გუშინ გაგამარუმ (ლევან ჯუღელი) 128 კილოგრამ წონის ოძეკი ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა და უარყოფითი ბალანსი გაიფორმა
გუშინ წლის უკანასკნელ ბაშოს პირველად ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მონღოლის მთავარმა კონკურენტმა კოტოშოგიკუმ პირველი მარცხი იწვნია, მას ესტონელმა ჩემპიონმა ბარუტომ აჯობა.

ქართველებზე კარგი სიახლე, სამწუხაროდ, არა გვაქვს - გუშინ გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი) გაიფორმა უარყოფითი ბალანსი (რაც დაქვეითების აუცილებელი წინაპირობაა). 199-კილოიანი ქართველი ელიტის უმძიმესი ფალავანია, ხოლო ოძეკი ჰარუმაფუჯი 128 კილოგრამს იწონის და ის ელიტაში ყველაზე მსუბუქია.

მიუხედავად ამისა, ზედმეტმა 71 კილოგრამმა ვერ უშველა ქართველს - "მზიურმა ცხენმა" ცაციათი შეძლო გაგამარუს მავაში მოგდება, შემდეგ მონღოლი თავით ჩააფრინდა ქართველს მკერდში და ამხელა კაცი დააბზრიალა და თიხნარზე დააგდო. თქმა არ უნდა, ჰარუმაფუჯი უმაღლესი კლასის სუმოისტია, მაგრამ, როცა ამხელა უპირატესობა გაქვს წონაში, ასე ბავშვურად არ უნდა აგებდე. გაგამარუს 2-8 ბალანსი აქვს და დღეს ბარუტოს ხვდება.

ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე კისენოსატო ოძეკის ტიტულისთვის იბრძვის. იაპონელს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ქართველის კიდემდე მისაყვანად, შემდეგ ლევანის შიტატენაგე მოიგერია და ის დოჰიოდან გაიყვანა. დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი ტოიონოშიმაა. კოკაიმ (ლევან ცაგურია) იოშიკაძესთან წააგო და დღეს ამინიშიკის ხვდება.

X დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-გაგამარუ (უვატედაშინაგე), კოტოოშუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ბარუტო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩინოშინი (იორიკირი), კიოკუტენჰო-ჰომაშო (სუკუინაგე), ტოიონოშიმა-არანი (იორიკირი), გოეიდო-ოკინოუმი (უვატენაგე), ვაკაკოიუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), იოშიკაძე-კოკაი (ჰატაკიკომი), კიტატაიკი-ტაკაიასუ (იორიკირი), მიაბიამა-კაისეი (ჰატაკიკომი), ფუჯიაზუმა-ამინიშიკი (იორიკირი),მიოგირიუ-ტაკეკაძე (ოშიდაში), დაიდო-ტოკიტენკუ (უვატენაგე), ტოიოჰიბიკი-აოიამა (ოშიდაში), საგაცუკასა-კიმურაიამა (ოშიდაში), ასასეკირიუ-ცურუგიდაკე (ჰატაკიკომი), შოჰოზანი-ტამავაში (უვატედაშინაგე), სადანოფუჯი-ტაკარაფუჯი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

9-1: კოტოშოგიკუ (ოძეკი).

8-2: კისენოსატო (სეკივაკე), ვაკაკოიუ (მაეგაშირა 9)... 2-8: გაგამარუ (მ 2)... 1-9: ტოჩინოშინი (მ 2), კოკაი (მ 10).

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო, კოტოოშუ-ჰომაშო, კოტოშოგიკუ-ტოჩინოვაკა, ბარუტო-გაგამარუ, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი, ოკინოუმი-არანი, გოეიდო-ტოჩიოძანი, კიოკუტენჰო-კიტატაიკი, იოშიკაძე-ფუჯიაზუმა, კოკაი-ამინიშიკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა