ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ენდის სენსაცია და ნოლეს გადარჩენა

ენდის სენსაცია და ნოლეს გადარჩენა

ლონდონში ტურნირის A ჯგუფში მასპინძელმა ენდი მიურეიმ დავიდ ფერერთან ორ სეტში წააგო
ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი სენსაციით გაგრძელდა. A ჯგუფში მასპინძელმა ენდი მიურეიმ დავიდ ფერერთან ორ სეტში წააგო, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი მატჩბოლი მოიგერია და ტომაშ ბერდიხი დაამარცხა.

მიურეისა და ფერერის მატჩი ორგანიზატორებმა ადგილობრივი დროით 14 საათზე დანიშნეს, მაგრამ O2-ის არენა მაინც სავსე იყო.

ჩოგბურთელები მეცხრედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამ მატჩამდე შედეგი ყოველთვის კორტის საფარზე იყო დამოკიდებული - ჰარდზე ხუთივე შეხვედრა ენდიმ მოიგო, გრუნტზე სამივე მატჩი - დავიდმა. ისინი ლონდონში შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს და ბრიტანელმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო - 6:2, 6:2.

რა თქმა უნდა, მიურეი ფავორიტი იყო, მაგრამ კორტზე გამოსვლისას გულშემატკივრებმა ენდის სახეზე შეშფოთება შეატყვეს. იმ მომენტში მხოლოდ ჩოგბურთელმა და მისმა გუნდმა იცოდნენ რაშიც იყო საქმე. ბრიტანელმა ადრეული ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ამასთან, ცუდად გადაადგილდებოდა კორტზე და საერთოდ არ მისდიოდა პირველი მოწოდება. ფერერი კი თავის ჩოგბურთს თამაშობდა, საიმედოდ და სტაბილურად მოქმედებდა. როცა მიურეი საკუთარ თავზე იღებდა თამაშს, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, ხოლო პასიური თამაშისას უკანა

ხაზზე ფერერის ძლევა არ გამოსდიოდა. პირველი სეტის წაგების შემდეგ ენდიმ სამედიცინო შესვენება აიღო.

უნდა ითქვას, რომ ამ პაუზამ მას უშველა. ფერერმა მეორე პარტიის სტარტზე ოდნავ დაკარგა კონცენტრაცია, უხეში შეცდომით დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ მიურეიმ, ისევე როგორც პირველ სეტში, ახლაც ვერ გამოიყენა ეს უპირატესობა. სეტის მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მიღებაზე უფრო მეტი შანსი დავიდს ჰქონდა. მან საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიიყვანა და პარტია 7:5 მოიგო. ბრიტანელმა 44 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მისთვის უჩვეულო მაჩვენებელია.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი მიურეის სუსტი თამაშის მიზეზი: "დავიდმა კარგი ჩოგბურთი აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მე კი ბოლო ვარჯიშზე მიღებული საზარდულის ტრავმის გამო ვერ ვაჩვენე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ამ მატჩში ტრავმა გავიმიზეზე და დარწმუნებული არ ვარ, რომ გავაგრძელებ აქ გამოსვლას. ეს რომ წლის შემაჯამებელი ტურნირი არ ყოფილიყო, სტარტამდე გამოვიტანდი განაცხადს".

თუ მიურეი ჩემპიონატს მიატოვებს, მას სერბი იანკო ტიპსარევიჩი შეცვლის.

დღის მეორე მატჩში ერთმანეთს ხვდებოდნენ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტომაშ ბერდიხი. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ სერბი უფრო ძლიერია, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში მისი სპორტული ფორმის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, რადგან ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მას ტრავმები აწუხებდა. სტატისტიკურად, ბერდიხი სერბისთვის მოხერხებული მეტოქეა. ტომაშმა ერთადერთხელ შარშანდელ უიმბლდონზე მოიგო და მას შემდეგ ჯოკოვიჩმა ხუთჯერ აიღო რევანში.

თუმცა სეზონის ბოლოს ბერდიხმა კარგი ფორმა აკრიფა. მან შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და 4:0 წაიყვანა ანგარიში. ჩეხი ყველაფერს სწრაფად აკეთებდა, არ ერიდებოდა რისკიან თამაშს, აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას, ნოვაკს კი ხშირად უწევდა ნახევრადშპაგატში ბურთების მოგერიება, რადგან ვერ ასწრებდა მეტოქის დარტყმებს. რაღაც მომენტში ბერდიხს თავად შეეშინდა საკუთარი "თავხედობის" და საკუთარი გეიმი წააგო.

ჯოკოვიჩი არ შეუშინდა სოლიდურ ჩამორჩენას, მისთვის არადამახასიათებელ შეცდომებს უკლო და გრძელი დარტყმებით ბერდიხს შეტევის საშუალება მოუსპო. სერბს შეეძლო მინიმუმამდე შეემცირებინა სხვაობა, მაგრამ ტომაშმა კარგი მოწოდების წყალობით სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. წაგებული სეტის გადარჩენის მეორე შანსი ჯოკოვიჩმა მეცხრე გეიმში მიიღო. ბერდიხი 30:0 დაწინაურდა, მაგრამ ანერვიულდა და კინაღამ დაკარგა უპირატესობა, თუმცა მაინც მოიგო სეტი - 6:3.

მიუხედავად ამისა, ცხადი იყო, რომ მეორე სეტში ბერდიხს ძალიან გაუჭირდებოდა, რადგან ნოვაკი ბოლომდე ჩაერთო თამაშში. ასეც მოხდა. სერბმა მაშინვე წაიყვანა ანგარიში - 3:0 და სეტის ბოლომდე დამაჯერებლად შეინარჩუნა საკუთარ მოწოდება - 6:3.

პირველი პარტიის შემდეგ ბერდიხს მეტოქის მოწოდებაზე თითქმის არ ჰქონდა შანსი, მაგრამ მესამე სეტის მეექვსე გეიმში მოულოდნელად ყველაფერი გამოუვიდა და უმნიშვნელოვანესი ბრეიკი გააკეთა. მაგრამ მაშინვე ანერვიულდა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი გეიმი დათმო. და მაინც, ჩეხი ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. 5:6-ზე და 30:30-ზე ჯოკოვიჩმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და ტომაშმა მატჩბოლი მიიღო.

შემდეგ გათამაშებაში უკანა ხაზზე ხანგრძლივი ბრძოლა გაიმართა. არც ერთი არ მიდიოდა რისკზე, მაგრამ პირველმა ბერდიხმა ვერ მოითმინა და ბადეს გაარტყა ბურთი. შესაძლოა, იმ მომენტში ტომაშმა გაიფიქრა კიდეც, რომ საბოლოოდ გაუშვა საკუთარი შანსი. ყოველ შემთხვევაში, ტაი-ბრეიკზე მან თავიდანვე მისცა მეტოქეს ფორა - 5:1, თანაც თავისი შეცდომების ხარჯზე. ბერდიხის მიერ მიღებისას დაშვებული შეცდომით დასრულდა ეს ლამაზი და დაძაბული მატჩი - 3:6, 6:3, 7:6(2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა