო დე ლა როსამ აუთსაიდერ გუნდთან - HRT-სთან გააფორმა კონტრაქტი და მომავალ სეზონში რბოლებს საპრიზო პილოტის რანგში დაუბრუნდება
გუშინ, ფორმულა 1-ში ერთი საინტერესო ტრანსფერის შესახებ გახდა ცნობილი. ესპანელმა პედრო დე ლა როსამ აუთსაიდერ გუნდთან - HRT-სთან გააფორმა კონტრაქტი და მომავალ სეზონში რბოლებს საპრიზო პილოტის რანგში დაუბრუნდება.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს სპორტულ კარიერაში, რომელზეც ბევრს ვფიქრობდი. მზად ვარ მივიღო ახალი გამოწვევა და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მმატებს.

ამ პროექტში ჩართვას ორი ფაქტორის გამო დავეთანხმე: ბრძოლაში დაბრუნება მინდოდა და თან HRT ესპანური საჯინიბოა, სადაც ძალიან ბევრ თანამშრომელს ვიცნობ.

დღევანდელ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან დაძაბული მუშაობა მომიწევს, მაგრამ მე იმაზე უფრო ვფიქრობ, ორი წლის შემდეგ რა შედეგები გვექნება. ჩემთვის ეს არის უძლიერეს გუნდებში ყოფნისას დაგროვილი გამოცდილების გამოყენების შესანიშნავი შანსი.

ვამაყობ იმით, რომ ესპანეთს საკუთარი გუნდი ჰყავს ფორმულა 1-ში და მე შემიძლია მისი ბოლიდით სტარტზე გასვლა. მინდა მადლობა გადავუხადო HRT-ს ამ ნდობისთვის, ხოლო "მაკლარენის" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ სხვა გუნდში წასვლის ნება დამრთო. ამ გუნდთან გატარებული რვა სეზონის განმავლობაში გავიზარდე როგორც პილოტი და როგორც ადამიანი. მათ გარეშე მე დღეს აქ არ ვიქნებოდი", - განაცხადა პედრო დე ლა როსამ.

პედრო დე ლა როსას 1999 წელს ჰქონდა დებიუტი, მაგრამ მხოლოდ რვა სეზონში მონაწილეობდა რბოლებში. ამ დროის განმავლობაში მან ხუთი გუნდი გამოიცვალა - "ეროუზი", "იაგუარი", "მაკლარენი", "BMW-ზაუბერი" და "ზაუბერი". ბოლო წლებში პედრო "მაკლარენის" სარეზერვო პილოტი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე